რომელი ჯიშის ძაღლის ყოლა ჯობს ბინაში თუ ბავშვები გყავთ?
რომელი ჯიშის ძაღლის ყოლა ჯობს ბინაში თუ ბავშვები გყავთ?
თუ სახლში ძაღლის ყოლა გსურთ, გაითვალისწინეთ ჯიშის ბეწვის ცვენის თავისებურებები და ხასიათი. აქტიურ ჯიშებმა შესაზლოა იყმუვლონ, გააფუჭონ ავეჯი და ნივთები, თუ საკმარისი დატვირთვა არ ექნებათ. ჩვენ შევარჩიეთ ჯიშები, რომლებიც სახლში კომფორტულად იქნებიან და ბინაში თავს გამოკეტილად არ იგრძნობენ.
ძაღლების ჯიშები, რომლებიც შეგიძლიათ გყავდეთ ბინაში, ბავშვებთან ერთად:
• მოპსი • ფრანგული ბულდოგი • მალტური ბალონკა • ბიშონ ფრიზე • ჩინური აფოფრილი • რუსული ტოი ტერიერი • კორგი • პატარა პუდელი • კოლი • უიპეტი • სენბერნარი • ბერნული ზენენჰუნდი შესაძლებელია თუ არა ძაღლის ყოლა, თუ სახლში სულ პატარა ბავშვია? კინოლოგები არ გირჩევენ ძაღლის მოყვანას სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება, და სასურველია 5 წლის. დრო დაგჭირდებათ შინაური ცხოველის მიმართ სიმპათიისთვის, მისი ხასიათის გასაგებად და აღსაზრდელად. თავიდან შესაძლოა ძაღლს მიკერძოებულად მიეპყროთ და ბავშვზეც ინერვიულოთ. უფროსი ასაკის ბავშვებს უკეთ ესმით, რომ ძაღლის წვალება არ შეიძლება და შეიძლება მათ ცხოველის მოვლის პასუხისმგებლობაც გაუნაწილოთ.
ლეკვები და ჩვილები – რამდენად კარგი იდეაა? ლეკვი შესაფერისია სკოლის ასაკის ბავშვისთვის. მოსწავლე უკვე მიხვდება, რომ შინაურ ცხოველს ფრთხილად უნდა მიეპყროს, ხელი არ ჩაავლოს და ძილი აცადოს. თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ სულ პატარაა, ლეკვი შესაძლოა მეორე შვილად გექცეთ. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვებს დღეში 5-ჯერ სჭირდებათ კვება, ისინი შეიძლება უფრო ხშირად გახდნენ ავად და არ არიან მიჩვეულები ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გასეირნება მოითხოვონ. ისინი ასევე უნდა იყვნენ დაცული პატარა ბავშვების ზედმეტი ყურადღებისგან. დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საკმარისი რესურსი ერთდოულად 2 ბავშვი გაზარდოთ.
რომელი ჯიშის ძაღლები არიან ყველაზე კეთილები და ბავშვების მოყვარულები? კარგი ძაღლები ყველაზე მეტად დიდი ჯიშების კატეგორიაშია. ეს ცხოველები მოითმენენ ყველანაირ ხელისკვრას ბავშვებისგან და ბავშვის მხრიდან მათ ზურგზე შეჯდომასაც აიტანენ. ყველაზე კეთილებს მივაკუთვნეთ ძაღლები, რომლებიც აგრესიას არ ავლენენ და მზად არიან ბავშვს დიდი ყურადღება დაუთმონ. ძაღლების ჯიშები, რომლებსაც უყვართ ბავშვები: • მალტური ბალონკა • შიტცუ • ბორდერ კოლი • პატარა პუდელი • კოლი • გოლდენ რეტრივერი • სენბერნარი • ლაბრადორი • ნიუფაუნდლენდი • ბერნული ზენენჰუნდი • რიზენშნაუცერი რა ჯიშის ძაღლი ავირჩიოთ და ვუყიდოთ ბავშვს? ჯიშის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის ბუნებაზე და თქვენი ოჯახის საქმიანობაზე. ზოგიერთ ძაღლს მუდმივად სჭირდება დიდი ოჯახის ცენტრში ყოფნა, ბევრი თამაში და სუფთა ჰაერზე ხშირად თამაში. მარტოობაში, სეირნობის გარეშე ისინი შეიძლება გახდნენ გულგრილები ან, პირიქით, გაღიზიანდნენ. არსებობს ჯიშები, რომლებსაც ყურადღება მუდმივად არ ესაჭიროებათ, მათთვის უბრალოდ საკმარისია პატრონის გევრდით იწვნენ. გირჩევთ გადახედოთ შემდეგ ჯიშებს: • მოპსი • შიტცუ • კორგი • ბასეტ ჰაუნდი • ბორდერ კოლი • შელტი • პატარა პუდელი • კოლი • გერმანული ნაგაზი • სამოური ძაღლი • გოლდენ რეტრივერი • სენბერნარი • ლაბრადორი • ბერნული ზენენჰუნდი
Leave your comment