კნუტის შეძენისას ადამიანები ხშირად არც კი ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება შეექმნათ ცხოველთან ერთ სივრცეში ცხოვრებისას. მათთვის ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი ხდება, რომ სეზონური ცვენის დროს კატის ბეწვი ყველგან იქნება: წვნიანშიც, საწოლშიც, დივანზეც და ტანსაცმელზეც.მაშ, როგორ გაუმკლავდებით პრობლემას ან როგორც დავიყვანოთ მინიმუმამდე ამ ეს კატასტროფა?
რატომ სცვივათ კატებს ბეწვი?
პირველ რიგში, ცვენა სეზონურობას უკავშირდება. თქვენს შინაურ ცხოველსბეწვი სცვივა ზაფხულში და ზამთარში ისევ ეზრდება. კატებს ბეწვი მშობიარობის შემდეგაც სვივათ ხოლმე, რაც დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან და კნუტებისთვის ბუდის ერთგვარ დათბობასთან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, პატრონები უნდა შეშფოთდნენ თუ კატას ცვენა მოულოდნელად და უხვად დაეწყო, გაუჩნდა მელოტი ლაქები სხეულზე. ასეთი ცვენა შეიძლება იყოს დაავადების სიმპტომი და მოითხოვს ვეტერინართან ვიზიტს.
პრევენციულიღონისძიებებიდღეშიერთხელმაინცსაჭიროაკატასბეწვი სპეციალურიხელთათმანით დავარცხნოთ. თუამასრეგულარულადგააკეთებთ, შედეგიშესამჩნევიიქნება. ყველაზეგრძელბეწვიანებსსპეციალურიჯაგრისებით ვარცხნიან ხოლმე. თბილსეზონზეშინაურიცხოველი შეგიძლიათ მიიყვანოთ გრუმერთან, ან დამოუკიდებლად გაკრიჭოთ.ვებრძვით ბეწვს სახლშიფუმფულა და არც თუ ისე ფუმფულა კატების ნებისმიერი პატრონისთვის სახლის სისუფთავისთვის ბრძოლაში მთავარი ასისტენტი მტვერსასრუტია. ბეწვისგან თავის დასაღწევად მოამტვერსასრუტეთ ზემოდან ქვევით, დაიწყეთ თაროებიდან, შემდეგ გადადით ავეჯზე და ფანჯრის რაფებზე, ბოლოს კი, იატაკზე და ხალიჩაზე. ხალიჩებიდან ბეწვის ეფექტურად მოსაშორებლად უმჯობესია გამოიყენოთ ტურბო ჯაგრისი. ის ბეწვს იხვევს და ამით წმენდა ადვილდება.კატის პატრონებმა ასევე არ უნდა დაივიწყონ სველი წმენდა, უმჯობესია ამის გაკეთება ყოველდღიურად. სველი ქსოვილი კარგად აგროვებს ყველაზე პატარა ბეწვსაც კი, რომლებსაც მტვერსასრუტი ვერ უმკლავდება.ბეწვთან ბრძოლაში რეზინიც საკმაოდ ეფექტურია. სპეციალური ლილვაკები ან ცოცხები რეზინის საფარითიზიდავს ბეწვს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაწმენდას. რბილი დივანებისა და სავარძლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვრისა და ბეწვის გაწმენდის ისეთი მოძველებული მეთოდი, როგორებიცაა ზეწარი და საბერტყი ჯოხი. დაფარეთ რბილი ავეჯი ზეწრებით და კარგად დააწექით, შემდეგ კი უბრალოდ გარეცხეთ.ბრძოლა ბეწვთან ტანსაცმელზეძალიან სამწუხაროა ხოლმე როდესაც კატის ბეწვს თქვენს საყვარელ სამოსზე ხედავთ.ტანსაცმლიდან ბეწვის მოცილების რამდენიმე გზა არსებობს. უმარტივესი არის სველი ხელისგული. დაისველეთ ხელები წყლით და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ ტანსაცმელი ზემოდან ქვევით მოძრაობით. ბეწვი აიგორგლება, მას სამოსს იოლად მოაშორებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა წებოვანი ლილვაკები ტანსაცმლისთვის, რომლებიც ნივთებისთვის ბეწვის მოსაშორებლად შექმნეს.ისინი აგროვებენ წებოვან ზედაპირზე უმცირეს ბეწვსაც კი. ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია აირჩიოთ მრავალჯერადი გამოყენებადი ლილვაკები, რომლებიც შეიძლება გაირეცხოს გამდინარე წყალში ან გაიწმინდოს სხვა გზით.იმისათვის, რომ ბეწვინივთებს ნაკლებად მიეკრას, რეცხვისასგამოიყენეთ ქსოვილის დამარბილებელი, ასევე ანტისტატიკური საშუალებები. ტანსაცმელი დახურულ კარადებში შეინახეთ.
Leave your comment