როგორ გადავიყვანოთ კატა მზა რაციონზე?

როგორ გადავიყვანოთ კატა მზა რაციონზე?

კატას, როგორც წესი, არ ექმნება სირთულეები მზა რაციონების სახით სწორ კვებაზე გადაყვანისას. მას მოსწონს საკვების გემო და ტექსტურა, ცხოველის ორგანიზმი ასეთი რაციონების მიღებით ყველა აუცილებელ ნივთიერებას იღებს. თუმცა, მშრალ საკვებთან ადაპტაციისთვის ცხოველს გარკვეული დრო სჭირდება.

ინსტრუქცია

კატა თხევად საკვებზე უცებ შეიძლება გადავიყვანოთ, მაგრამ მშრალ საკვებზე გადასვლას რამდნეიმე დღე სჭირდება – ეს კეთდება საჭმლის მომნელებელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, პროცესი, როგორც წესი 1 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება.

მთავარი წესი აქ არის კატის ჩვეულებრივი საკვების თანდათანობით ჩანაცვლება სწორი კვებით.

პირველ დღეს მან უნდა მიიღოს თავისი ულუფის ერთი მეხუთედი გრანულების სახით და შესაბამისად, წინა რაციონის შემცირებული რაოდენობა, მეორე დღეს – ორი მეხუთედი, მესამე დღეს – სამი მეხუთედი და ასე შემდეგ სანამ ძველი საკვების ჩანაცვლება მთლიანად არ მოხდება.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატას მუდმივად სჭირდება სუფთა წყალი.

პრობლემები მოგვარებადია ჯანმრთელ ცხოველს შესაშური მადა აქვს. მაგრამ ასევე ხდება, რომ შინაურ ცხოველი ცუდად ჭამს გრანულებს ან საერთოდ უარს ამბობს მათზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის გარკვევა.მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს პრობლემები, ასევე, ზოგჯერ უმადობა შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადი სისუსტით ან რაიმე სახის დაავადებით. მესამე ვარიანტი არის ზედმეტი ჭამა. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად კატა სპეციალისტს უნდა აჩვენოთ. ვეტერინარი გასინჯავსს ცხოველს, დანიშნავს მკურნალობის კურსს ან უბრალოდ ულუფის ოდენობის შემცირებასგირჩევთ.

კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, რის გამოც კატა უარს ამბობს ჭამაზე, არის ის, რომ უბრალოდ, ერთი და იგივე საკვები მობეზრდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სცადეთ, კატას სხვადასხვა გემოების მქონე რაციონი შესთავაზოთ. მაგალითად, Whiskas- აქვს სხვადასხვა გემოსა და ტექსტურის მქონე რაციონების ფართო არჩევანი, ესენია: მინი ფილე კურდღლით, ძროხის ნაღების წვნიანი, ორაგულის ჟელე, კალმახი, ხბოს, ინდაურის ქათმის პაშტეტები და ..

საკვების შეხამება   კატის კვებისას რეკომენდებულია მშრალი რაციონის თხევადთან შერწყმა. პირველი ასუფთავებს კბილებს და ასტაბილურებს საჭმლის მონელებას, თხევადი კი, ატენიანებს ცხოველის სხეულს, იცავს სიმსუქნისგან და მინიმუმამდე ამცირებს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს. მაგალითად, Whiskas-ის ძროხის ფილე და Royal Canin Fit მშრალი საკვები შეიძლება შეუხამოთ ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა ბრენდების საკვების შეთავსება სრულიად დასაშვებია. კატებისთვის მზა რაციოებს აწარმოებენ: Kitekat, Perfect Fit, Purina Pro Plan, Hill’s, Almo Nature, Applaws და ..
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!