როგორ გამოვუხეხოთ კატას კბილები სახლის პირობებში?
რით გამოვუხეხოთ კბილები კატას სახლის პირობებში?
პირობითად წმენდის ყველა საშუალება შეიძლება დავყოთ:- ძირითადებად: ჯაგრისები პასტები გელები;
- დამატებითებად: სასუნავები, საკვები, სპრეები, წყლის დანამატები;
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი გამწმენდი საშუალება არის პროფილაქტიკური მოქმედების მქონეც.
წმენდისთვის მომზადება
ცხოველის კბილების გამოხეხვისთვს მიჩვევა, ისევე, როგორც სხვა მანიპულაციებისთვის, პატარაობიდანვეა საჭირო. ყოველი წარმატებული პროცედურის შემდეგ აუცილებელია ცხოველი თამაშით ან სასუნავით წაახალისოთ. არასდროს განაგრძოთ, თუ კატა წინააღმდეგობას გიწევთ, სისინებს, ცდილობს გიკბინოთ, არ ეჩხუბოთ, თორემ კბილების წმენდის პროცესი ცხოველისთვის საშიშ პროცედურად იქცევა. თუ ცხოველი რაღაც მომენტში აღელვდა, დაამშვიდეთ და დაასვენეთ.კატის კბილების ხეხვისთვის მიჩვევის პროცესი რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ:
- პირზე, ტუჩებზე შეხება, ასევე, ვიბრასებზე (ეს არის კატის სახეზე არსებული ულვაშები) ნიკაპზე. პროცესში შეგიძლიათ კატას შესთავაზოთ თქვენი თითებიდან სასუსნავი ალოკოს.
- პირის გაღება. პირი ნაზად და ფრთხილად უნდა გაუღოთ, არ გაუღოთ პირი კატას ქვედა ყბის ტუჩზე მოქაჩვით, ასე მისთვის ტრავმის მიყენება ადვილია.
- ბამბის ჩხირით ან თითით ღრძილებზე შეხება, შეგიძლიათ ბამბის ჩხირი წყალში დაასველოთ და შეეხოთ ღრძილებსა და კბილებზე, ამ დროს კატას ტუჩები ზემოთ წამოიწიეთ.
- შეგიძლიათ ჯაგრისზე გადახვიდეთ და კატას ის „გააცნოთ“. გამწმენდი მოძრაობების გაკეთება ნელ-ნელა სცადეთ, დაიწყეთ ყველა ხელმისაწვდომი კბილებიდან.
- როდესაც კატა ჯაგრისს სრულად მიეჩევა, შეგიძლიათ მასზე პასტა ან გელი წაუსვათ, თავიდან დაასუნინეთ ის კატას, მიეცით საშულაება, ალოკოს.
როგორ გამოვუხეხოტ კატას კბილები სწორად. ინსტრუქცია
- პროცედური ჩატარება ოპტიმალურია მაშინ, როდესაც ცხოველი მშვიდადაა და სიჩუმეა სახლშიც, ხელი არაფერმა უნდა შეგიშალოთ.
- დიდი მნიშვნელობა არ აქვს პროცედურას რომელი კბილების გამოხეხვით დაიწყებთ, მაგრამ როგორც წესი, კატებს ყველაზე მეტი ნადები უგრვდებათ მოლარებზე და პრემოლარებზე, უკან.
- უფრო მოსახერხებელია პროცედურის დაწყება წინა კბილებიდან, რადგან ამ ნაწილის კარგად გამოხეხვა ცხოველისთვის პირის გაუღებლად არის შესაძლებელი.
- წმენდის შემდეგ ძალიან კარგად გარეცხეთ ჯაგრისი.
- არასასურველია პროცედურის გაგრძელება თუ კატა აქტიურ წინააღმდეგობას გიწევთ, აჯობებს შეწყვიტოთ, რათა კატას მომავალში უარყოფითი ასოციაციები არ დაეწყოს.
- არ ღირს კბილების წმენდა ავადმყოფი კატისთვის, რომელსაც რაიმე აწუხებს, ან წმენდის დროს ტკივილს განიცდის.
კბილების მოსავლელად განკუთვნილი სასუსნავებისა და საკვების გამოყენებას რამდენიმე ნიუანსი აქვს. ისინი მოსახერხებელია, რადგან ცხოველი მათ თავად მიირთმევს. გრანულების ზომა, ფორმა და ტექსტურა ხელს უწყობს ნადების მოშორებას და ასევე, მის წარმოქმნას. აჯობებს, საკვები მუდმივად გამოიყენოთ, თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც ცხოველს, რაღაც მიზეზით, სპეციალური გამაჯანსაღებელი ან პროფილაქტიკური დიეტა სჭირდება.
რითი არ შეიძლება კბილების გამოხეხვა?
