როტვეილერი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა
გერმანია
Ზომა
დიდი
სიმაღლე
56-68 სმ
წონა
42-50 კგ
ასაკი
12 წლამდე
მოკლე ინფორმაცია
• უშიშარი, ძლიერი და ერთგული მცველი ძაღლები;
• სჭირდება პროფესიონალურად გაწვრთნა;
• მის ბეწვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება;
როტვეილერის აღწერა
როტვეილერი არის დიდი ძაღლი დიდი თავით და ოდნავ ჩამოკიდებული ყურებით. სახე კვადრატული აქვს. დრუნჩები ჩამოკიდებული, ამიტომ დორბლი ხშირად სდის. როტვეილერის შეფერილობა შავია, ყავისფერი ლაქებით. ბეწვი მოკლე და უხეში. ძაღლები სწრაფად არ იზრდებიან. ცხოველს საბოლოო ზომის მისაღწევად 2-დან 3 წლამდე სჭირდება.
ხვადები 68 სანტიმეტრს აღწევენ, ხოლო მდედრები – 63. პირველის წონა, საშუალოდ, 50 კილოგრამს შეადგენს, ხოლო მეორის – დაახლოებით 42 კგ-ს. მამრები უფრო მასიურები არიან ვიდრე მდედრები და გამოირჩევიან მოდუნებული აგებულებით.
როტვეილერის ხასიათი
როტვეილერი არის სამომსახურეო ძაღლი, რომლის პოპულარობა ყოველთვის არ ასახავს ჯიშის არსს. მათ ბოროტ და აგრესიულ ცხოველებად, რომლებსაც შეუძლიათ პატრონზე თავდასხმაც კი, უსამართლოდ მიიჩნევენ. სათანადო აღზრდის და წვრთნის პირობებში როტვეილერი ოჯახის ნამდვილი მეგობარი და მცველი გახდება .
როტვეილერი არის ძაღლი, რომელიც შექმნილია მუშაობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. ნებისმიერი სხვა სამომსახურეო ჯიშის მსგავსად, მას სჭირდება წვრთნა და აღზრდა. მაშინ ცხოველი არა მხოლოდ თქვენს მეგობრად, არამედ ყველაზე მორჩილ და მოსიყვარულე შინაურ ცხოველად გადაიქცევა, რომელიც მზად იქნება პატრონისთვის სიცოცხლეც კი გაწიროს. მიიჩნევა, რომ ამ ჯიშის მოთმინება და ინტელექტი საშუალებას აძლევს მას ადვილად გამონახოს საერთო ენა ბავშვებთან, თუნდაც ძალიან პატარებთან. კარგად გაწვრთნილი როტვეილერი საოჯახო ძაღლის როლისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ.
როტვეილერს შეუძლია შესანიშნავი ინტელექტით დაიკვეხოს, თუმცა, ბევრი პატრონისთვის ეს ფაქტი უცნობია ამიტომ ისინი ცდილობენ ცხოველის წვრთნისას აქცენტი მხოლოდ უსაფრთხოებაზე ან საბრძოლო უნარების განვითარებაზე გააკეთონ.
როტვეილერი სიამოვნებით ისერინებს, მონაწილეობას მიიღებს აქტიურ თამაშებში. როტვეილერს აქვს ძლიერი ნებისყოფა, დამოუკიდებელი და საკმაოდ ჯიუტი ხასიათი. მას სჭირდება მკაცრი ლიდერი, რომელიც ძაღლს თავშეკავებულად, მაგრამ სამართლიანად მოექცევა. როტვეილერი არ მოითმენს უსაფუძვლო დასჯას და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებას. პატრონის აგრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის აგრესია მომავალში. ძაღლის ფსიქიკა არასწორად განვითარდება, ამიტომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იქნება. შესაძლოა, საზოგადოებისთვის და მისი პატრონისთვისაც კი სახიფათო გახდეს.
როტვეილერი ადეკვატურ და სამართლიან პატრონს შეეფერება. უმჯობესია, უმჯობესია, თუ პატრონს ძაღლების აღზრდის გამოცდილება უკვე ექნება, რაც სეეხება ბავშვების მიმართ დამოკიდებულებას, ცხოველი მათ მიმართ ძალიან ნაზი და მომთმენია. როტვეილერები ლოიალურები და ერთგულები არიან იმ ოჯახების მიმართ, სადაც ცხოვრობენ. ამიტომ მათ შეუძლიათ შესანიშნავი მცველების როლი მოირგონ და მზად იქნებიან თავისიანები ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცვან.
სათანადოდ გაწვრთნილი ძაღლები მშვიდად რეაგირებენ უცხო ადამიანებზე, სანამ ისინი არ ემუქრებიან ოჯახის სიცოცხლეს და არ არღვევენ მათ ტერიტორიას. როტვეილერი უსაქმოდ არ ყეფს. მას შეუძლია სხვა ცხოველებთან ურთიერთობა, თუ ლეკვობიდანვე გაიზარდა მათთან. რაც უფრო მალე მოხდება ძაღლის სოციალიზაცია, მით უკეთესი.
Leave your comment