როგორ დავბანოთ ძაღლი სწორად?

როგორ დავბანოთ ძაღლი სწორად?

ყველაზე გავრცელებული კითხვები მოვლის შესახებ, რომლებიც ახალი პატრონები სვამენ, ეხება მათი შინაური ცხოველის დაბანას. რამდენად ხშირად უნდა დაბანოთ ძაღლი? რა საშუალებები უნდა გამოიყენოთ? როგორ ჩავატაროთ ეს პროცედურა სწორად? აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლის საშუალებით შეძლებთ, რომ ბანაობა ორივე მხარისთვის უმტკივნეულო და სასიამოვნო გახადოთ.

რამდენად ხშირად უნდა დაბანოთ ძაღლი

  • ⦁ ქალაქის პირობებში ძაღლი ხშირად უნდა დაბანოთ – 1-2 კვირაში ერთხელ, რადგან ჰაერშიც და მიწაზეც უამრავი სხვადასხვა ნივთიერებაა, რომელიც აბინძურებს ცხოველის ბეწვს.
  • ⦁ ქალაქგარეთ, სადაც ძაღლს მხოლოდ ქვიშა და მცენარეული ნარჩენები მოაქვს და ბუნებრივად იწმინდება, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ 2-3 თვეში ერთხელ დავარცხნითა და დაბანით.
  • ⦁ რა თქმა უნდა, ბეწვის მოვლა სხვადასხვა ჯიშისთვის, მნიშვნელოვნად განსხვავდება. გრძელთმიანები, განსაკუთრებით ღია ფერები, უფრო ხშირ და საფუძვლიან მოვლას საჭიროებენ, მოკლებეწვიანები კი კვარტალში ერთხელ ბანაობისას თავს კომფორტულად გრძნობენ.

რა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული

მოვლისთვის რეკომენდებულია ძაღლებისთვის სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. სხვა პროდუქტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობას და გამოიწვიოს კანის პრობლემები.  
ადამიანის მჟავიანობის დონისთვის შექმნილი შამპუნები საშიშია: ისინი ძლიერ აშრობენ შინაური ცხოველის, ისედაც, თხელ კანს.
ძაღლის კანი განსხვავდება ადამიანის კანისგან: ის უფრო თხელია და მჟავიანობის განსხვავებული დონე აქვს. ამიტომ, ადამიანის მჟავიანობის დონისთვის განკუთვნილი შამპუნები საშიშია: ისინი ძლიერ აშრობენ შინაური ცხოველის, ისედაც, თხელ კანს. პროდუქტის არჩევანი ასევე დამოკიდებულია თქვენი შინაური ცხოველის კანისა და ბეწვის ტიპზე. ამჟამად არსებობს შამპუნების უამრავი სახეობა: მოკლე, გრძელი, ხვეული, სწორი, თეთრი, შავი – ბეწვისთვის, მგრძნობიარე კანისთვის, ლეკვებისთვის და ა.შ. ბრენდებს Francodex, Iv San Bernard, Beaphar, Perfect Coat, Bio Groom აქვთ გაფართოებული შამპუნის ხაზი. ასევე არსებობს შამპუნები სპრეისა ან ფხვნილის სახით. ისინი მოსახერხებელია, თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, დაბანოთ თქვენი საყვარელი ცხოველი. ასევე რეკომენდებულია ამ პროდუქტების გამოყენება ძაღლებში, რომლებიც ვერ იტანენ დაბანის პროცესს. მშრალი შამპუნები ხელმისაწვდომია Biogance, Pet Head, Beaphar, Espree – ბრენდებისგან.

როგორ დავბანოთ ძაღლი სწორად

    1. ⦁ მოათავსეთ რეზინის ხალიჩა აბაზანაში ან საშხაპეში, რათა ძაღლს ფეხები არ აუსრიალდეს და კომფორტულად იდგეს;
    2. ⦁ წყალი უნდა იყოს თბილი, სასიამოვნო ტემპერატურის თქვენი ხელისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიწვიოთ ცხოველის კანის ჰიპოთერმია ან დამწვრობა. თუ ძაღლი არაკომფორტულად გრძნობს თავს, ის დაიწყებს კანკალს ან წკმუტუნს;
    3. ⦁ ააქაფეთ ძალიან ფრთხილად. უმჯობესია დაიწყოთ შინაური ცხოველის ზურგით, შემდეგ გადახვიდეთ თათებსა და მუცელზე. თავი ბოლოს უნდა დაბანოთ: უნდა დარწმუნდეთ, რომ შამპუნი და წყალი თვალებსა და ყურებში არ ჩასდის. თუ ძაღლის სახის დაბანა თქვენს ძაღლს დისკომფორტს უქმნის, შეეცადეთ გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს. არსებობს შამპუნები „ცრემლების გარეშე“ (Perfect Coat და Pet Head);
    4. ⦁ რეკომენდებულია საპნის ორჯერ ან სამჯერ წასმა, კარგად ჩამობანა, შემდეგ კი ბეწვისთვის კონდიციონერი უნდა გამოიყენოთ, რათა უფრო ადვილად დასავარცხნი და ბზინვარე იყოს;
    5. ⦁ შხაპის მიღების შემდეგ, საგულდაგულოდ გაამშრალეთ თქვენი საყვარელი ცხოველი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს;
  მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბინაში საკმარისად თბილა და არ არის ორპირი, რადგან სველი ძაღლი ადვილად შეიძლება გაცივდეს;⦁ თუ ძაღლის ბეწვი შეწებებისკენ არის მიდრეკილი, ის დაბანამდე უნდა დავარცხნოთ, შემდეგ კი ფენით გააშროთ. როგორც წყლის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ნაკადიც არ იყოს ძალიან ცხელი.

როგორ დავვარცხნოთ ძაღლი სწორად

ბეწვის გადავარცხნა აუცილებელია სპეციალური ჯაგრისით, რომელიც შეესაბამება თქვენი ძაღლის ბეწვის სიგრძეს. დავარცხნა უნდა დაიწყოთ ბეწვის ზრდის მიმართულებით. გრძელბეწვიანი ძაღლების შემთხვევაში ჯერ საწინააღმდეგო და შემდეგ თმის ზრდის მიმართულებით. გრძელბეწვიანი ძაღლების ბეწვის შეწებების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დავარცხნოთ დაბანის წინ. თუ თქვენს შინაური ცხოველი ბეწვი სცვივა, საჭიროა ფურმინატორის გამოყენება. ის ეფექტურად აშორებს მკვდარ თმას და არ აზიანებს დანარჩენებს.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
დაბანის პროცედურა არ უნდა ასოცირდებოდეს ძაღლისთვის შიშთან, ტკივილთან ან სხვა ნეგატიურ ემოციებთან. ამიტომ, თუ ხედავთ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ეშინია, მოეფერეთ, დაამშვიდეთ და გაამხნევეთ. არ გამოიყენოთ ფენი, თუ ძაღლს ეშინია მისი. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის დამოკიდებულებაზე ბანაობის მიმართ და შემდეგ ძალიან გაუჭირდება ამ პროცესის გამეორება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!