როგორ დავვარცხნოთ კატა სწორად?

როგორ დავვარცხნოთ კატა სწორად?

ბეწვი იატაკზე, ტანსაცმელსა და ავეჯზე – ბეწვის ცვენის პერიოდში. კატების პატრონები ამას გამუდმებით აწყდებიან. თუმცა, ყველამ როდი იცის, რომ ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია შინაური ცხოველის უბრალოდ დავარცხნით. ეს არის არა მხოლოდ სახლის სისუფთავის გარანტი, არამედ ცხოველის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაშ, როგორ დავავარცხნოთ კატა სწორად?

კნუტს ბავშვობიდან უნდა მიაჩვიონ სავარცხელს და ეს ეხება არა მხოლოდ გრძელბეწვიანი ჯიშების წარმომადგენლებს, არამედ – მოკლებეწვიანებსაც. ჯერ ერთი, ეს ნიშნავს, რომ სახლში სისუფთავე იქნება, მეორე – კატისთვის პროცესი სასიამოვნოა დაბოლოს, მესამე, გამოვარცხნას სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ კატის ბეწვისთვის, არამედ, მისი კუჭისთვისაც. საქმე ისაა, რომ საკუთარი თავის გამოლოკვისას კატა ბეწვს ყლაპავს. შემდეგ ის შინაური ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და კუჭში ხვდება. ეს იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. დროული დავარცხნა კარგი საპროფილაქტიკო ღონისძიებაა ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად.

რა სიხშირით დავვარცხნოთ კატა

თმის საფარის შეცვლა კატაში თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხდება. თუმცა, გაზაფხულზე, თებერვალ-აპრილში და შემოდგომაზე, სექტემბერ-ნოემბერში ცვენა ძლიერდება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია გრძელბეწვიან კატებში.

გლუვბეწვიანი შინაური ცხოველების დავარცხნა რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ, ხოლო სქელბეწვიანების – ყოველდღე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ბეწვი არ აეგორგლოს.

დღესდღეობით, ზოომაღაზიები გვთავაზობენ შინაური ცხოველების მოვლის საშუალებებს. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის კატა გყავთ: გრძელ თუ მოკლებეწვიანი.

ჯარგისების სახეობები

ჯაგრისი-ფურმინატორი. ეს არის სავარცხელი, რომელიც ფოცხს წააგავს. ფურიმინატორები შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის, სიგანის, სიხშირის და ნებისმიერი ტიპის კატას, მისი შესაფარისი შეგიძლიათ შეურჩიოთ. ჯაგრისი-ხელთათმანი. ეს მოდელი მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ კატა ვარცხნას მიჩვეული არ არის და ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს; სავარცხლები იშვიათი ან ხშირი კბილებით. არჩევანი დამოკიდებულია კატის ბეწვის სიგრძეზე; ჩვეულებრივი ცილინდრული სავარცხლები. ჯაგრისის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის კბილებს. არ არის რეკომენდებული ლითონის კბილებიანი მოდელები, რომლებიც უფრო ხშირად ძაღლებისთვისაა განკუთვნილი და ნაზ კატას ტკივილს აყენებენ. ასევე, არ იყიდოთ ხელოვნური თმისგან დამზადებული ჯაგრისები ან მასალები, რომლებიც სტატიკური ელექტროენერგიის პროვოცირებას ახდენს: ნაკლებად სავარაუდოა, რომ შინაურ ცხოველს ეს მოეწონოს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!