
როგორ მოვუაროთ კატას?

ტუალეტი უნდა იყოს საკმაოდ ტევადი, შინაური ცხოველი მასში რომ არ გაიჭედოს და შემავსებელი იატაკზე არ მიმოფანტოს. ტუალეტისთვის ადგილი წინასწარ უნდა შეირჩეს: სასურველია, ცნობისმოყვარე მზერებისგან მოშორებით დადგათ. კარგი იქნება, თუ ტუალეტს ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმენდთ.
დასაძინებელი ადგილი
დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კატა ძილში ატარებს, ამიტომ მისი დასაძინებელი ადგილი კომფორტული უნდა იყოს. როგორც წესი, კატებს ურჩევნიათ შემაღლებული ადგილები, საიდანაც ოჯახის დანარჩენ წევრებს უსაფრთხოდ ადევნებენ თვალს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, უყიდეთ სპეციალური კატის სახლი ან თავად გააკეთოთ იგი. მთავარია, რბილი და კომფორტული დასაწოლი ადგილი ჰქონდეს.
ბრჭყალების მოვლა
შინაური ცხოველის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ავეჯის დასაცავად პატრონი კატის ბრჭყალებს სათანადო ყურადღებას უნდა უთმობდეს: დროულად დააჭრას, ისე, რომ ცხოველმა ისინი რბილ ავეჯს არ ჩაასოს და დააზიანოს. თუმცა, ბრჭყალების ალესვა კატისთვის აუცილებლობაა, ამიტომ მას სჭირდება საკაწრი, რომლითაც ამ საჭიროებას დაიკმაყოფილებს. შინაური ცხოველის ამ მოწყობილობაზე რომ მისაჩვევად სპეციალური სატყუარა ხელსაწყოები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისინი ცხოველს იზიდავენ.
სათამაშოები

Leave your comment