როდის შეიძლება კნუტების აყვანა და გაცემა – ოპტიმალური ასაკი
როდესაც სახლში ფუმფულა გორგალი ჩნდება, ჩვეული ცხოვრება იცვლება. მომავალი პატრონები ამ დღეს გაფაციცებით ელოდებიან, რათა ოჯახის ახალ წევრზე იზრუნონ და მოეფერონ, მაგრამ სანამ კნუტს აიყვანთ, უნდა გაითვალისწინოთ: კნუტის დედასთან დაშორების ოპტიმალური ასაკი 2,5-3 თვეა.
კნუტების განვითარების ეტაპები
დაბადებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში კნუტი დედა-კატაზე ძალიან დამოკიდებულია, დედა მას ასწავლის ყველა საბაზო უნარს დამოუკიდებლად ცხოვრება რომ შეძლოს. ასწავლის ჭამას, გადაადგილებას, კუჭ-ნაწლავის დაცლას, თავის ალოკვას და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. უმწეო ახალშობილი კნუტი ამ ყველაფერს დედისგან იღებს, რომელთანაც მისი დაშორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამიტომ სანამ კნუტს სახლში წამოიყვანთ, გაარკვიეთ, რა ასაკისაა და ისევ დედასთან ცხოვრობს თუ – არა. გადავხედოთ კნუტის განვითარების ძირითად ეტაპებს:0–1,5 კვირა
კნუტები ბრმები იბადებიან, წონასწორობის შენარჩუნება და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ასე რომ სიცოცხლის ერთნახევარ კვირას დედასთან ატარებენ და მის გვერდით ხოხვას ცდილობენ. თავიდან პატარებს არ შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის დამოუკიდებლად დაცლა და ამაში დედა-კატა ეხმარებათ.1,5–3 კვირა
ამ დროისთვის კნუტები საკმაოდ აქტიურად იზრდებიან- სამჯერ მაინც და მათი წონა 300-400 გრამს აღწევს. კნუტები იწყებენ გარესამყაროს დანახვას, თვალები ეხილებათ, მაგრამ ნივთებზე ფოკუსის დაჭერა არ შეუძლიათ. მესამე კვირა სრულდება კბილების ამოჭრით და თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმის დაწყებით.3–6 კვირა
სიცოცხლის ამ ეტაპზე ფუმფულა გორგალი ახდენს დამოუკიდებლად ორიენტაციის უნარის დემონსტრირებას და სივრცეში თავდაჯერებულად გადაადგილდება. კნუტის კბილები ზრდას განაგრძობენ და მათი რაოდენობა 26-სს აღწევს. 1 თვის კნუტს დამატებით შეგიძლიათ აჭამოთ მყარი საკვები და ცოტა ხნით, ძალიან ფრთხილად ხელშიც აყვანოთ – დედა-კატასაც ესაჭიროება დასვენება, ამიტომ წინააღმდეგი არ იქნება, კნუტი ხომ უკვე წამოიზარდა.6–12 კვირა
კნუტი ზრდას განაგრძობს და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების შეძენას განაგრძობს. კნუტის ხახა უკვე მოზდილი კატის ხახას გავს – ყველა კბილი ამოსული აქვს, ასე რომ რაციონი უკვე თითქმის სრულად მყარი საკვებისგან შედგება. კნუტის ორგანიზმი უფრო ვითარდება, ძლიერდება და ვაქცინაციის გადატანა შეუძლია. ამიტომ ამ დროს კნუტი პირველი აცრის გასაკეთებლად მიყავთ ხოლმე.12 კვირა და მეტი
3 თვისთვის კნუტი განვითრების პიკს აღწევს და მზადაა ზრდასრული ცხოვრებისთვის. მას გამოუმუშავდება იმუნიტეტი, ფორმირდება ხასიათი, ავლენს ცნობისმოყვარეობასა და თამაში უნდა. დედის რძიდან და შერეული კვებიდან მყარ საკვებზე გადადის. სწორედ ამ დროს დგება პერიოდი როდესაც შეიძლება კნუტები დედას დააშოროთ და ახალ პატრონებს გადასცეთ, სადაც დედის დახმარების გარეშე შეძლებენ ცხოვრებას.რატომ არ სეიძლება ახალშობილი კნუტის დედასთან დაშორება
