როგორ დავვარცხნოთ ძაღლი?

როგორ დავვარცხნოთ ძაღლი?

ვარცხნის მეთოდი დამოკიდებულია ძაღლის ბეწვის ტიპზე და იმაზე, ახასიათებს თუ არა მას სეზონური ცვენა. გრძელი ბეწვის ვარცხნა შესაძლებელია, სავარცხლით, ყოველდღე, ხოლო მოკლე ბეწვი შეიძლება ყოველდღიურად გაიწმინდოს სპეციალური ხელთათმანით. გარდა ამისა, სრულყოფილი ვარცხნა, რომელიც გავლენას ახდენს ბეწვის ქვედა ფენაზე, უნდა გაკეთდეს არა უმეტეს კვირაში ორჯერ.

ვარცხნის დროს გასათვალისწინებელი პირობები:

  • სავარცხელი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი შინაური ცხოველის ბეწვის ტიპს, გარდა ამისა, მისი კბილები უნდა იყოს უფრო მოკლე ვიდრე ძაღლის ბეწვი;
  • ვარცხნის პროცესი უნდა იყოს ფრთხილი: ზედმეტმა აგრესიულმა მოძრაობებმა შეიძლება გააღიზიანოს ძაღლის ნაზი კანი;
  • აუცილებელია დავარცხნა თმის ზრდის მიმართულებით;
  • უნდა დავარცხნოთ ძაღლის მთელი სხეული, მიუხედავად იმისა, რომ ბეწვი ფეხებსა და კისერზე სხვადასხვა სიგრძისაა;
  • პროცედურას შეჩვეულ ძაღლს ვარცხნიან თავიდან კუდის მიმართულებით, ზურგიდან – თათების ბოლოებამდე და „ახალბედას“ საშუალება აქვს, ისარგებლოს ვარცხნის, მისთვის კომფორტული მიმდევრობით.

მოკლებეწვიანი ძაღლები

(მოპსი, დობერმანი)

რა სიხშირით დავვარცხნოთ?

ყოველდღიურად მსუბუქად და კვირაში ორჯერ გულდასმით.

რით დავვარცხნოთ?

ბუნებრივი სავარცხლით, სპეციალური ხელთათმანით; ზოგიერთი პატრონი შინაურ ცხოველს ფლანელის ქსოვილით ასუფთავებს, რათა ბეწვს ბზინვარება მიეცეს. კვირაში ორჯერ საჭიროა ლითონის სავარცხლის გამოყენება, დაზიანებული ბეწვის „გამოქაჩვით“.

შენიშვნა

ძაღლების ბეწვი, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივი მოსავლელია, მაგრამ რეგულარული დავარცხნის გარეშე თმა სცვივათ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რეგულარული ცვენის პერიოდში. თუ ძაღლი ძალიან პატარაა (მაგალითად, ტონ ტერიერი), მაშინ საკმარისია ნამიანი ქსოვილით გაწმენდა.

საშუალო სიგრძის ბეწვის მქონე ძაღლები

(როტვეილერი, ლაბრადორი)

რა სიხშირით დავვარცხნოთ?

ვარცხნის ოპტიმალური სიხშირეა კვირაში ორჯერ, მაგრამ ცვენის პერიოდში – რაც შეიძლება ხშირად.

რით დავვარცხნოთ?

სავარცხლით, საშუალო ან რბილი რეზინის კბილებით. ზოგიერთი პატრონი იყენებს ფურმინატორს, მაგრამ სელექციონერები არ გვირჩევენ ამის გაკეთებას – ამან შეიძლება დაარღვიოს თმის გარე სტრუქტურა (საფარი).

შენიშვნა

მოკლე ბეწვიანი ძაღლების თათებზე ხანდახან მაინც შეიძლება ჩამოყალიბდეს სქელი თმის გროვები. აჯობებს ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.

გრძელბეწვიანი ძაღლები

(კოლი, ჩაუ-ჩაუ)

რა სიხშირით დავვარცხნოთ?

შეწებების თავიდან ასაცილებლად მსუბუქი ვარცხნა ხდება ყოველდღიურად, მაგრამ გულდასმით დავარცხნა – კვირაში ერთხელ. გამონაკლისი: ცვენს პერიოდი, როდესაც აუცილებელია ყოველდღიურად დავარცხნა.

რით დავვარცხნოთ?

გრძელკბილიანი სავარცხლით, მოხრილი ზედაპირით.

შენიშვნა

ჯერ უნდა დაიჭიროთ ძაღლის თმის ნაწილი, ძირთან ახლოს, სავარცხლით, შემდეგ გადავარცხნეთ სქელი ბეწვი ფენებად, რბილი სავარცხლის სქელი კბილებით.

უხეშბეწვიანი ძაღლების ჯიშები

(შნაუცერი, კურცხალი, ფოქსი, ელდერტერიერი)

რა სიხშირით დავვარცხნოთ?

უხეში ბეწვის მქონე ძაღლებს თმა ყოველი ჭამის შემდეგ უნდა მოუწესრიგოთ. მაგრამ მათ საერთოდ არ ახასიათებთ ცვენა. ეს ნიშნავს, რომ დაზიანებული თმის მოცილების პროცედურა ტარდება წელიწადში ორჯერ. ზოგიერთი პატრონი ხანდახან იყენებს ფურმინატორ-დემატინგს, თუმცა ამის საჭიროება არ არის. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენების შემდეგ შინაური ცხოველი უფრო წარმოსადეგად გამოიყურება.

რით დავვარცხნოთ?

ლითონის ერთ რიგიანი სავარცხლით, მომრგვალებული კბილებით, ფურმინატორი, ტრიმერი.

შენიშვნა

დაზიანებული თმის მოცილება შეიძლება თითებითაც კი (ან მოჭრით) და ეს ძაღლს დისკომფორტს არ უქმნის. მაგრამ ტრიმინგი მოითხოვს პატრონისგან მოთმინებას: ამას შეიძლება დაახლოებით ერთი საათი დასჭირდეს. ამიტომ, ასეთი ძაღლების პატრონთა უმეტესობა მიმართავს სპეციალისტს, რადგან ამ პროცედურის ჩატარება არც ისე ხშირადაა საჭირო.

განსაკუთებული ბეწვი

(პული, კომონდორი)

რა სიხშირით დავვარცხნოთ?

5-9 თვის ასაკში შინაური ცხოველის ყურების უკან და კუდის ზემოთ, ბეწვი ყოველდღიურად მოითხოვს გასწორებას. გარდა ამისა, საჭირო იქნება ყურების ბოლოების ყოველკვირეული მოვლა და გროვების მოცილება, დაახლოებით 2-4 კვირაში ერთხელ.

რით დავვარცხნოთ?

მხოლოდ თითებით, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში საჭიროა, სპეციალური, კულულების გამყოფი.

შენიშვნა

ამ ძაღლების ბეწვის მოვლისას აუცილებელია თმის გაყოფა და კულულების სწორი მიმართულებით გადახვევა, რათა თავიდან ავიცილოთ ერთმანეთთან შეწებება და ფენების წარმოქმნა.
 
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!