
როგორ გადავიყვანოთ კნუტი მზა რაციონზე
მიჩვევის დაწყება
ჩვეულ რეჟიმში დედას მინიმუმამდე დაყავს შთამომავლობის გამოკვება, კნუტის გაჩენიდან 3-4 კვირაში, კატა გაურბის კნუტებს, რძის გამომუშავება მცირდება, კნუტებსაც აღარ ყოფნით დედის რძე. ენერგიის დამატებითი წყაროს ძიებაში ისინი ახალი საკვების გასინჯვას იწყებენ. ამ პერიოდში გონივრულია გავასინჯოთ საკვები რომელიც პირველი დამატებითი კვებისთვის არის შეაფარისი. ესენია სპეციალიზირებული რაციენები კნუტებისთვის, კერძოდ, Royal Canin Mother&Babycat, Royal Canin Kitten, Whiskas-ის ბრენდის ხაზი. ასევე, შესაფერის საკვებს აწარმოებენ ბრენდები: Acana, Wellkiss, Purina Pro Plan, Bosch და სხვები.ექპერტები გვირჩევენ ახალ საკვებზე გადასვლის დღიდან თხევადი და მშრალი საკვები ერთმანეთს შევუნაცვლოთ,
თხევად საკვებს მომზადება არ სჭირდება, მშრალი საკვები კი თავიდან შეგიძლიათ წყალში გახსნათ და ფაფისებრ მასამდე მიიყვანოთ, შემდეგ წყლის რაოდენობა თანდათანობით უნდა შეამციროთ, რათა კნუტი საკვების ახალ ტექსტურას უმტკივნეულოდ მიეჩვიოს.საბოლოო გადაჩვევა
მთლიანად მზა რაციონებზე ცხოველი 6-10 კვირის ასაკში გადადის, დედის რძე უკვე საერთოდ აღარ ყოფნის, წარმოებულ საკვებს კი, სრულად შეუძლია ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზმის მოამარაგოს დიდი რაოდნეობის ენერგიით და სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტით. თუმცა, პატრონმა უნდა გაითვალისწინოს ცხოველისთვის შესაბამისი ნორმები და ყურადღება მიაციოს, რომ გაუმაძრარ კნუტს ზედმეტის ჭამა არ მოუვიდეს.
Leave your comment