
როდის უნდა ვიფიქროთ შეჯვარებაზე?
სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნები ძაღლში
მდედრი სქესობრივად მომწიფებულია პირველი ესტრუსის მომენტიდან, ანუ დაახლოებით 6-დან 12 თვემდე ასაკში, ჯიშის მიხედვით. ამ პროცესს თან ახლავს ფიზიოლოგიური ცვლილებები: ძაღლი წყვეტს ზრდას. მამრები სქესობრივ მომწიფებას აღწევენ 5-9 თვის ასაკში. პროცესის დასრულებას ვეტერინარი ადგენს.პირველი შეჯვარების პერიოდი
მდედრებში პირველი შეჯვარება უნდა მოხდეს 1,5-2 წლის ასაკში. ამ დროს ძაღლის სხეული სრულად არის ჩამოყალიბებული, ის მზადაა ლეკვების გაჩენისთვის. პატარა ზომის ძაღლები უფრო ადრე ყალიბდებიან – მეორე ესტრუსისას, ხოლო დიდი – მესამისას.
მამრების შეჯვარებაც არ არის საჭირო ძალიან ადრე. ოპტიმალურ ასაკად ითვლება მცირე ზომის ჯიშის ძაღლებისთვის 1 წლიდან, საშუალო ჯიშისთვის 15 თვიდან, ხოლო დიდი ზომის ჯიშისთვის 18 თვიდან.
ესტრუსის სიხშირე
ესტრუსი ძაღლებში ჩნდება წელიწადში დაახლოებით 2-ჯერ, 6 თვიანი სიხშირით. მისი ხანგრძლივობაა 18-დან 28 დღემდე, ძაღლის მახასიათებლების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ძაღლს შეიძლება, ესტრუსი წელიწადში ერთხელ ჰქონდეს და ეს არ არის პათოლოგია. მდედრის პირველივე ესტრუსიდან რეკომენდებულია, გქონდეთ კალენდარი, რომელშიც უნდა აღინიშნოს პროცესის დაწყებისა და დასრულების თარიღები, ასევე ძაღლის ქცევა. ეს სქემა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ოვულაციის მომენტი, როდესაც ძაღლი მზად არის შეჯვარებისთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს, თუ ესტრუსი გრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, ხოლო თუ ესტრუსს შორის პერიოდი 4 თვეზე ნაკლები და 9-ზე მეტია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძაღლის ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსზე.ხელსაყრელი დღე შეჯვარებისთვის

Leave your comment