სჭირდება თუ არა ძაღლს მარილი რაციონში?

სჭირდება თუ არა ძაღლს მარილი რაციონში?

მარილი აუცილებელია ძაღლების რაციონში. ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტების – ნატრიუმისა და ქლორის წყარო. ზუსტად ამიტომ შინაური ცხოველების საკვები შეიცავს მარილს. თუმცა, ადამიანებისა და ძაღლების მარილის მოთხოვნილება განსხვავებულია.

მნიშვნელოვანი ელემენტი

სუფრის მარილი (ნატრიუმის ქლორიდი) ამარაგებს ძაღლის სხეულს ისეთი სასარგებლო ელემენტებით, როგორიცაა ნატრიუმი და ქლორი. პირველი მათგანი აუცილებელია უჯრედების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებისთვის, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის შეთვისებისა და გამოყოფის პროცესებში. მეორე კი, მნიშვნელოვანია უჯრედშორისი სითხის კონცენტრაციისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესანარჩუნებაში. თუმცა, ძაღლს არ სჭირდება საკვებთან იმდენი მარილის მიღება, რამდენიც მის პატრონს. ცხოველს დღე-ღამეში 6-ჯერ ნაკლები ნატრიუმი სჭირდება, ვიდრე ადამიანს.

არ გადაამლაშოთ!

მეცნიერულად დამტკიცებული, შინაური ცხოველისთვის მარილის ოპტიმალური დოზა, უკვე არსებობს რაციონებში. სხვათაშორის, თუ პატრონი გასინჯავს მათ – განსაკუთრებით სველ საკვებს – საჭმელს უმარილოდ ჩათვლის. იმიტომ, რომ ჩვენ სხვადასხვა ნორმები გვაქვს საკვებში შემავალი ნივთიერებებისა და მინერალების მიმართ. ძაღლის საკვებს არ უნდა დაუმატოთ ნატრიუმის ქლორიდი, აგრეთვე არ უნდა მისცეთ მარილი სუფთა სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები: კერძოდ, ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა იწვევს ღებინებას და ლორწოვანი გარსის სიმშრალეს; დიდი რაოდენობით ქლორი იწვევს სისხლში კალციუმისა და კალიუმის დონის ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას და დაღლილობის მომატებას. მოგეხსენებათ, ყველაფერი კარგია ზომიერად. და მარილის რაოდენობა ძაღლის რაციონში, ამ მარტივი ჭეშმარიტების შესანიშნავი ილუსტრაციაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!