სპარსული კატა

სპარსული კატა

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა ირანი   ბეწვის ტიპი მოკლებეწვიანი   სიმაღლე 30 სმ-მდე   წონა 4-დან 7 კგ-მდე   ასაკი 13-15 წელი   მოკლე ინფორმაციააქტიურობას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ავლენს;ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია;აქვს მშვიდი, დამთმობი ხასიათი.   ხასიათი მე-19 საუკუნეში სპარსული კატები ევროპელი თავადაზნაურობის ფავორიტები იყვნენ. ისინი მედიდური და ძალიან ამაყი ცხოველები არიან, საკუთარი თავს პატივს სცემენ. სპარსელების ქცევა ძირფესვიანად განსხვავდება სხვა კატების ქცევისგან. ისინი ხმას თითქმის არასდროს არ გამოცემენ. თუ სპარსელს პატრონისგან რამე სჭირდება, გვერდით დაუჯდება და ერთგულად შეხედავს თვალებში, დაელოდება საპასუხო რეაქციას მისგან. ეს შეიძლება ზოგჯერ ამან შესაძლოა სირთულეები წარმოქმნას, რადგან ყველა პატრონი სწრაფად ვერ ხვდება, რომ მათგან რაღაცას ითხოვენ. თუმცა, მაშინაც კი, თუ ვერ გაიგებენ, კატას რა სურს, გამოცნობა მოუწევთ, კონკრეტულად რა მოსწონს ან რა არ მოსწონს კატას. ნელ-ნელა, ამის გაკეთება სულ უფრო მარტივი ხდება. ზოგადად, როგორც ჩანს, ეს ჯიში ნეტარებისა და სიამოვნებისთვის არის შექმნილი: კატები სახლში ქარბორბალასავით არ დარბიან, არ ნადირობენ და სიამოვნებით ატარებენ დროს თბილ, სასიამოვნო ადგილას პატრონთან ერთად. თავშეკავებული ბუნების გამო სპარსელები სახლში კომფორტისა და სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნიან. ისინი არ ჩქარობენ, არასოდეს აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, დაჟინებით მოითხოვონ პატრონისგან ყურადღება (თუმცა არ ეწინააღმდეგებიან მოფერებას, და ყოველმხრივ განებივრებას). ეს კატა იდეალურია მათთვის, ვისაც ზედმეტად მოძრავი ჯიშები არ მოსწონს და არ სურს, თავი მოაბეზრონ. მიუხედავად სიზანტისა, სპარსელები შესანიშნავად ითვისებენ ძირითად ბრძანებებს და პატრონისთვის თავის მოსაწონებლად ყველაფერს აკეთებენ. ეს ჯიში ექსკლუზიურად, საშინაო ჯიშად გამოიყვანეს, მისი მთავარი მიზანი ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭებაა. სპარსელები ადვილად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან და ბავშვებთან. დიდი მოთმინებით იტანენ მათი პერსონის მიმართ გამოვლენილ ინტერესს, აგრესიის გამოვლენის უფლებას თავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აძლევენ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!