ზომადიდისიმაღლეარანაკლებ 60 სმწონა20 კგ-დანასაკი12-15 წლის
მოკლე ინფორმაცია
• ერთგული, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი;
• უშიშარი;
• ძალიან ამტანი.
ხასიათი
ჩეხოსლოვაკიურიმგლისებრი, რომელსაც ასევე ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჩეხოსლოვაკიურ მგელ ძაღლს, საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, რომელიც წარმოიშვა გასული საუკუნის 60-იან წლებში გერმანული ნაგაზისა და კარპატული მგლის შეჯვარების შედეგად. ეს ძაღლები გამოყვანილი იყო სამხედრო, სამძებრო ოპერაციებში და საყარაულო სამსახურში გამოსაყენებლად. მათი მგელი წინაპრებისგან მათ მემკვიდრეობით არა მხოლოდ შთამბეჭდავი გარეგნობა, არამედ – ხასიათიც ერგოთ. არიან დამოუკიდებელი და უშიშარი ცხოველები, რომლებიც ამავდროულად, დიდი ერთგულებით გამოირჩევიან.
ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ მხიარული და ცეცხლოვანი ტემპერამენტი. ამ ძაღლის აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალიზაცია და წვრთნა. სოციალიზაციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო აგრესიის განვითარება სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ. ამ ჯიშის ძაღლის წვრთნას ხელი უნდა მოკიდოს მხოლოდ გამოცდილმა ადამიანმა, რომელსაც დომინანტური ძაღლების გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვს.
ჩეხოსლოვაკიურიმგლისებრი ძაღლები ჭკვიანები არიან. მათ მშვენივრად შეუძლიათ ბრძანებების გაგება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაც კი. მას მოტივაცია სჭირდება და ერთი და იგივე მოქმედების გამუდმებული გამეორება სწრაფად ბეზრდება.
მგლის ძაღლს ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და სხვა ცოხველებთან მარტივად თანაცხოვრობს. თუმცა, უცხოებთან (როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან) შესაძლოა პრობმელემბი წარმექმნას. გარდა ამისა, ეს ძაღლები გამოირჩევიან მგლებისგან მემკვიდრეობით მიღებული წარმოუდგენელი უშიშრობით. ოჯახის დაცვისას შეუპოვრად იბრძვიან, მაშინაც კი, თუ ბრძოლა არათანასწორია.
Leave your comment