როგორ ვიყიდოთ ჯიშიანი კნუტი?
კნუტების კატეგორიები
ყველა ჯიშიანი კნუტი სამ კატეგროიად იყოფა:- პეტ-კლასი: მოყვარულისთვის შეუმჩნეველი ნაკლოვანებები აქვთ, რომლებიც არ აძლევთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ გამოფენებში. ამ კატეგორიის კატები არ მრავლდებიან და იყიდებიან წინაპრების ნუსხის შესახებ დოკუმენტის გარეშე;
- ბრიდ-კლასი: ჯანმრთელი ცხოველები, რომელბიც ჯიშის გასამრავლბლად არიან აუცილებელნი. მათ კარგი წინაპრების ნუსხა და რეპროდიუქციული ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ გარეგნობაში აქვთ ნაკლოვანებები, რომელთა გამოც კნუტებს გამოფენებზე დაბალ შეფასებებს უწერენ, ამის გამო, ძირითადად, ისინი გამოფენებში არც მონაწილოებენ.
- შოუ-კლასი: სრულიად შეესაბამებიან ჯიშის სტანდარტებს, გამოფენებზე წარმატებით გამოდიან.
სად ვიყიდოთ ჯიშიანი კნუტი
კნუტის შეძენის 3 ძირითადი ვარიანტი არსებობს: ზოომაღაზიაში ან ცხოველების ბაზრობაზე, მომშენებლისგან ან განცხადების მეშვეობით. კნუტი რომელსაც განცხადებით ან ბაზრობაზე შეიძენთ, შესაძლოა უჯიშო აღმოჩნდეს და რაც კიდევ უარესია, შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული დაავადებები, რომლების შესახებაც გამყიდველი დიდი ალბათობით არ მოგიყვებათ – ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგაზღვევთ, ვეტპასპორტის არსებობაა.როგორ შევარჩიოთ მომშენებელი ან კლუბი
თუ ახლობლებიდან არავის შეუძლია გირჩიოთ მომშენებელი, ისღა დაგრჩენიათ, ის დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით მოძებნოთ. მიაქციეთ საიტზე მოცემული ინფორმაციის სისრულეს, გამოხმაურებებს, რეკომენდაციებს, ფოტოებს და კნუტების აღწერას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომშენებლის პირადად გაცნობაა. საკუთარი საქმის პროფესიონალი სიამოვნებით მოგიყვებათ ამა თუ იმ ჯიშის თავისებურებებზე, გიჩვენებთ კნუტებისა და მათი დედის საცხოვრებელს, კონსულტირებს გაგიწევთ მათი გამრავლების შესახებ, მოგაწვდით ინფორმაციას გამოფენებზე. უფრო მეტიც, მომშენებელი, რომლისთვისაც ცხოველების ბედი სულერთი არ არის, აუცილებლად გთხოვთ საკუთარ თავზეც უამბოთ.რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კნუტის ყიდვისას
- ქცევა. შეარჩიეთ თქვენი ტემპერამენტის შესაბამისი ცხოველი;
- საცხოვრებელი პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყურადღებით დაუთვალიერეთ ბეწვი, პირის ღრუ, ყურები და თვალები – ყველაფერი სუფთა უნდა ჰქონდეს.
- ასაკი. საუკეთესოა, თუ კნუტი შეძენისას 3-4 თვის იქნება.
საბუთები ყიდვისას
45 დღის ასაკში ხდება კნუტის შეფასება ჯიშის სტანდარტების შესაბამისობაზე, შემდეგ იწერება მეტრიკა, რომელსაც მომშენებელი გადასცემს ახალ პატრონს. მოგვიანებით, როდესაც კნუტს 10 თვე უსრულდება, მეტრიკა იცვლება ჯიშის ნუსხაზე.
ეს გახლავტ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კნუტის წარმომავლობას. ის აუცილებელია, თუ გსურთ გამოფენებში მიაღებინოთ მონაწილეობა. ნუსხაში იწერება ცხოველის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მის მშობლებზე და მათ წინაპრებზეც. ასევე, დოკუმენტში მითითებულია კლუბის დასახელება ან დატანილია ემბლემა მაშინაც, თუ კნუტი დამოუკიდებელი მომშენებლისგან იყიდეთ. წინაპრების ნუსხა მოწმდება ფელინოლოგიის სპეციალისტის მიერ. კნუტის ყიდვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სანამ ამას გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ ყველა პლუსი და მინუსი. არ მოგერიდოთ კონსულტაცია გაიროთ სპეციალისტებთან და ვეტექიმთან – ეს მრავალი შეცდომისთვის თავის არიდებაში დაგეხმარებათ, განსაკუთებით მაშინ, თუ ამას პირველად აკეთებთ.
Leave your comment