როგორ გავიგოთ, არის თუ არა კატა ორსულად?

როგორ გავიგოთ, არის თუ არა კატა ორსულად?

თქვენ მზად გყავთ კატა შესაჯვარებლად, ჩააბარეთ ყველა საჭირო ანალიზი და აურჩიეთ პარტნიორი – გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზე არის დამოკიდებული. მაგრამ შეჯვარების შემდეგ დედალი კატის ქცევა საერთოდ არ შეცვლილა, და რჩება შთაბეჭდილება, რომ ყვერაფერმა ტყუილუბრალოდ ჩაიარა. არ ინერვიულოთ, ორსულობის პირველი ნიშნები უფრო გვიან ვლინდება. როგორ გავიგოთ, რომ მალე კნუტები გვეყოლება?
კატის ორსულობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშზე და ასევე ცხოველის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. საშუალო მიმდინარეობაა 9 კვირა, თუმცა ეს დრო 58 დან 72 დღემდე მერყეობს. ორსულობის დადგენა ადრეულ პერიოდში ფაქტიურად შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ სპეციალისტი არ ბრძანდებით. მოითმინეთ: ორსულობის პირველი ნიშნები შესამჩნევია მესამე კვირაზე.

ორსულობის პირველი ნიშნები:

  • ⦁ კატა ნაკლებად აქტიური ხდება და ნაკლებს ჭამს;
  • ⦁ სარძევე ჯირკვლები უსივდება და უწუთლდება ორსულობის მე17 დღიდან, მაგრამ ეს კარგად ემჩნევა მხოლოდ იმ კატებს ვინც პირველად აჩენს კნუტებს, მეორე და მომდევნო ორსულობისას ეს ნიშანი არ არის მკვეთრად გამოხატული.
ითვლება რომ უკვე მეოთხე კვირაზე შესაძლოა კნუტების პალპაცია დედის მუცელში. მაგრამ ამას დამოუკიდებლად ნუ ეცდებით ამ შემთხვევაში უმჯობესია ენდოთ სპეციალისტს, რადგან მუცელზე ძლიერმა დაწოლამ შესაძლოა როგორც კნუტებს ასევე დედასაც ზიანი მიაყენოს. ექიმი კი კატას დაათვალიერებს და საჭირო ანალიზებს დაუნიშნავს.
ორსულობის დადგენა შესაძლებელია ექოგრაფიის მეშვეობით შეჯვარებიდან 21-ე დღეს.
კატის ორგანიზმის შემდგომი ცვლილებები ხდება მეექვსე კვირაზე. ამ დროს კნუტები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და დედის მუცელი მკვეთრად იზრდება. ეს განსაკუთრებით არის შესამჩნევი თუ დედას ორზე მეტი კნუტი ჰყავს.
მეშვიდე კვირაზე მუცელს თუ შეეხებით, პატარების მოძრაობა იგრძნობთ. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ რათა არ დააზიანოთ კნუტები. ამ ეტაპზე კატა იწყებს მშობიარობისთვის ადგილის ძებნას. მშობიარობადმე ერთი კვირით ადრე კატის მუცელი კიდევ უბრო იზრდება, სარძევე ჯირკვლები უსივდება და შესაძლოა ხსენის გამოყოფა. ცხოველი ხდება უინტერესო, მას ძირითადად სძნავს. მშობიარობამდე ორი დღით ადრე კი პირიქით ხდება ძალიან მოუსვენარი და შესაძლოა ჭამაც მიატოვოს. კატის ორსულობა სულ ორიოდე თვე გრძელდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ ცხოველი სათანადო მოვლით. გახსოვდეთ: კატის და კნუტების ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ორსულობის მიმდინარეობაზე, კვებაზე და ცხოვრების ხარისხზე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!