
როგორ დავსაჯოთ კატა სწორად?

თუ შეამჩნევთ თქვენს კატას ქცევის ან ჩვევების ცვლილებას, მიზანშეწონილი იქნება თქვენი შინაური ცხოველის მიყვანა სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის, მიზეზის დადგენაში და შემოგთავაზებთ საუკეთესო გამოსავალს.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ შინაურ ცხოველს უბრალოდ არ ესმის რა არის კარგი და რა არის ცუდი, მაშინ გამოიყენეთ დასჯის ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი, როგორც აღმზრდელობითი ღონისძიება:- კატას შეგიძლიათ პულივიზატორიდან წყალი შეახუროთ. ეს ცხოველისთვის უსიამოვნოა, მაგრამ უსაფრთხო. როგორც კი დაინახავთ, რომ კატა აპირებს მაგიდიდან ნამცხვრის ნაჭრის მოპარვას ან საკაწრის ნაცვლად ბრჭყალების სკამზე ალესვას, სახეში შეასხით წყალი. დროთა განმავლობაში ცხოველი სასჯელს თავის არასწორ საქციელთან დააკავშირებს და აღარ გაიმეორებს.
- დასჯის კიდევ ერთი ვარიანტია ხმამაღალი ხმა. შეგიძლიათ იატაკზე დააგდოთ მაგალითად გასაღებების აცმა ან რაღაც ისეთივე ხმაურიანი.
- ზოგიერთი პატრონი კატას ხელს კიდებს ქეჩოში და შიშინებს, ამ გზით ცხოველს მის ენაზე “ელაპარაკება”.
- შეგიძლიათ მკაცრად უთხრათ კატას რამდენჯერმე „არ შეიძლება!“ და სახესთან საჩვენებელი თითი მიუტანოთ. კატებს არ მოსწონთ მოძრაობა თვალწინ, ამიტომ შესაძლოა ამით დადებითი შედეგი მიიღოთ
- მიმართეთ სპეციალისტს, თუ დახმარება გჭირდებათ. არასოდეს დანებდეთ და არ შეეგუოთ ცხოველის ცუდ ქცევას. თუ თქვენ ცდილობთ იპოვოთ უსაფრთხო გზა თქვენი კატის დასასჯელად, მიმართეთ ექსპერტებს.

Leave your comment