როგორ ხდება კატის შეჯვარება?
კატის შეჯვარება ხდება მძუვნობის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, რადგან ამ პერიოდში, რომელსაც ასევე ესტრუსი ეწოდება, დგება ოვულაცია და შესაძლოა განაყოფიერება. მძუვნობის ამ ეტაპზე კატა არა მხოლოდ უბრალოდ კრუტუნებს და ხდება ალერსიანი, ის პრაქტიკულად ყვირის რათა მიიზიდოს მამალი კატა. დედალს თუ შეეხებით, ის თათებზე იატაკისკენ დაიწევს და კუდს გაწევს, ასევე შესაძლოა დაინახოთ ზურგის კუნთების შეკუმშვა.
შეჯვარების ადგილი
შეჯვარება უმჯობესია მოხდეს მამალი კატისთვის ნაცნობ გარემოში, ამიტომაც დედალი კატა მიყავთ მამალი კატის პატრონის სახლში. როგორც წესი ცხოველები არიან ერთად 2-3 დღე, ამიტომ მიზანშეწონილია თან წაიღოთ კატის ლანგარი თავისი შემვსებით, წყლის და საჭმლის ჯამები, ასევე მისი საყვარელი საკვები. შეჯვარება შესაძლოა მოხდეს როგორც პატარა ვოლიერში, ასევე ოთახში, მამალი კატის პატრონის საცხოვრებელი პირობების თანახმად. სასურველია იცოდეთ ეს პირობები მომავალი პარტნიორის არჩევის ეტაპზე, რათა აიცილოთ მოულოდნელი და არასასიამოვნო სიურპრიზები. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ოთახში არ იყოს მტვრევადი ნივთები როგორიცაა ქოთანი, ვაზა და სურათი ჩარჩოში. ზოგჯერ კატები ძალიან აქტიურობენ, სასურველია გადაკეტოთ ყველა ძნელად მისაწვდომი ადგილი – დივანის ან კარადების უკან, საწოლის ქვეშ.პარტნიორების გაცნობა
როგორც წესი სხვის ტერიტორიაზე დედალი კატა იბნევა და თავიდან კონტეინერიდან გამოსვლის ეშინია. ძალით ნუ გამოიყვანთ მას, დრო მიეცით რომ შეეჩვიოს და თვითონ გამოვიდეს თავშესაფრიდან. რაღაცა პერიოდის შემდეგ, როდესაც დედალი კატა დაყნოსავს ტერიტორიას, შეგიძლიათ შემოუშვათ მამალი კატაც. კატების გაცნობა შესაძლოა იყოს არც ისე მშვიდი – პარტნიორებმა შეიძლება იშიშინონ, იჩხუბონ, დაკბინონ ერთმანეთი. არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია. მამალი კატა იქცევა დედალი კატის ხასიათიდან გამომდინარე და საბოლოოდ პოულობს მისკენ გზას.შეჯვარება
შეწყვილება გრძელდება რამოდენიმე წამი, მთავრდება შიშინით, ასევე დედალი კატის მცდელობით დაარტყას პარტნიორს. ამის მერე ცხოველები გონს მოდიან, დედალი თავს ილოკავს და იატაკზე კოტრიალობს. დღის განმავლობაში შეწყვილება შესაძლებელია მრავალჯერადად განმეორდეს.შეჯვარების პრობლემები
ზოგჯერ შეჯვარება არც ისე ადვილად ხდება სხვა და სხვა მიზეზის გამო:- ⦁ კატები ზომაში არ ემთხვევიან, ზოგჯერ დედალი მამალზე ბევრად დიდია და მამალი კატა მას ვერ ერევა;
- ⦁ დედალი მამალს არ იკარებს, რაც არც ისე იშვიათად ხდება, ამ შემთხვევაში უმჯობესია სხვა პარტნიორის მოძებნა. თუმცა ზოგჯერ შეჯვარება მაინც ხდება მაშინ როდესაც დედალი ბინაში გაითავისებს თავს.
Leave your comment