როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა ბავშვს უკბინა?

როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა ბავშვს უკბინა?

არაფერია იმაზე მეტად სისიამოვნო, ვიდრე ბავშვისა და ძაღლის თამაშის ყურება. მშობლები ხშირად აქვეყნებენ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში, სადაც პატარა ბავშვი ძაღლს ეხვევა, პირიდან აცლის სათამაშოებს, უნაწილებს ფუნთუშას ან სწავლობს სიარულს და ეჭიდება ცხოველის ბეწვს. როგორც წესი, ვერავის მოუვა თავში აზრად, რომ საყვარელ ცხოველს, რომელიც ცხოვრობს ოჯახში მრავალი წლის განმავლობაში, შეუძლია რამე დაუშავოს ბავშვს, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები ხდებიან შინაური ძაღლების მსხვერპლი და ამაში მხოლოდ მათი მშობლები არიან დამნაშავენი.

როგორ არ დავუშვათ კბენა?

ძაღლი, მიუხედავად მისი ზომისა, ემოციურობისა და პატრონებისადმი მიჯაჭვულობისა, რჩება ცხოველად, რომელშიც, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი შერჩევისა, ინსტინქტებია დარჩენილი. პატრონებს უნდა ესმოდეთ, რომ ძაღლები ხშირად აღიქვამენ ბავშვს, როგორც იერარქიული კიბის ქვედა საფეხურს, რადგან ის ძაღლზე გვიან გაჩნდა ოჯახში. ასევე, ძაღლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს ოჯახში, ამ დრომდე მთელი სიყვარული მისკენ იყო მომართლი, შეიძლება ეჭვიანი გახდეს, რადგან ახლა მას ნაკლებად ექცევა ყურადღება. და მეპატრონეების ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და სწორად უნდა აგრძნობინონ ცხოველს, რომ პატარა ადამიანი ასევე მისი პატრონია და არავის განელებია მისდამი სიყვარული.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ძაღლი ბავშვის სათამაშოა. უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლი სულაც არ არის ვალდებული მუდმივად გაუძლოს იმ ტკივილსა და დისკომფორტის შეგრძნებას, რომელსაც ბავშვი გაუცნობიერებლად აყენებს. აუცილებელია დაიცვათ შინაური ცხოველი პატარა ბავშვის ყურადღებისგან და აუხსნათ უფროს ბავშვებს, რომ შინაურ ცხოველს აქვს პირადი სივრცის უფლება, არ სურს მათ გაუზიაროს თავისი საკვები და სათამაშოები. ბავშვებს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ძაღლი კუთხეში მიიმწყვდიოს, სადაც მას აგრესიის გარდა სხვა გამოსავალი არ ექნება. დაიმახსოვრეთ: თქვენ ხარ პასუხისმგებელი მასზე, ვინც მოათვინიერეთ!

როგორ მოვიქცეთ კბენის დროს?

თუ ძაღლმა მაინც უკბინა ბავშვს, მთავარია პირველადი დახმარება სწორად გავუწიოთ. აუცილებელია სასწრაფოდ მობანოთ ბავშვს ძაღლის კბილებით მიყენებული ჭრილობა – ყველაზე კარგი ანტისეპტიკური საშუალებით. თუ შემთხვევა მოხდა ქუჩაში, მაშინ გამოიყენება ხელის სადეზინფექციო საშუალებაც კი, რომელსაც ბევრი ადამიანი ატარებს ჩანთით.
თუ სისხლდენა არ ჩერდება და ღრმა ჭრილობაა, დაზიანების ადგილას ბინტი მჭიდროდ უნდა დაახვიოთ. შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს შემდგომ მკურნალობას.თუ ბავშვს უკბინა მაწანწალა ძაღლმა ან მეზობლის ძაღლმა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს, მაშინ ბავშვმა უნდა დაიწყოს ამ სასიკვდილო დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი. თუ შესაძლებელია, თავად ძაღლი უნდა დაიჭიროთ და კარანტინში მოათავსოთ. თუ 10 დღის შემდეგ ის ცოცხალი და ჯანმრთელი იქნება, მაშინ ვაქცინაციის კურსი წყდება. ასევე, ბავშვს დასჭირდება ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა, თუ ის ადრევე არ აქვს გაკეთებული.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!