კატის პატრონებმა იციან, რომ შინაური ცხოველის გაგება ადვილი არ არის. ერთია კმაყოფილი კრუტუნი, სულ სხვაა კნავილი და კუდის ქნევა. როგორ შეუძლიათ კატებს გვიამბონ თავიანთ სურვილებზე და რა არის შინაური ცხოველის გაგების გასაღები?
კატები იყენებენ როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ საშუალებებს კომუნიკაციისთვის. პირველ ჯგუფში შედის ცხოველების მიერ გამოშვებული ბგერები, მეორეში – ჟესტები და პოზები. სამწუხაროდ, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია მათი მნიშვნელობის გაგება. თუმცა, არსებობს მთელი რიგი სიგნალები, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა სურს თქვენს კატას.
კრუტუნი
გასაკვირია, რომ აქამდე მეცნიერებს არ გამოუვლენიათ კატის კრუტუნის მექანიზმი. როგორ ხდება ეს და რისთვის, ზუსტად უცნობია, მხოლოდ ვარაუდები არსებობს. კატის კრუტუნი განსხვავდება ხმიტ, ბგერების მოცულობით და ინტენსივობით. საინტერესოა, რომ კნუტებმა ორი დღის ასაკში უკვე იციან კრუტუნი. ამ სიგნალით კატა:
• სიამოვნებას გამოხატავს. ყველაზე ხშირად, კატები სიამოვნებისგან კრუტუნებენ, როცა მათ ეფერებიან და ხელს უსვამენ.
• ყურადღებას იქცევს. თუ კატა კრუტუნებს და ფეხებზე გეხახუნებათ, ეჭვგარეშეა, რომ მას დიდი ალბათობით სურს, რომ თქვენ გამოკვებოთ ან მოეფეროთ.
• ცდილობს დამშვიდდეს. დადგენილია, რომ კრუტუნი კატებში ხელს უწყობს სპეციალური ჰორმონის გამომუშავებას, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ასე რომ, კატას შეუძლია იკრუტუნოს ავადმყოფობისას ან მაშინაც, თუ შეშინებულია.
კნავილი
ითვლება, რომ კატები იშვიათად ეკონტაქტებიან თავისიანბს კნავილით. გამონაკლისია კნუტები, რომლებიც დედას ასე ესაუბრებიან. ზრდასრული კატა, რომელიც კნავის, დიდი ალბათობით ამ გზით პატრონის ყურადღებას იქცევს.
სხვათა შორის, ცხოველის “მოლაპარაკეობა” ხშირად ჯიშზეა დამოკიდებული. სიამის, აღმოსავლური და ტაილანდური კატები ცნობილინი არიან პატრონთან საუბრის სიყვარულით.
Leave your comment