როგორ მოვიშინაუროთ ველური კნუტი?
განსაზღვრეთ, რამდენად ველურია
დასაწყისისთვის ეცადეთ მიხვდეთ, ცხოველი მუდამ მიუსაფარი იყო თუ ცოტა ხნის წინ გადააგდეს. ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ველურ კნუტს, როგორც წესი, ადამიანების ეშინია, მოუვლელი ბეწვი აქვს. ხოლო, თუ ადამიანის დანახვაზე კნუტი კნავილს იწყებს, პანიკაში არ ვარდება და დამალვას არ ცდილობს, მისი ბეწვის საფარი კი შედარებით სუფთაა – შეიძლება ვივარაუდოთ რომ ის სახლიდან ცოტა ხნის წინ გამოაგდეს. ასეთი კნუტის მოშინაურება უფრო მარტივი იქნება. გაველურებული ცხოველის აღზრდაც შესაძლებელია, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტი დრო დაგჭირდებათ და შესაძლოა, რაღაც პრობლების მოგავრება მაინც ვერ მოახერხოთ. მაგალითად, შეიძლება კატა მთელი ცხოვრების მანძილზე არ ენდოს უცხო ადამიანებს, ან ეშინოდეს მათი.პირველი ქმედებები
როდესაც ცხოველს სახლში მიიყვანთ, დრო უნდა მისცეთ გარემოს ბნელ კუთხეში შეეჩვიოს. არ ღირს პირველ ხანებში ზედმეტად ხელით შეეხოთ და შეაწუხოთ, მაგრამ ზოგიერთი პროცედურის ჩატარება, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ მოგიწევთ. პირველი: აუცილებელია შეუმოწმოთ ცხვირი და თვალები – გამონადენი მეტყველებს ინფექციის არსებობაზე. მეორე: უნდა დაბანოთ ცხოველი, გამოიყენეთ კნუტებისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნი, რათა ეკტოპარაზიტები მოაშოროთ. იყავით მზად იმისთვის, რომ კნუტი მსგავს პროცედურებს შეჩვეული არ არის, ის დაგიწყებთ კაწვრასა და კბენას. აუცილებელია ცხოველი ანახოთ ვეტექიმს, რათა მან განსაზღვროს კნუტის ასაკი, აიღოს აუცილებელი ანალიზები და გაგიწიოთ კონსულტაცია ვაქცინაციის, კვებისა და მოვლის შესახებ.მოშინაურება
როდესაც ქუჩიდან აყვანილი კნუტი სახლს ოდნავ მიეჩვევა, შეგიძლიათ მისი მოშინაურება დაიწყოთ. დასაწყისისთვის, აჯობებს საკვებიანი ჯამი დაუდოთ მშვიდ ადგილას, სადაც სახლს ეჩვევა. პირველ ხანებში რეკომენდირებულია საკვები თხევადი იყოს , მშიერი ცხოველის ყურადღებას, წესით, სწორედ ასეთი საკვები მიიქცევს და თავშესაფრიდან გამოვა.ნელ-ნელა ჯამი ოთახის ცენტრისკენ უნდა გადაადგილოთ, რითიც მანძილის გავლას აიძულებთ, შემდეგ შეგიძლიათ საკვები ხელისგულზე დაიდოთ და ისე მიაწოდოთ. როდესაც კნუტის ხელისგულიდან გამოკვებას მოახერხებთ, შეგიძლიათ სცადოთ მოეფეროთ, მაგრამ მკვეთრი მოძრაობების გარეშე , ხელი ნაზად დაადეთ ზურგზე ან თავზე. ტუალეტი
Leave your comment