ადამიანებსა და ასევე, კატების კბილების მოვლაზე უამრავი მითი არსებობს, გვთავაზობენ სხვადასხვა ხალხურ საშუალებებს. უმეტესობამ, შესაძლოა, ცხოველს სერიოზული ზიანი მიაყენოს.- ადამიანისთვის განკუთვნილი კბილის პასტები. ისინი შეიცავენ ფტორს და უმარავ სხვა კომპონენტს, რომლებიც გადაყლაპვის შემთხვევაში საშიშია. ასევე, პასტების უმეტესობა შეიცავს მენთოლს, პიტნის არომატიზატორს რაც ცხოველისთვის ძალიან უსიამოვნო და უგემურია. კატის კბილების გამოსახეხად საბავშვო კბილის პასტაც არ გამოგადგებათ.
- სოდა. შესანიშნავად მოაშორებს ნადებს ჭიქებიდან და შესაძლოა, გამოგადგეთ ცხობისთვის, მაგრამ ის კბილებისთვის განკუთვნილი არაა, მითუმეტეს, თქვენი კატის კბილებისთვის. თუ სოდას დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, ეს გამოიწვევს კბილების მგრძნობელობის მომატებას, დააზიანებს ემალს, ასევე, მისი გადაყლავა კატისთვის საშიშია.
- წყალბადის ზეჟანგი. არ აქვს გამწმენდი თვისებები, დიდი ხნის განმავლობაში თუ გამოიყენებთ, შესაძლოა კბილები გაათათროს, მაგრამ მგრძნობელობის მომატებას იწვევს.
რა სიხშირით უნდა გამოვუხეხოთ კბილები კატას?
ყველა ცხოველს კბილებზე ნადები სხვადასხვაგვარად წარმოექმენბა: ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ნერწყვის შემაგდენლობაზე, საკვების ტექსტურაზე, პირის დახურვის ტიპზე, ჯანმრთელობის პრობლემებთან და ასე შემდეგ. საუკეთესო ვარიანტია ამ პროცედურის ყოველდღიურად ჩატარება. სამწუხაროდ, ეს მუდამ შესაძლებელი არ არის, ამიტომ დასაშვებია კატებს კბილები იმ სიხშირით გამოუხეხოთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მინიმუმ კვირაში ერთხელ. შუალედებში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი საშუალებები: სპრეები, სასუსნავები, წაუსვათ გელები, მექანიკური წმენდის გარეშე.წმენდა ვეტკლინიკებში
თუ კბილებზე ნადები დაიპრესა, გამკვირვდა და კბილის ქვად გადაიქცა, სახლის პირობებში მისი მოშორება აღარ გამოვა. კბილის ქვის მოხსნა – პრისი ღრუს ჰიგიენური სანაცია – ეს არის პროცედურა, რომელიც ტარდება ულტრაბგერითი აპარატით ვეტკლინიკაში, ქვების მოცილების შემდეგ ხდება კბილების ზედაპირის პოლირება, რაც მომავალში ქვების წარმოქმნას უშლის ხელს. კატისთვის ულტრაბგერითი აპარატით კბილების ხარისხიანად გაწმენდა მხოლოდ ნარკოზით არის შესაძლებელი. ეს უსიამოვნო პროცედურაა, ასევე, აქვს ვიბრაცია და უსიამვნო ხმა. არ შეიძლება ქვის მხოლოდ ერთი ნაწილის მოშორება, რადგან მსგავსი წარმონაქმები ღრძილის ქვეშაცაა და ისინიც მოსაშორებელია. ასეთი წმენდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უვლიან მის პირის ღრუს სახლის პირობებში, ასევე, მის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.როგორ მოვუაროთ კატის კბილებს?
პირის ღრუს მოვლა, პირველ რიგში, გამოიხატება კატის პირის ღრუს რეგულარულ წმენდაში, ამ პროცესში პატრონს აქვს საშუალება დაათვალიეროს არა მხოლოდ კატის კბილები, არამედ მისი პირის ღრუ მთლიანად, შეამოწმოს, არის თუ არა ანთება, გარდა ამისა, შეგვიძლია გირჩიოთ:- დროული და რეგულარული ვაქცინაცია. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, კალცივიროზი, შესაძლოა პირის ღრუს ქრონიკული დაავადებების მიზეზად იქცეს, მაგალითად, გინგივოსტომატიტის – უბრალო ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია)
- შეუზღუდეთ კატას სახლის მცენარეებთან წვდომა, კატებმა შესაძლოა დაღეჭონ მცენარეების ფოთლები და ღეროები, მათ შორის, ისეთები, რომლებმაც შესაძლოა პირის ღრუ დაუზიანონ, მაგალითად, ეკლებიანი. ზოგიერთ მცენარეს აქვს გამაღიზიანებელი მოქმედება და პირის ღრუს წვავს. ასევე, მაღალი ტოქსიკურობის გამო, ზოგიერთი სახლის მცენარე და თუნდაც, თაიგული კატებისთვის სახიფათოა.
