კნუტი, ზრდასთან ერთად, იწყებს ტერიტორიული ქცევის გამოვლენას: ის ნიშნავს ნივთებს ბინაში. ზრდასრული კატა ამ გზით აცხადებს თავის უფლებებს საცხოვრებელ სივრცეზე და აჩვენებს, რომ მას ძუ კატა სჭირდება. ეს ყველაფერი ინსტინქტების გამოვლინებაა, მაგრამ ზოგჯერ მიზეზი ავადმყოფობა ან შფოთვა შეიძლება იყოს.
ასეთი საქციელისთვის შინაური ცხოველები არ უნდა დაისაჯონ. ცხოველებს არ შეუძლიათ გაიგონ, რატომ იწვევს ეს თანდაყოლილი ინსტინქტი მფლობელებში უარყოფით რეაქციას.
კასტრაცია
კასტრაცია შეიძლება იყოს პრობლემის რაციონალურად გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა. სისხლში სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითების შემდეგ, კატისთვის პარტნიორის ძებნა არარელევანტური ხდება. ეს იწვევს შფოთვის შემცირებას, ასევე ნაკლებად ვლინდება ტერიტორიული ქცევა. მაგრამ თუ კასტრაცია ზრდასრულ კატას გაუკეთეთ, მაშინ შეიძლება ტერიტორიის მონიშვნას თავი არ დაანებოს.
ამიტომ, თუ კატის კასტრაციას გადაწყვეტთ, უმჯობესია ეს ადრეულ ასაკში გააკეთეთ, მაგრამ არა უადრეს 6 თვისა. ექვს თვემდე ასეთი ოპერაცია საშიშია, რადგან ყველა შინაგანი ორგანო არ აქვს ჩამოყალიბებული. კასტრაციის ოპტიმალური ასაკია 8-10 თვე.
ალტერნატიული მეთოდები
მიუხედავად იმისა, რომ კასტრაცია ეფექტური მეთოდია, ის ყველასთვის შესაფერისი არ არის. ეს პროცედურა შეიძლება უკუნაჩვენები იყოს კატისთვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ასეთ ვითარებაში,ალტერნატიული მეთოდების ცდას გირჩევთ. მათ გამოსაყანებლად ცხოველის ფსიქლოგია კარგად უნდა გესმოდეთ.
Leave your comment