როგორ შევარჩიოთ კატა?
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
ყურადღება მაიქციეთ სხვადასხვა ჯიშის კატების თავისებურებებს: მაგალითად, გრძელბეწვიან კატებს მუდმივად სჭირდებათ დავარცხნა, სფიქსის მსგავს კატებს კი – სითბო.
-
- ჩვეულებრივ, ცხოველის ყიდვისას, მისი ასაკი 2,5-3 თვეს აღწევს. ამ პერიოდში კნუტები დედის რძეს უკვე გადაჩვეულნი არიან, შეუძლიათ მყარი საკვების მიღება. გამოცდილი მომშენებლები ცდილობენ, კნუტი დედას გასხვისებამდე რამდენიმე დღით ადრე დააშორონ. არ ღირს 2 თვეზე ნაკლები ასაკის კნუტის აყვანა. გახსოვდეთ, რომ დედის რძესთან ერთად, ის იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ძლიერი ჯანმრთელობის საწინდარია. გარდა ამისა, სანამ კნუტები დედასთან არიან, დედა-კატა მათ სწორად ზრდის, თუ მშობელს დროზე ადრე დააშორებთ, ეს ცხოველისთვის სერიოზულ ტრავმად იქცევა, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა ქცევის სირთულეებში გამოიხატოს.
- მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში არის ცხოველი.სახლში ან ბინაში სისუფთავე უნდა იყოს. არ უნდა იდგეს უსიამოვნო სუნი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პატრონი ცხოველებს კარგად უვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანისგან ცხოველის აყვანის არ უნდა შეგეშინდეთ.
- შემდგომი ეტაპი, კნუტის დათვალიერებაა. მისი ბეწვი უნდა იყოს სუფთა, სიმელოტის გარეშე. თვალებიც ნათელი და სუფთა უნდა ჰქონდეს, იგივე ეხება პირსა და ყურებს. არ უნდა ჰქონდეს უსიამვნო სუნი, კნუტს ცხვირზე არ უნდა ჰქონდეს ნახეთქები ან ფუფხები. ჯანმრთელი კნუტის მუცელი რბილია, კუდის ქვეშ ზონა კი – სუფთა.
- მოუსმინეთ მის სუნთქვას, ის თანაბარი უნდა იყოს.
- აუცილებელია, კნუტის ქცევას დააკვირდეთ. ჯანმრთელი ცხოველი თამაშის მოყვარული, აქტიური და კონტაქტური იქნება. კნუტს ხასიათი სიცოცხლის პირველ თვეში უყალიბდება, მომავალში მისი შეცვლა შეუძლებელია.
- თუ ოჯახში ბავშვია, უმჯობესია, მოზრდილი კნუტი შეიძინოთ, მაგალითად, 6 თვის. პატარა კნუტს პატარა ბავშვმა შეძლება ავნოს, ამ დროს ცხოველი ხომ ძალიან ფაქიზია. შედეგად, თამაშის პროცესში კნუტმა შესაძლოა ბავშვს დაკაწროს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ რბილი ბრჭყალები აქვს.
- დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ დააკვირდეთ კნუტის დედასაც. მოზრდილი ცხოველი უნდა იყოს მოვლილი და ჯანმრთელი, დედის ხასიათი კნუტებს ხშირად გადაეცემათ.
Leave your comment