
საუკეთესო კატის ჯიშები ბავშვებისთვის
აბისინიური კატა
აქტიური, ცნობისმოყვარე და თამაშის მოყვარულია. ბავშვის საყვარელი მეგობრის პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატია. ამ ჯიშის წარმომადგენლებს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლიათ, სულ მოძრაობაში არიან. აბისინიელი პატარასთან ერთად სიამოვნებით გამოიკვლევს სახლის ყველა კუნჭულს, გასწრობანასაც ეთამაშება და სხვადასხვა ოინებში აყვება. მეტიც, ეს კატა ცნობილია თავისი მოთმინების უნარით . ბავშვის თავდასხმაზე რეაგირება არ ექნება, უბრალოდ, საიმედო ადგილას დაიმალება.
კატების სამყაროს ნამდვილი გიგანტია. მეინ-კუნი ცნობილია არა მხოლოდ თავისი დიდი ზომით, რთული ხასიათითაც. მიუხედავად დამოუკიდებლობისა და დომინანტობისკენ სწრაფვისა, ბავშვები ამ კატებს ძალიან უყვართ. მეინ-კუნი ბავშვებს გულისყურით დაიცავს, მოზრდილ ბავშვებს კი თამაშშში სიამოვნებით აუბამს მხარს.
კეთილი, ალერსიანი და მშვიდი რეგდოლები ბავშვების იდეალური მეგზურები არიან. უშრეტი მოთმინების უნარი და აგრესიის არარსებობა გენეტიკურ დონეზე, ამ ცხოველებს ბავშვების ნამდვილ ფუმფულა ძიძებად აქცევენ. მაგრამ, რეგდოლის შინ მოყვანის წინ, აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ ამ კნუტი ძირს დაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ კატებს არ შეუძლიათ სწორად ვარდნა, ამიტომ მსგავსი რამ შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.

მეინ-კუნი

რეგდოლი

Leave your comment