როგორ გავიგოთ მშობიარობის დაწყება?

როგორ გავიგოთ მშობიარობის დაწყება?

დაბადების ზუსტი თარიღის დადგენა შეიძლება რთული იყოს, რადგან ძაღლის ორსულობა შესაძლია, გაგრძელდეს პირველი შეჯვარებიდან 57-დან 72 დღემდე. ორსულობის ხანგრძლივობა ბევრად უფრო პროგნოზირებადია, როდესაც ცნობილია ოვულაციის თარიღი. ამ შემთხვევაში მშობიარობა დაიწყება ოვულაციის დღიდან 62-64-ე დღეს.
ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგეხმარებათ მშობიარობამდე დარჩენილი დღეების დადგენაში, ნაყოფის ბიპარიეტალური თავის დიამეტრის გაზომვით და სხვადასხვა ზომის ძაღლებში, კონკრეტული ფორმულის გამოყენებით. ორსულობის 42-ე დღიდან რენტგენოგრამაზე ხილული ხდება ნაყოფის ჩონჩხი, 45-49 დღიდან ვიზუალიზდება თავის ქალას ძვლები, 57-დან 59-ე დღემდე – მენჯის ძვლები, 58-დან 63-ე დღემდე – კბილები.
მშობიარობამდე 2-7 დღით ადრე ძაღლებში შეიძლება, გამოვლინდეს აგზნებადობის, მოუსვენრობის, ადგილის მოწყობის , შარდვისა და დეფეკაციის გაძლიერებული სიმპტომები და მადის დაქვეითება.
ეს გამოწვეულია საშვილოსნოს შეკუმშვის თანდათანობითი მატებით. მშობიარობის დღეს მადა შეიძლება სრულიად არ ჰქონდეს. მკერდის გადიდება ორსულობის მეორე ნახევარში იწყება. ზოგიერთში ლაქტაცია ვლინდება ორსულობის მე-40 დღიდან, ზოგიერთში – მშობიარობამდე, მის დროს ან მის შემდეგ. სისხლში ჰორმონის რელაქსინის კონცენტრაციის მატება იწვევს ყელის ზომის მატებას და დარბილებას (მშობიარობამდე 0-2 დღით ადრე), საშვილოსნოს ყელის მოდუნებას და, შედეგად, ლორწოვანი გარსის გამოყოფას (0-7 დღე).
მშობიარობამდე სხეულის ტემპერატურის ვარდნა ძაღლებში, მშობიარობის დაწყების საიმედო მაჩვენებელია, რაც ასახავს სისხლში ჰორმონის პროგესტერონის დონის სწრაფ ვარდნას 1 ნგ/მლ-ზე ქვემოთ, თერმოგენური ჰორმონი, რომელიც ინარჩუნებს ორსულობას. სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა (დაახლოებით 36,7-37,7 გრადუსამდე).
უნდა იცოდეთ, რომ დაცემის შემდეგ ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს (დაახლოებით 37,2 გრადუსამდე) და შენარჩუნდება მშობიარობის პირველ ეტაპზე. ამ დროს პირველი ლეკვის გამოჩენამდე 8-24 საათი რჩება.
რეკომენდირებულია რექტალური ტემპერატურის გაზომვის დაწყება ორსულობის 54-55-ე დღიდან 1-2-ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს.
ორსულობის ბოლო კვირას შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნა დაფიქსირდეს, რადგან სისხლში პროგესტერონის დონე თანდათან იკლებს. თუმცა ზოგიერთ ძაღლში ამ გზით ტემპერატურის ვარდნის მომენტის დაფიქსირება შეუძლებელია.
პირველი სანაყოფე გარსის გახეთქვა და გარე სასქესო ორგანოებიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენის (წყლის) გადინება, მიუთითებს პლაცენტის გამოყოფასა და მშობიარობის მეორე სტადიის დაწყებაზე (მცდელობის ეტაპი – ნაყოფის გამოსვლა); ხოლო პირველი ლეკვის გამოჩენამდე რჩება 1-2 საათი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!