როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ავეჯის ღრღნას?

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ავეჯის ღრღნას?

ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ისაა, რომ ისინი ყველაფერს ღრღნიან: ავეჯს, ფეხსაცმელს და სადენსაც კი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დავრჩეთ ნივთების გარეშე?

ასაკი

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ძაღლის ასაკი. ერთია, როცა ლეკვს ყველაფერი აინტერესებს და კბილით ცდის. სულ სხვაა, როცა ზრდასრული ძაღლი ასე შეუფერებლად იქცევა.

მოქმედების გეგმა

ლეკვები პატარა ბავშვებივით ყველაფერს აგემოვნებენ. თქვენი ამოცანაა არ გამოტოვოთ ეს მომენტი და გამოასწოროთ ძაღლის ქცევა. ⦁ სათამაშოები ⦁ ლეკვს უნდა ჰქონდეს ისეთი რამ, რისი ღრღნაც შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ძვლები, გამომშრალი ღორის ყურები, ხრინწიანი სათამაშოები, მყარი სათამაშოები ან ყველა ერთად. ამ ნივთების საშუალებით ძაღლის ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს ავეჯს. თამაშის ფორმით უნდა გავაგებინოთ შინაურ ცხოველს, რომ შეიძლება მათი კბენა. ⦁ დასჯა ⦁ ამ შემთხვევაში ეს მიზანშეწონილია. ცხვირზე წამორტყმა საკმარისი იქნება. მთავარი ის არის, რომ ძაღლისთის უსიამოვნო იყოს და ხვდებოდეს, რომ სასჯელი მაგის ქმედებებს უკავშირდება.
ზრდასრულ ძაღლთან აღნიშნული სიტუაცია გარკვეულწილად უფრო რთულია. დიდი ალბათობით, ძაღლის არასწორი საქციელი არის პატრონის შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვა მისი აღზრდისას.
თუ თქვენ გყავთ ზრდასრული ძაღლი მავნე ჩვევებით (მაგალითად, თუ ძაღლი აიყვანეთ თავშესაფრიდან), შეგიძლიათ გამოასწოროთ
  • მოიკრიბეთ მოთმინება, აუცილებლად დაგჭირდებათ; • დაიწყეთ მარტივით: მიიყვანეთ თქვენი ძაღლი უდავო მორჩილებამდე და ძირითად ბრძანებები გამოიყენეთ ( „ახლოს“, „და“, „დაჯექი“, „ჩემთან“); • გამოიყენეთ სათამაშოები თქვენი ძაღლის ყურადღების გადასატანად. როგორც კი შეეცდება რაიმე აკრძალულის ღრღნას, მაშინვე გადააგდეთ მისი ერთ-ერთი სათამაშო; • დაისაჯოს ცუდი საქციელისთვის. მაგრამ იცოდეთ ზღვარი. ძალის გადაჭარბებული გამოყენება სახიფათოა, რადგან შეგიძლიათ ზიანი მიაყენოთ ცხოველს – ფიზიკურად დაასახიჩოთ ან, კიდევ უფრო უარესი, მიაყენოთ ფსიქიკური ზიანი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ძაღლის ქცევა შესაძლოა არაპროგნოზირებადი გახდეს და მან აგრესიის გამოვლენა დაიწყოს.ძაღლის აყვანისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მას დიდი დრო დასჭირდება. და არა მხოლოდ უქმეებზე. ეს ცხოველი შეიძლება გახდეს თქვენი საუკეთესო მეგობარი, ან შეიძლება თქვენი ცხოვრება კოშმარად აქციოს, გაანადგუროს ყველაფერი რაც შეიძლება, მათ შორის ფეხსაცმელი და ხალიჩები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!