როგორ ვაბანაოთ კნუტი სწორად?

როგორ ვაბანაოთ კნუტი სწორად?

ბევრი ფიქრობს, რომ კატებს წყალი სძულთ. ბანაობა, რიგი მიზეზების გამო, ცხოველისთვის მართლაც სტრესად შეიძლება იქცეს. პირველი- სველ ცხოველს ჩვეულებისამბერ სხარტად გადაადგილება არ შეუძლია, მეორე – სველი ბეწვი დამცავ ფუნქციას კარგავს, მესამე – ცხიმოვანი მარაგის არარსებობას გადაცივება შეიძლება მოყვეს. თუმცა, თუ კნუტს ბანაობას რაც შეიძლება ადრეულ ასაკში შეაჩვევთ, ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო და უმტკივნეულო იქნება. მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი და ბანაობა ცხოველის მხრიდან წინააღდეგობას აღარ გამოიწვევს.
წესი N1: არ შეაშინოთ პროცედურის ჩატარების წინ თავად დამშვიდდით: ცხოველი პატრონის განწყობას შესანიშნავად გრძნობს: მკვეთრი მოძრაობები, ტონის აწევა, ემოციები – ეს ყველაფერი კნუტს შეიძლება გადაეცეს და ზედმეტი აღელვება გამოიწვიოს. ის შეიძლება პანიკაში ჩავარდეს და გაიქცეს, სველი და შეშინებული ცხოველის დაჭერა კი, დაგვეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო პროცესია. პირველ ბანაობაზეა დამოკიდებული, მომავალში ამ პროცედურას ცხოველი როგორ გადაიტანს ხოლმე. წესი N2: შევარჩიოთ სწორი საბანაო ჭურჭელი არანაკლებ მნიშვნელოვანია კნუტს რაში აბანავებთ. საუკეთესოა მცირე ზომის ტაშტი ან ნიჟარა. ცხოველი მყარად და თავდაჯერებულად უნდა იდგეს თათებზე, ზედაპირი არ უნდა სრილებდეს – ამისთვის შეგიძლიათ პირსახოცის, რეზინის ან სილიკონისგან დამზადებული ხალიჩის ჩაფენა. წყალი კნუტს კისრამდე უნდა სწვდებოდეს.

წესი N3: წყლის სწორი ტემპერატურა

ზედმეტად ცხელი ან ცივი წყალი ცხოველს არ ესიამოვნება, პირიქით, შესაძლოა შეაშინოს და სამუდამოდ შეაძულოს ბანაობა. საუკეთესო ტემპერატურა 36-39 გრადუსია.

წესი N4: ყველაზე ბინძური ზონების დაბანა

ბანაობისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს თათებს, კანს ყურებზე, საზარდულსა და ზონას კუდის ქვეშ. როგორც წესი, ამ ადგილებში გროვდება ყველაზე მეტი ჭუჭყი და ცხიმი. ამასთან, ყურადღება უნდა მიაქციოთ, წყალი ყურებში არ ჩაუვიდეს: ამან შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ოტიტიც კი. დაბანის დროს შეგიძლიათ კნუტს ყურებში ბამბის ტამპონები ჩაუდოთ.

წესი N5: შხაპს მოარიდეთ, მაგრამ კარგად ჩამობანეთ

წყლის ძლიერმმა ჭავლმა შესაძლოა კნუტი შეაშინოს, ამიტომ, ამ გზით მისი დაბანა არ ღირს. საუკეთესო ვარიანტია, საბანაო ჭურჭელში წყალს მუდმივად შეცვლით და ამ გზით ჩამობანთ. თავი შეგიძლიათ სველი ხელებით ან ღრუბლით დაუსველოთ. დასაბანი საშუალებები კარგად უნდა მოაშოროთ, უკეთესია გამოიყენეოთ სპეციალურად კნუტებითვის განკუთვნილი შამპუნები, რომლებიც ზოომაღაზიებში იყიდება. ბანაობის შემდეგ კნუტი მაინც თავის ლოკვას დაიწყებს და თუ ბეწვზე „ქიმიის“ ნარჩენები შემორჩა, შეიძლება მოიწამლოს.

წესი N6: კარგად გაშრობა

ადგილი, სადაც კნუტს ბანთ არ უნდა იყოს ორპირი, ამან შეიძლება კნუტის გაციება გამოიწვიოს. ბანაობის შემდეგ კნუტი პირსახოცში გაახვიეთ და კარგად გაამშრალეთ. შეგიძლიათ ფენით გაშრობაც სცადოთ, დასაწყისისთვის მინიმალური სიმძლავრე და ტემპერატურა შეარჩიეთ. შემდეგ აუცილებელია ბეწვი კარგად დავარცხნოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!