ჩაუ - ჩაუ

ჩაუ – ჩაუ

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა ჩინეთი

Ზომა საშუალო   სიმაღლე 46-დან 50 სმ-მდე   წონა 23-დან 32 კგ-მდე   ასაკი 8-10 წელი   მოკლე ინფორმაცია   • ჭკვიანი;ერთგული;დამოუკიდებელი;მშვიდი;ჯიუტი.   ხასიათი ჩაუ ჩაუ უძველესი და ძალიან რთული ჯიშია. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, ეს ძაღლები დათვებისგან წარმოიშვნენ, მათგან მემკვიდრეობით მიიღეს აგებულება, ლურჯი ხახა და უშიშრობა (ასევე მოკლე ცხვირ-ხახა, რის გამოც ბევრი ჩაუ ჩაუ ძილში ხვრინავს). ახლა უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ინფორმაცია მათი ტიბეტელ მგელთან ნათესაობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაუ ჩაუ არ არის მხოლოდ შინაური ცხოველი. ეს არის ოჯახის დამოუკიდებელი წევრი, თავისი აზრითა და ფარაში საკუთარი ადგილით. ჩაუ ჩაუს მთავარი თვისება – თავნებობაა. ისინი დამოუკიდებლად აფასებენ სიტუაციას და იღებენ გადაწყვეტილებას როგორ მოიქცნენ, პატრონის აზრი ამ დროს არ აინტერესებთ. დიდი ხნის განმავლობაში მათ წვრთნასაც არ უწევდნენ რეკომენდაციას, რადგან ეს მათში აგრესიის გამოვლენას უწყობდა ხელს. ჩაუ ჩაუ პატრონის მიმართ აბსოლუტური ერთგულებით გამოირჩევა. მათი სასუნავებითა და მოფერებით მოსყიდვა შეუძლებელია. უცხოებს საერთოდ ახლოსაც არ უშვებენ. ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ მესაკუთრების ძლიერი გრძნობა. ისინი მამაცურად დაიცავენ საკუთარ სახლს და ოჯახს უცხო ადამიანებისგან. ხოლო ექსტრემალური სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელსაც ძაღლი საფრთხედ აღიქვამს, ის თავდასხმას გაუფრთხილებლად განახორციელებს. გარდა ამისა, ჩაუ ჩაუ მონოგამია. მას შეუძლია კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ოჯახის ყველა წევრთან და იერარქია დაიცვან, ბავშვებთან და უფროსებთან სხვადასხვგვარად იურთიერთონ, მაგრამ უპირობოდ, მხოლოდ ერთი ადამიანის ერთგული იქნება. ამ ჯიშის ბუნების სირთულის, სიჯიუტისა და ორიგინალურობის გათვალისწინებით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ცხოველებთან ხშირად მშვიდობიანად ვერ თანაცხოვრობენ. მაგრამ ეს მომენტი ძალიან ინდივიდუალურია. კატებთან გაზრდილი ჩაუ ჩაუ მშვენივრად ეწყობა მათ, მიიჩნევს ოჯახის წევრებად და იცავს კიდეც.

  ჩაუ ჩაუს აღწერა ლეგენდების თანახმად, ჩაუ ჩაუ არის ჰასკის და პოლარული დათვის შთამომავლად ითვლება, მაგრამ ეს ასე არ არის. გარეგნულად, ეს ძაღლი ნამდვილად წააგავს დათვის ბელს, მაგრამ თავის გარეგნობას უნდა უმადლოდეს ცივ კლიმატსა და გენეტიკას. ეს ძაღლები საკმაოდ დიდები არიან, დიდი, ოდნავ მიჭყლეტილი სახე და განიერი თავი აქვთ. ცხვირი შავია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მისაღებია ჰქონდეს ოდნავ ღია შეფერილობისაც. თვალები ჩვეულებრივ დარიჩინისფერი ან ცისფერი აქვთ. ამ ჯიშის გამორჩეული თვისებაა ლურჯ-შავი ენა. რამდენიმე ლამაზი ლეგენდა ამ ფაქტზეც გვიამბობს: მის თანახმად, ენა მაშინ გაუმუქდა, როდესაც პირველმა ჩაუ-ჩაუმ ღამის ცის კიდე ალოკა. ეს ნიშანი, სავარაუდოდ, მუტაციური თავისებურებაა, რომელიც არქტიკულ პირობებში ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში ვლინდება. საინტერესოა, რომ ლეკვები ვარდისფერი ენით იბადებიან და შემდეგ ენა ფერს რამდნეიმე თვეში იცვლის. წინა კიდურები აბსოლუტურად სწორი აქვთ, ხოლო უკანა კიდურებს თითქმის არ გააჩნიათ სახტომი სახსრები, რის გამოც ძაღლები თითქოს მძიმედ დადიან. კუდი ძალიან მაღლა აქვს წამოწეული და ზურგისკენ ეზნიქება. ბეწვი გრძელი, სწორი, ფუმფულა და ოდნავ უხეში უნდა ჰქონდეს. დასაშვებია უფრო მოკლე ვერსია, პლუშისებრი ვარიანტიც. შეფერილობა ერთგვაროვანი უნდა ჰქონდეს: შავი, დარიჩინისფერი, წითელი, ნაცრისფერი, ცისფერი, კრემისფერი და თეთრი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!