სნოუ შუ
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა
აშშ
ბეწვის ტიპი
მოკლებეწვიანი
სიმაღლე
27–30 სმ
წონა
2,5-6 კგ
ასაკი
9-15 წელი
მოკლე ინფორმაცია
• ძალიან მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს თავს არ მოგაბეზრებთ;
• მხიარული და ენერგიული, უყვარს პატარა ბავშვები;
• უშიშარი და ცნობისმოყვარე.
ხასიათი
სნოუ შუ შედარებით ახალგაზრდა ჯიშია. იგი გაჩნდა სიამის კატებისა და ორფერი ამერიკული მოკლებეწვიანი კატების შეჯვარებით. შედეგად, მივიღეთ კატები თათებზე თეთრი ჩექმებით, სიამის შეფერილობით და ძალიან სასიამოვნო ხასიათით.
მათი ხმაურიანი სიამის ნათესავებისგან განსხვავებით, სნოუ შუებს სასიამოვნო მელოდიური ხმა აქვთ და ამდენ ხმაურს არ გამოსცემენ. ზოგიერთ მათგანი ხმას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოსცემს.
სნოუ შუ პატრონს თავად ირჩევს და მაქსიმალურად ცდილობს მასთან რაც შეიძლება ბევრი დრო გაატაროს. ისინი ძალიან მოსიყვარულეები არიან, მაგრამ ამავე დროს შეუმჩნეველნი.
ძალიან მომხიბვლელი და ცნობისმოყვარე სნოუ შუ კარგად ეწყობა ადამიანებს (მათ შორის პატარა ბავშვებს), ასევე ცხოველებს (თუნდაც ძაღლებს!). ეს კატები მეგობრულები არიან და სიამოვნებით თამაშობენ არა მხოლოდ სხვა შინაურ ცხოველებთან, არამედ შეუძლიათ მათ ქმედებებს დააკვირდნენ, ისწავლონ და გაიმეორონ.
სნოუ შუ პლუშის სათამაშოდ არ უნდა აღიქვათ – ეს არის დამოუკიდებელი და ამაყი კატა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის შურისმაძიებელი და მოთმინების შესაშური უნარი აქვს, მაინც არ არის საჭირო ამ მოთმინების განზრახ გამოცდა. პატრონმა უნდა იცოდეს, რომ სნოუ შუს შეშინება ან დაბნევა ადვილი არ არის. ეს ძალიან თავშეკავებული და მშვიდი ჯიშია.
ამ ჯიშის კატებს უყვართ წყალი. მათ შეუძლიათ ონკანიდან მწვეთავ წყალს დიდხანს უყურონ. ხოლო თუ, აბაზანას ან ტაშტს აავსებთ და დატოვებთ, დიდი ალბათობით ეს კატა ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და შიგნით ჩახტება.
Leave your comment