- არ დაუშვათ კატის რაციონში ძვლების მოხვედრა, ეს ეხება როგორც უმ, ასევე, მოხარშულ ძვლებს. მათ შესაძლოა ტრავმა მიაყენონ კატის პირის ღრუს, ეტკინოთ ღრძილები, გაეჭედოდთ სასაზე, კბილებს შორის. ძვლები, შესაძლოა, ობსტრუქციის მიზეზად იქცნენ, ასევე, გამოიწვიონ საყლაპავისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრავმები.
- ყოველწიულად მიმართეთ ექიმს გეგმიური შემოწმებისთვის. სპეციალისტმა შესაძლოა პირის ღრუში ისეთი პრობლემები შეამჩნიოს, რასაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, ასევე, შეაფასოს, დროა თუ არა კატას კბილები ულტრაბგერითი წმენდით გაუწმინდოს. ახალგაზრდა კატებში ასეთი შემოწმებები ვაქცინაციაზე წასვლასთან თავსდება, რაც შეეხება ზრდასრულ და მოხუც კატებს, ასეთი შემოწმება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილია.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
რეგულარული მოვლის გარეშე, ადრე თუ გვიან, კატას კბილებზე ნადები გაუჩნდება, რბილიდან ის ნელ-ნელა გამაგრდება, რაც გამოიწვევს ღრძილების ანთებას. სამწუხაროდ, პირის ღრუს დაავადებები შეიძლება იმ კატებსაც გაუჩნდედთ, რომლის კბილებსაც პატრონები რეგულარუად უთმობენ ყურადღებას. კატებს გინგივიტი უვიტარდებათ ასაკის მიუხედავად, ეს არის ღრძილების ანთება – რეაქცია კბილებზე წარმოქმნილ ნადებზე და ბაქტერიებზე. პარონდონტიტი – უფრო ფართო ტიპის ანთებითი მოვლენაა, რომელიც ვითარდება არა მხოლოდ ღრძილებზე, არამედ, პარადონტსაც მოიცავს – ესაა ქსოვილები და კბილები. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ადგილობრივი მიზეზით – მაგალითად, კბილის ქვებით ან გინგივიტით, ასევე, იყოს ქრონიკულიც და უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება. პარადონტიტი ხშირად კბილების დაკარგვას იწვევს. გინგივოსტომატიტი – პირის ღრუს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება არა მხოლოდ ღრძილები, არამედ, პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი. ეს ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის მიზეზი არის იმუნიტეტის ზედმეტი რეაქცია. გინგივიტისა და პარადონტიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:- ღრძილების გაწითლება და შესიება;
- ღრძილებიდან სისხლდენა;
- ტკივილი პირის ღრუში: ერთ მხარეს ღეჭვა, უარი მშრალ საკვებზე, საკვების ფრაგმენტულად ყლაპვა;
- უსიამოვნო სუნი პირიდან;
- ნერწყვის მომატებული გამოყოფა.
- კბილების ფერის შეცვლა, თუ კბილი ხდება ვარდისფერი, ნაცრისფერი ან ყავისფერი – ეს არანორმალურია.
- კბილის მოტეხვა ან მუდმივი კბილის დაკარგვა;
- ლოყის, ყბის შესიება, ასევე შესიება ნიკაპისა და თვალის არეში;
- წყლულები სიწითლე და წარმონაქმნები პირის ღრუში – ღრძილებზე, ლოყებზე, სასაზე, ენაზე და ა.შ.
კატის კბილების გამოხეხვა – მთავარი
- კბილების გამოხეხვა ნებისმიერ კატას სჭირდება, ის უნდა იყოს რეგულარული, იდეალურია თუ – ყოველდღიური.
- მნიშვნელოვანია კატა კბილების გამოხეხვას პატარაობიდან მივაჩვიოთ, მიჩვევის პროცესი უნდა იყოს თანადათანობითი და ფრთხილი.
- კბილების გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ სპეციალურად ცხოველებისთვის განკუთვნილი კბილის ჯაგრისები, ისინი უფრო მოსახერხებელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სათითეები და ხელსახოცები;
- საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატებისა და ძაღლებისთვის განკუთვნილი სპეციალური გელები და პასტები;
- არ შეიძლება ადამიანისთვის განკუთვნილი კბილის პასტების, სოდისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენება;
- დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეები, კბილებისთვის განკუთვნილი სითხეები, ასევე, წმენდის ეფექტის მქონე სასუსნავები და საკვები;
- სახლში გამოსაყენებლად ყველა საშუალებას აქვს რბილი მოქმედება, ისინი აშორებენ რბილ ნადებს და ხელს უშლიან ახლის წარმოქმნას.
- კბილის ქვის მოშორება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკაში ულტრაბგერითი წმენდის დახმარებით.
Leave your comment