როგორ მოვიპოვოთ კატის ნდობა?
მაშ, რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ კატის ადამიანთან შეგუების პროცესი დაჩქარდეს?
• მიაწოდეთ კატას ყველაფერი, რაც აუცილებელია. მიეცით მას პირადი რბილი საწოლი, საკვების ჯამი, რომელიც არ ეზიზღება (ასევე, ტუალეტიც), სუფთა წყალი. არ დაივიწყოთ სათამაშოები.
• საჭიროების შემთხვევაში მიეცით დამამშვიდებელი საშუალება ამა თუ იმ ფორმით – წვეთები, ტაბლეტები, სპრეი.
• ეცადეთ თავიდან არ იხმაურით, არ გადაადგილოთ ავეჯი და არ მოიწვიოთ სახლში ბევრი სტუმარი აუკრძალეთ ბავშვებს ცხოველის ძებნა და დაჭერა.
• ესაუბრეთ კატას მშვიდი, ნაზი ხმით. არ გააკეთოთ უხეში მოძრაობები, თუ მისი მოფერება გსურთ, არ დაიჭიროთ მისი ნების საწინააღმდეგოდ.
• თუ სხვა ცხოველები გყავთ, ერთმანეთს ყურადღებით და ფრთხილად გააცანით.
• მიეცით საშუალება კატას გადადგას პირველი ნაბიჯები დაახლოებისკენ. დააჯილდოვეთ იგი ამისთვის სასუსნავით, სიყვარულით, კეთილი სიტყვებით, თამაშით.
• არ გაუშვათ კატა გარეთ. ფანჯრებზე ბადე მიაკარით. ჩვეულებრივი კოღოს საწინააღმდეგო ბადეები მარტივად სძვრება ფანჯარას, უფრო მყარი მასალა აარჩიეთ.
Leave your comment