როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლი დაიკარგა?

როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლი დაიკარგა?

შესაძლოა, თითოეული ჩვენგანი მოულოდნელმა შიშმა შეიპყროს, თუ საყვარელი შინაური ცხოველი დაიკარგება და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა იპოვოთ დაკარგული ძაღლი და რა უნდა გააკეთოთ, თუ ასეთს ქუჩაში შეხვდებით. იმისათვის, რომ ძიების შედეგი იყოს ეფექტური და არ დასჭირდეს დიდი ხანი, სიტუაცია უნდა აკონტროლოთ. მიჰყევით ინსტრუქციას – ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაიბნეთ ამ რთულ სიტუაციაში. ⦁ ეცადეთ დამშვიდდეთ. ძაღლის დაკარგვის შემდეგ პირველ საათებში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და სტრესს მხოლოდ ყურადღება გადააქვს მთავარი საფიქრალისგან; ⦁ დაუკავშირდით მეგობრებს და ოჯახის წევრებს – ვისაც შეუძლია სწრაფად მოვიდეს და დაგეხმაროთ ძიებაში და ვისაც აქვს განცხადებების გაკეთების, დაბეჭდვის და გავრცელების შესაძლებლობა. ⦁ დაელოდეთ დამხმარეების მოსვლას. ძაღლი შეიძლება დაბრუნდეს იმ ადგილას, სადაც ბოლოს ნახეთ, ამიტომ იქ ნაცნობი ადამიანი უნდა დახვდეს. ⦁ დაუყოვნებლივ წადით შინაური ცხოველის მოსაძებნად. გაიყავით. დაუძახეთ ძაღლს რაც შეიძლება ხმამაღლა. აჩვენეთ თქვენი შინაური ცხოველის ფოტო გამვლელებს, დაბეჭდილი განცხადებებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით. ⦁ ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული მეტრი. შეშინებულ ცხოველი შეიძლება მანქანის ქვეშ, კიბეების ან ავტოფარეხების უკან, ბუჩქებში დაიმალოს, ღია სარდაფში ჩავარდეს. გამოიყენეთ ფანარი, ბნელ კუთხეებში. ⦁ ეცადეთ გაესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ რეგიონში. მაღაზიების, რესტორნების, ბანკების თანამშრომლები – ყველა, ვინც ყოველდღიურად ატარებს გარკვეულ დროს ქუჩაში და შეიძლება შეამჩნიოს თქვენი ძაღლი, გამოგადგებათ ამ რთულ საქმეში. ⦁ მოუყევით ადგილობრივებს დაკარგვის შესახებ. ბავშვები და მოზარდები, ქალები ეტლებით, მოხუცები, ძაღლების პატრონები, როგორც წესი, უფრო ხშირად არიან გარეთ და აკვირდებიან რა ხდება გარშემო. ისინი აუცილებლად შეამჩნევენ, თუ შორიახლოს უცნობი ძაღლი დარბის. ⦁ თუ რამდენიმე საათის შემდეგ ძებნა წარუმატებელი აღმოჩნდა, სახლში დაბრუნდით. თქვენ უნდა დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალა შემდგომი ეტაპისთვის. თქვენი მხნეობა, ყურადღება და მონდომება საძიებო ოპერაციის მთავარი ინსტრუმენტებია. ⦁ გამოიყენეთ ინტერნეტი. დღეს ყველაზე ეფექტური სოციალური ქსელებია. დაწერეთ ჯგუფებში, რომლებიც ეძღვნება თქვენს ქალაქს ან ტერიტორიას, სადაც ძაღლი ბოლოს ნახეს, და ასევე მეზობელ უბნებს. შესაძლოა ვინმემ უკვე იპოვა დაკარგული შინაური ცხოველი და ცდილობს თქვენს პოვნას. ⦁ იპოვნეთ თქვენს ქალაქში ძაღლების ყველა თავშესაფრისა და საზოგადოებრივი სერვისის საკონტაქტო ინფორმაცია. (ან, თუ პატარა დასახლებაში ცხოვრობთ, უახლოეს დასახლებაში). დაურეკეთ ან მისწერეთ მათ. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ძაღლის ბეჭდის ნომერი (ტატუირებული ნომერი, რომელიც ჩვეულებრივ განთავსებულია ძაღლის ყურზე ან მუცელზე). ⦁ დაბეჭდეთ განცხადება დაკარგვის შესახებ თქვენი შინაური ცხოველის ინფორმაციითა და საკონტაქტო დეტალებით. განცხადება უნდა იყოს ნათელი, გასაგები და შესამჩნევი. შრიფტი უნდა იყოს დიდი და შორიდანვე იკითხებოდეს. შინაური ცხოველის ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ განცხადებას განათავსებთ და გაავრცელებთ, მით მეტია პოვნის შანსი. ⦁ განათავსეთ განცხადებები არა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ძაღლი დაიკარგა, არამედ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. გამოიყენეთ ხეები, ღობეები, სახლის კედლები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათამაშო მოედნებს, სკოლებს, კლინიკებს, შინაური ცხოველების მაღაზიებს, ვეტერინარულ კლინიკებს. ⦁ სანამ თქვენი დამხმარეები დადიან და ძაღლს ეძახიან, პირადად ეწვიეთ თავშესაფრებს და პუნქტებს, სადაც უსახლკარო ცხოველები მიჰყავთ („დამჭერებს“ ძაღლები არ გადაჰყავთ თავშესაფრებში!). თავშესაფრის თანამშრომლებთან პირისპირ კომუნიკაცია გაზრდის თქვენი ძაღლის ამოცნობის და დაბრუნების შანსებს, თუ ის იქ მოხვდება. თუ ქუჩაში იპოვით აშკარად შინაურ და დაკარგულ ძაღლს და შეძელით მისი დაჭერა, არ დაიბნეთ და გამოიყენეთ შემდეგი რჩევები: ⦁ ბევრ ადამიანს სურს შინაური ცხოველის დაბრუნება, მაგრამ არ იცის როგორ. ჩიპიანი ძაღლის პოვნა, თუ ის დაკარგულია, უფრო ადვილია. თუ თქვენს წინ სუფთა ჯიშის ძაღლია, მაშინ მას დიდი ალბათობით მიკროჩიპი აქვს. საჭიროა მისი გადაყვანა ვეტერინარულ კლინიკაში (უმჯობესია წინასწარ გაიგოთ სკანერის არსებობის შესახებ, რომელიც ამ ჩიპის წაკითხვის საშუალებას მოგცემთ). მარტივი პროცედურის შემდეგ თქვენ მიიღებთ პატრონის მონაცემებს და შეძლებთ მასთან დაკავშირებას. ⦁ შეამოწმეთ ჟეტონის არსებობა. შესაძლოა, ცხოველს ჰქონდეს ჟეტონი – ჩვეულებრივ, მასზე მითითებულია პატრონის საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. ⦁ იპოვეთ ბეჭედი ნომრით და დარეკეთ სპეციალურ ორგანიზაციაში. ორგანიზაციის თანამშრომლები გადაამოწმებენ მას მონაცემთა ბაზაში და შეძლებენ დაგეხმარონ პატრონის ან სელექციონერის პოვნაში. ბევრს აინტერესებს როგორ იპოვონ დაკარგული ძაღლი ქალაქში, სადაც ათასობით ადამიანი, სახლი და მანქანაა. გაიმეორეთ ეს ქმედებები ყოველდღიურად, შეამოწმეთ სიახლეები სოციალურ ქსელებში, დარეკეთ სერვის ცენტრებში და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!