როგორ გადავაჩვიოთ კატა საკვების მაგიდიდან მოპარვას?
ამ დამღუპველი ჩვევის აღმოფხვრა საკმაოდ რთულია. პატრონს მოუწევს აღიჭურვოს მოთმინებით. აქ მთავარია მოქმედებების თანმიმდევრობა, გეგმის დაცვა და ოჯახის ყველა წევრის კოორდინირებული მუშაობა. ასე რომ, თუ ერთი ადამიანი შეეცდება კატის მოცილებას, მეორე კი მაგიდაზე ახტომის უფლებას მისცემს, შედეგი არ იქნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად განიხილოთ ქცევის ახალი წესები და დაიცვათ ისინი.
როგრ გადავაჩვიოთ კატა მაგიდიდან ქურდობას?
• ბუნებით კატა ნამდვილი მონადირეა. და ბინაში მცხოვრები შინაური ცხოველები არ არიან გამონაკლისი. დაჭერობანა, ანკესები, ბურთები არ არის მხოლოდ სათამაშოები, არამედ მისი მონარული უნარების გავარჯიშებაა. გახსოდეთ, რომ თუ კატამ საკმარისად ითამაშა, მან უნდა მიიღოს ჯილდო საკვების სახით, რადგან წარმატებული ნადირობის მთავარი ელემენტი ნადავლია.-
თუ შინაურ ცხოველს საკმარისი აქტიურობის საშუალება არ აქვს, თამაშის შემდეგ კი ჯილდოს არ იღებს, ნადირობას და საკვების მიღებას თავად იწყებს.არ აქვს მნიშვნელობა ნადავლის როლს რა შეასრულებს: სუფრაზე დადებული საკვები თუ ნაგვის ურნაში ნარჩენები. ამიტომ ღირს კატასთან თამაში რაც შეიძლება ხშირად, ვარჯიშის ბოლოს კი რეკომენდებულია, ცოტათი მაინც გავანებივროთ სასუნავით.
- არასწორი კვება ან შიმშილი კატის დესტრუქციული ქცევის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. კვების პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აირჩიეთ მაღალი ხარისხის საკვები, დააკვირდით ულუფების ზომას და თქვენი შინაური ცხოველის რაციონს. საკვების არჩევისას სჯობს ვეტერინარს მიმართოთ. გარდა ამისა, შეიძლება შიმშილის კიდევ ერთი მიზეზი ჭიები იყოს. შინაურ ცხოველსაც კი სჭირდება რეგულარული ანტიჰელმინთური პროფილაქტიკა. პრეპარატი ვეტერინარმა უნდა დანიშნოს.
- თუ კატა მაგიდაზე ადის და ცნობისმოყვარეობის გამო საჭმელს მოიპარავს, შინაური ცხოველი ცოტათი უნდა შეაშინოთ. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს შეუმჩნევლად, რათა მან არ იცოდეს, ვინ დგას ტრიუკის უკან. სცადეთ აიღოთ რამდენიმე ცარიელი პლასტმასის ბოთლი ან რკინის ქილა და ერთმანეთს გადააბათ. დატოვეთ მაგიდაზე. აუცილებელია თითქმის მთელი ზედაპირი დაფაროთ. მაგიდაზე ახტომის შემდეგ კატა აუცილებლად დაიჭერს ერთ-ერთ ბოთლს, შემდეგ კი მთელი სტრუქტურა ხმაურით დაეცემა იატაკზე. კატებს არ მოსწონთ მკვეთრი ხმამაღალი ხმები. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მაგიდაზე სიარულს გადააფიქრებინებს. ქილების და ბოთლების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პულივიზატორი ან წყლის ჭავლი. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კატამ არ იცის ვინ ასხამს წყალს.
- შეგიძლიათ შეამციროთ კატის ინტერესი მაგიდის მიმართ შინაური ცხოველისთვის ალტერნატივის შეთავაზებით. მართლაც, ძალიან ხშირად მაგიდა სტრატეგიულად მოსახერხებელი ადგილია სხვებზე დასაკვირვებლად. დაკიდეთ თარო, დააფინეთ ნაჭერი და აჩვენეთ თქვენს ცხოველს ახალი ადგილი.
- რაც მთავარია, არ დატოვოთ საკვების ნარჩენები მაგიდაზე ან ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში. ნუ მოახდენთ კატის პროვოცირებას.
Leave your comment