როგორ ვაჭამოთ კნუტს?

როგორ ვაჭამოთ კნუტს?

კნუტმა საკვები უნდა მიიღოს მკაცრ შესაბამისობაში საკუთარ მოთხოვნილებებთან და ასაკთან, ამასთან, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კვების პერიოდულობა და ყურადღება მიაქციოთ ზედმეტი ჭამა არ მოუვიდეს.

წარმოებული რაციონები

საკვების ერთადერთი სწორი არჩევანი კნუტისთვის სპეციალურად მისთვის განკუთვნილი წარმოებების მიერ შექმნილი მშრალი და თხევადი საკვებია. ის შემუშავებულია კნუტების ახალგაზრდა ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით და სწორი პროპორციებით შეიცავს ცხოველის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. კნუტს, ზრდასრული კატისგან განსხვავებით, საკვებისგან მეტი ენერგია ესაჭიროება, ასევე, მას სჭირდება მნიშვნელოვანი რაოდენობით ამინომჟავები, კალციუმი, სპილენძი და ფოსფორი. რაციონში შემავალი ცილის შეწოვადობა კი 85%ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ასაკთან შესაბამისობა

კნუტი მყარი საკვების მიღებას 3-4 კვირის ასაკიდან იწყებს, საკვებს დედის ჯამიდანაც სინჯავს. ამ დროს დამატებით საკვებად კნუტს შეიძლება მისცეთ Royal Canin Mother&Babycat რაციონები. სრულ უარს დედის რძეზე, როგორც წესი, კნუტი 6-10 კვირის მიღწევის შემდეგ ამბობს. ამ ეტაპზე, მისთვის ოპტიმალურია მშრალი და თხევადი რაციონების შეხამება -მაგალითად, შეგიძლიათ Perfect Fit Junior-ის მყარი საკვები შეუხამოთ Whiskas-ის ინდაურის ჟელეს. კნუტებისთვის შესაფერისი შეთავაზებები აქვთ ბრენდებს: Royal Canin, Hill’s, Purina Pro Plan, Go!, და ასე შემდეგ.
10-12 თვიდან ცხოველის რაციონს შეგიძლიათ თანდათანობით დაუმატოთ ზრდასრული ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები, კნუტებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული საკვები აქტუალურობას კარგავს.

პერიოდულობა

სანამ კნუტი მყარ საკვებს ეჩვევა, 1-დან 3 თვის ასაკამდე კნუტმა საკვები დღე-ღამეში 6-ჯერ უნდა მიიღოს, რეკომენდირებულია ერთსა და იმავე დროს აჭამოთ, რათა ცხოველი რეჟიმს შეეჩვიოს. 4–9 თვის კნუტს დღე-ღამეში ოთხჯერ უნდა აჭამოთ, მაგალითად, დილა-საღამოს მისცეთ თითო შეკვრა თხევადი საკვები და მისი ასაკის შესაბამისი მშრალი საკვების ულუფა მთელი დღის განმავლობაში. როდესაც კნუტი 9 თვის გახდება, მისი ორგანიზმი უკვე თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია, ამ დროს უკვე შეგიძლიათ ცხოველი ზრდასრული ცხოველის კვებით რაციონზე გადაიყვანოთ. 2 შეკვრა თხევადი საკვები (დილა-საღამოს) და მშრალი საკვების აუცილებელი რაოდენობა, რომელიც მუდამ ჯამში უნდა ჰქონდეს.  

წონის კონტროლი

საშუალოდ კნუტები კვირაში 100 გრამს იმატებენ წონაში. მნიშვნელოვანია ამ ნორმის დაცვა, არ დაუშვათ არც ზედმეტი საკვების მიცემა და არც – ნაკლების. შესაბამისად, უნდა დაიცვათ მწრამოებლების მიერ რეკომენდირებული ნორმები.

ცხოველის დანაყრების ნიშნები: მომრგვალებული მუცელი, პირის დაბანა, კრუტუნი, თუ კნუტი მშიერია, აღელვებულია, პატრონებს ხელებში ეცემა, თითებზე კბენს და წოვს მათ. თუმცა, ყველაზე დანაყრებულ ცხოველსაც შეუძლია ამ გზით პატრონს საკვები გამოსძალოს, ასეთ კნუტს ყურადღება უნდა გადაატანინოთ თამაშზე ან მოეფეროთ. ნებისმერ შემთხვევაში, არ გახდეთ შანტაჟის მსხვერპლი: ზედმეტ ულუფას შეუძლია მომნელებელი სისტემების პრობლემები გამოიწვიოს, მუდმივად ზედმეტი საკვების მიღება კი, კნუტის ჭარბწონიანობასა და სხვადასხვა დაავადებებს გამოიწვევს.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!