
როგორ ვამშბიაროთ კატა?
არსებობს რამოდენიმე ძირითადი მომენტი, რაც პარტონმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს. მშბიარობისთვის მზადება უნდა დაიწყოთ სავარაუდო თარიღამდე ორი კვირით ადრე.
მოაწყვეთ ადგილი მშობიარობისთვის
სამშობიარო ადგილისთვის ხშირად გამოიყენება დიდი ყუთი მაღალი ბორტებით, ასევე სპეციალური ყუთი, რომლის შეძენა შესაძლებელია ვეტერინარულ მაღაზიაში. თუ თქვენ გეგვამთ კატის პერიოდულ შეჯვარებას, მეორე ვარიანტი თქვენთვის უკეთესია. ყუთის ძირზე უნდა დააფინოთ პირსახოცი, საბნები, ასევე გაამზადეთ სუფთა ტილოები. ყუთი უნდა განთავსდეს მშვიდ ადგილას, ნიავისგან შორს. უმჯობესია წინასწარ დაათვალიერებინოთ ყუთი კატას და ნახოთ მისი რეაქცია.თვალი ადევნეთ კატის მდგომარეობას
დაახლოებით ერთიდან სამი დღით ადრე კატა ხდება მოუსვენარი, არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება, საჭმელს არ ჭამს. ზოგიერთი კატა, რომელიც განსაკუთრებლად არის პარტონს შეჩვეული, მისგან შველას და ყურადღებას ითხოვს, ეალერსება და კნავის. სხვა კი პირიქით, ცდილობს ადამიანებს დაემალოს. ამ დროს მოელაპარაკეთ ვეტერინარს შესაძლო დახმარების გაწევაზე და ბინაზე მოსვლაზე.სამშობიარო სამედიცინო დახმარების აფთიაქი
გაამზადეთ აფთიაქი წინასწარ, მასში ჩაალაგეთ ის ნივთები და სამედიცინო პრეპარატები, რომელიც შესაძლოა კატის მშბიარობისას დაგჭირდეთ:- ⦁ სუფთა და დაუთოვებული ტილოები და დოლბანდის საფენები;
- ⦁ სტერილური აბრეშუმის ძაფი;
- ⦁ იოდი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი;
- ⦁ ხელის ანტისეპტიკი და რამოდენიმე წყვილი ხელთათმანი;
- ⦁ მაკრატელი დამრგვალებული წვერით;
- ⦁ სათბურა კნუტებისათვის;
- ⦁ ლორწოს ამოსატუმბი;
- ⦁ ჯამი პლაცენტისთვის.
კნუტების დაბადება
ნორმალურ სიტუაციაში კატა კნუტს ლოკავს მისი გაჩენის მერე, ღრღნის ჭიპლარს და პლაცენტას ჭამს. სამწუხაროდ ასე ყოველთვის არ ხდება. კატა შესაძლოა დაიბნეს და საერთოდ არ მიაქციოს ახალშბილს ყურადღება. რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ ვეტერინარი ხელმისაწვდომი არ არის.
მიაქციეთ ყურადღება გამოსული პლაცენტების რაოდენობას, ის უნდა უდრიდეს კნუტების რაოდენობას. კატის შიგნით ჩარჩენილმა პლაცენტამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ანთება, რომელიც ზოგჯერ ცხოველის სიკვდილით მთავრდება.
ყურადღებით დააკვიდით მშობიარობის შემდგომ მიმდინარეობას. თუ კნუტი გამოჩნდა მაგრამ გარეთ არ გამოდის საათზე მეტ ხანს, სასწრაფოდ დაუკავშირდით ვეტერინარს! ასეთ შემთხვევაში კატას პროფესიონალური დახმარება სჭირდება.
ასევე ყურადრება მიაქციეთ ახალშბილი კნუტების ქცევასაც. არააქტიური ცხოველები, რომელიც უაზროდ კნავიან და ცდილობენ დედის გარშემო ჩოჩვას – ეს არის ექიმთან მიმართვის სერიოზული საბაბი.
როგორც წესი კატის მშბიარობა მიმდინარეობს რამოდენიმე საათი, იშვიათ შემთხვევაში 12-24 საათამდე. ამ დროს პატრონი უნდა იმყოფებოდეს ცხოველთან ახლოს და თვალი ადევნოს პროცესს. თუ თვლით რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს, არ მოგერიდოთ ექიმთან დარეკვის, ამას შესაძლოა არა მარტო კნუტებისათვის, არამედ მათი დედისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.
Leave your comment