როგორ გავიგოთ კატის ენა?

როგორ გავიგოთ კატის ენა?

კატა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. ამავე დროს, ის არის ჯიუტი, თავხედი და დამოუკიდებელი. როგორ გავუგოთ ჩვენს იდუმალ ბინადარს? კატები არა მხოლოდ სხვადასხვა ბგერებს გამოსცემენ, არამედ აქვთ ჟესტებისა და დამახასიათებელი მოძრაობების მთელი ენა. უფრო მეტიც, ბგერებით, ისინი, როგორც წესი, იპყრობენ ადამიანების ყურადღებას და სხეულის ენით ურთიერთობენ ერთმანეთთან.

სიყვარული

თუ კატა პატრონს სახეს უსვამს, მაშინ ამ გზით გამოხატავს თავის სიყვარულს. იგივე ქცევა ჩანს არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ სხვა კატებთან მიმართებაშიც – მათ შეუძლიათ ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამოხატვაც. ცხოველი ასევე ავლენს კეთილ დამოკიდებულებას პატრონის მიმართ მის ფეხებთან ტრიალით. მუცლის ჩვენებით კატა პატრონს აგრძნობინებს, რომ მას ბოლომდე ენდობა.

საკუთარი ტერიტორია თუ შინაური ცხოველი თავს უსვამს საგნებს ან ავეჯს, ესაა სურვილი, მონიშნოს ტერიტორია ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით, რომლებიც ტუჩებთან და ნიკაპთან ახლოს აქვს. კატების თათებს შორისაც აქვთ ცხიმოვანი ჯირკვლები, ამიტომ იგივე მიზანი აქვს, როდესაც ავეჯს ან სხვა ნივთებს ბრჭყალებით ეხება: კატა ამ ქცევით გვიჩვენებს, რომ ამ სახლში კარგად ცხოვრობს და მას თავის ტერიტორიად თვლის..
  კომფორტი როცა შინაური ცხოველი პატრონის მუცელზე დადის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რაღაცას სთხოვს. ეს ჩვევა პატარაობიდან დაჰყვა – ზუსტად იმავეს უკეტებენ დედა კატას კნუტები კნუტები, რითაც ლაქტაციაზე პასუხისმგებელ რეცეპტორებს ასტიმულირებენ. ამ გზით ცხოველი გვიჩვენებს, რომ თავს მოდუნებულად და უსაფრთხოდ გრძნობს.
გადაწყვეტილებების მიღება გაფოფრილი ულვაში და თავზე მიდებული ყურები მიუთითებს იმაზე, რომ კატა იღებს გადაწყვეტილებას თან შესაძლო შედეგების ცოტა ეშინია: ადგილზე დარჩეს თუ გაიქცეს? გავიდეს გარეთ, სადაც წვიმს, თუ სახლში ჯობს დარჩენა? გარდა ამისა, როდესაც კატა რთული არჩევანის წინაშე დგას, ის კუდს აქნევს, თითქოს აკანკალებს. გადაწყვეტილების მიღებისთანავე კუდ მაშინვე გააჩერებს.

განწყობა

კატის კუდით შეგიძლიათ განსაზღვროთ რა განწყობაზეა. თუ იგი მკვეთრად აქნევს კუდს გვერდიდან გვერდზე და კაუჭივით აქვს მოხრილი ის, ეს მეტყველებს მის გაბრაზებაზე ან ძლიერ აღელვებაზე. თუ კუდი სწორი და აწეულია, ეს შინაური ცხოველის კმაყოფილებაზე მიგვითითებს. აწეული კუდი კითხვის ნიშნის სახით მიანიშნებს, რომ კატა კეთილგანწყობილია და პატრონტან თამაშზე უარს არ იტყვის.

სიამოვნება

როდესაც კატა თავს მოდუნებულად გრძნობს, კარგადაა, სურს მიიპყროს პატრონის ყურადღება ან მადლიერება გამოხატოს მის მიმართ, კრუტუნს იწყებს. ამ მომენტში შეიძლება მოეფეროთ, ხელში აიყვანოთ. თუმცა, იშვიათად კატას შეუძლია მსგავსი დაბალი ბგერების გამოცემა, თუ რამე აწუხებს. მაგრამ კრუტუნის სწორი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს..
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!