
სამკურნალო საკვები კატებისთვის

გასახდომი
თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უბრალოდ შეამციროთ ჩვეულებრივი საკვების ულუფა რამდენჯერმე. მაგრამ, პირველ რიგში, ეს არაჰუმანურია: საცოდავი შინაური ცხოველი შიმშილით დაიტანჯება. მეორეც, შესაზლოა ძალიან ხმამაღლა და ჯიუტად გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და აუცილებლად გამოჩნდება ოჯახის რომელიმე წევრი, რომელიც ვერ აიტანს კატის კნავილს და ჯამს გაუვსებს. უმჯობესია შეიძინოთ დაბალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე დაბალკალორიული საკვები.
წონაში მოსამატებელი იმისათვის, რომ ცხოველმა უფრო სწრაფად მოიმატოს წონაში, ან ოპერაციის შემდეგ უფრო სწრაფად გამოკეთდეს, არსებობს მაღალკალორიული საკვები. როგორც წესი, ისინი ყველა რბილია: პაშტეტების და მუსების სახით. ეს ტექსტურები უფრო ადვილად აითვისება და მისი კატისთვის ძალით მიცემა უფრო მარტივია, თუ ცუდადაა და თავად ვერ ჭამს.დიაბეტით დაავადებულთათვის ასეთი დიაგნოზის დასმის შემდეგ კატები, ისევე როგორც ადამიანები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა იყვნენ სპეციალურ დიეტაზე. ასეთი საკვებიც არსებობს, მისი მთავარი მისია სწრაფი ნახშირწყლების ნელით ჩანაცვლებაშია.
გულით ავადმყოფებისთვის ეს საკვები შეიცავს ნაკლებ ნატრიუმს – რადგან ის ხელს უწყობს სითხის შეკავებას, სამაგიეროდ, მეტ კალიუმსა და მაგნიუმს. ასევე, მის შემადგენლობაში მეტი ხორცია.

სახსრების დაავადებების მქონეებისთვის არსებობს სპეციალიზებული საკვები გლუკოზამინისა და ქონდროიტინის დანამატებით, რაც ხელს უწყობს სახსარშორისი სითხის მოცულობის გაზრდას. და დაბალკალორიულია: რაც უფრო მძიმეა ცხოველი, მის ავადმყოფ სახსრებზე მით მეტია დატვირთვაა.
კანისა და ბეწვის პრობლემების დროს სპეციალური საკვები ჰიპოალერგიულია და გამდიდრებულია A და E ვიტამინებით, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს საკვები დაბალცხიმიანიანობით გამოირჩევა. იმისათვის, რომ კალორიულობა შენარჩუნდეს, მწარმოებლები მასში ამატებენ პროტეინს, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულირებისთვის, ზრდიან ადვილად მონელებადი ბოჭკოს შემცველობას. არსებობს საკვები მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე კატებისთვის – ის ჰიპოალერგიულ კომპონენტებს შეიცავს.
თირკმელის დაავადებისთვის საჭიროა საკვების ფრთხილად შერჩევა. არსებობს საკვების რამდენიმე სახეობა ფოსფორისა და ცილების სხვადასხვა კონცენტრაციით. შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გართულებები და ცხოველის სიკვდილიც კი.


Leave your comment