პირველ რიგში, ეს შეიძლება ცუდად აისახოს დედისა და კნუტის ჯანმრთელობაზე. ამ დროს ახალშობილი და დედა ემოციურად და ფიზიკურად ძალიან ემოციურ და დაძაბულ ცხოვრების პერიოდს განიცდიან. ორივეს ინსტინქტები მკვეთრად მუშაობენ, ამიტომ დაშორებამ, შესაძლოა, იქონიოს მეტად უარყოფითი ეფექტი და დიდ სტრესად ექცეთ. არსებბს საფრთხე მსგავსმა ტრავმამ გავლენა იქონიოს ცხოველების შემდგომ ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და მთელი ცხოვრება გაყვეთ. გარდა ამისა, ახალშობილი კნუტი სრულიად უწეო არსებაა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ სანამ დედა-კატა ყველაფერს აუცილებელს არ ასწავლის და კნუტის ორგანიზმი განვითარების გარკვეულ სტადიას არ მიაღწევს, მათი დაშორება არ შეიძლება. თუ გსურთ რომ თქვენი მომავალი ცხოველი იყოს განვითარებული და ჯანმრთელი, ახალშობილ კნუტს სახლში ნუ წამოიყვანთ, მიეცით საშუალება გაიზარდოს და მომაგრდეს.უნარები, რომლებსაც დედა-კატა კნუტებს გადასცემს
კატა თავის ნაშიერებზე დაბადებიდან ზრუნავს. ნელ-ნელა ასწავლის ყველაფერს, რათა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. ამიტომ კნუტებს დედას 3 თვის ასაკში სწყვეტენ, როდესაც ყველაფერი ქვემოთ ჩამოთვლილი უკვე ნასწავლი აქვთ:-
- პირველი უნარები, რომლებსაც სწავლობენ როგორც კი თვალები ეხილებათ არის: ოთხ თათზე გადაადგილება, უცხოებზე და შესაძლო საფრთხეზე რეაგირება.
- დედა კატა ეხმარება კნუტს სხვადასხვა სიტუაციაში ადაპტირდეს და შემდგომ დამოუკიდებლად იცხოვროს.
-
- კატა ასწავლის კნუტებს ჰიგიენის ძირითად საფუძვლებს. როდესაც მისი ნაშიერი 1 თვის ასაკს აღწევს, უჩვენებს პირი სწორად როგორ დაიბანოს, თავი როგორ გამოილოკოს და ბეწვი გულდასმით როგორ გაიწმინდოს. ასევე, კნუტი სწავლობს ჰიგიენურ პროცედურებს საკვების მიღებისა და ტუალეტის ვიზიტის შემდეგ.
-
- 1 თვის ასაკში უკვე მომაგრებული კნუტები დედის მიბაძვით წრეზე სიარულს სწავლობენ და საცხოვრებელს იკვლევენ. ახალი ტერიტორიების ათვისება ცხოველისთვის აუცილებელი უნარია და ისიც დედა-კატისგან გადაეცემათ.
-
- შინაური ცხოველისთვის კიდევ ერთი აუცილებელი უნარი ტუალეტად გარკვეული ადგილის გამოყენებაა. დედა კატა საკუთარ მაგალითზე უჩვენებს კნუტებს რომ ტუალეტად სპეციალური ადგილი უნდა გამოიყენონ.
როდის შეიძლება კნუტების დედასთან დაშორება?
მიიჩნევა, რომ კნუტების დედასთან დაშორება 3 თვის ასაკში უკვე შეიძლება, ვინაიდან ისინი ამ დროისთვის უკვე საკმარისად არიან განვითარებულნი და დედის გარეშე ცხოვრებისთვის ყველა აუცილებელ უნარს ფლობენ. თუმცა ეს საერთო რეკომენდაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არ არის. როდესაც მომშენებლები წყვეტენ, შეიძლება თუ არა კნუტების ახალი პატრონებისთვის გადაცემა, ისინი თვეებს არ ითვლიან, მთავარ ორიენტირად მიიჩნევენ კნუტების უნარებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ყოვედღიურ საჭიროებებს.ჩამოვთვალოთ ის ძირითადი უნარები, რომლებიც კნუტს უნდა ჰქონდეს, რათა ის ახალ პატრონს მშვიდად გადავცეთ:
-
- მყარად უნდა იდგეს თათებზე და გადაადგილდებოდეს;
-
- მყარ საკვებს სხვისი დახმარების გარეშე იღებდეს;
-
- კატის ტუალეტს მიჩვეული იყოს;
-
- რეგულარულად გამოილოკოს თავი;
Leave your comment