როგორ ამოვიცნოთ კატის ასაკი?

როგორ ამოვიცნოთ კატის ასაკი?

ყველა მოსიყვარულე და მზრუნველმა პატრონმა უნდა იცოდეს, როგორ განსაზღვროს კატის ასაკი. ამ მნიშვნელოვანი ფაქტორის ცოდნა საშუალებას გაძლევთ შეამჩნიოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები თქვენი შინაური ცხოველის ქცევასა და სხეულში, დროულად უპასუხოთ ნორმიდან გადახრებს, შეურჩიოთ სწორი რაციონი და უზრუნველყოთ ის საჭირო მოვლით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შინაური ცხოველის დაბადების ზუსტი თარიღი არ იცით, შეგიძლიათ თავად სცადოთ კატის ასაკის გარკვევა. შედეგი იქნება მიახლოებითი, ყველაზე სწორი ვარაუდისთვის, ვეტერინარს უნდა დაუკავშირდეთ. შინაური ცხოველის მომწიფებასა და გარეგნობის ცვლილებებზე დაკვირვება გვკარნახობს, როგორ დავადგინოთ ცხოველის ასაკი.  

როგორ დავადგინოთ კატის ასაკი მისი კბილების დახმარებით?

მარტივი გზაა პირის ღრუს კარგად დათვალიერება. კატებს კბილები საბოლოოდ დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოსდით. ექვს თვემდე შეგიძლიათ სცადოთ განსაზღვროთ, რამდენი თვისაა კნუტი. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საჭრელი კბილები, რომლებიც დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში ამოსდით. თვენახევარში ეშვები იწყებენ ზრდას, ოთხი ან ხუთი თვის განმავლობაში ისინი მთლიანად ამოსდით, ისევე, როგორც პრემოლარები. შინაური ცხოველის სინორჩეს ადასტურებს რძის კბილების არსებობ, ახალგაზრდობა – სითეთრით და კბილებზე ქვების არარსებობით. ყურადღება მიაქციეთ მათი ცვეთის დონეს: კბილების მოყვითალო შეფერილობა 1 წელზე მეტი ასაკის კატებს აქვთ ხოლმე. ცხოველის ხახის საფუძვლიანი გამოკვლევა დაგეხმარებათ კბილების მიხედვით კატის ასაკის დადგენაში. ორი წლის კატას დაწყებულია ქვედა საჭრელი კბილების წაშლა, ემალზე სიყვითლე შეიმჩნევა. 3 წლის ასაკის კატას კბილებზე ქვები აქვს, ხუთი წლისას, მკვეთრად გამოხატული სიყვითლე კბილებზე, გაცვეთილია ეშვები და საჭრელები. 5-დან 10 წლამდე კატებში საჭრელები ცვეთას უფრო ინტენსიურად განაგრძობენ, კბილები უფრო ყვითელია და მიდრეკილნი არიან დაცვენისკენ. 10 წელზე უფროსი კატის შემთხვევაში, კბილის ქვა და სიყვითლე იმდენად აშკარაა, რომ ის ახალგაზრდა კატაში ვერ გავერევა, ხანდაზმულ კატას ჯერ სცვივა საჭრელები, შემდეგ კი ეშვები.
Как определить возраст кошки по зубам
კნუტის კბილები 3 თვის ასაკში

როგორ გავარკვიოთ კატის ასაკი მისი ბეწვის მდგომარეობის მიხედვით

თუ თქვენი კატის ასაკზე ჩაფიქრდით, დააკვირდით მის ბეწვს – მისი მდგომარეობა სხვა ბევრ რამესთან ერთად, მათ შორის, ცხოველის ასაკზეც მიუთითებს. მაგალითად, ზრდასრულ, მაგრამ საკმაოდ ახალგაზრდა კატას (ხუთ წლამდე), უმეტეს შემთხვევაში ბზინვარე ბეწვი აქვს. ასევე, ის რბილია და გლუვი, საკმაოდ სქელი. ასაკოვან კატებს ბეწვი საკმაოდ აქვთ შეთხელებული, ის უფერული და მტვრევადია. შინაური ცხოველის ბეწვის ხარისხის შეფასებისას არ დაივიწყოთ ისეთი ფაქტორების შესახებ, როგორებიცაა ცვენა (წელიწადის დროის გათვალისწინებით) ან ჯიშის მახასიათებლები. ასევე მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ სახლში გაზრდილი ცხოველის ბეწვი ქუჩის არაკასტრირებული კატის ბეწვისგან, რომელიც ყოველდღიურად ეჯახება პარაზიტებსა და ბაქტერიებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა კატებთან ჩხუბი არ უწევს.
Как определить возраст кошки по состоянию шерсти
ბეწვის მდგომარეობა შეიძლება მიუთითებდე, რომ კატა 8 წლისაა

ვარკვევთ კატის ასაკს მისი სხეულის აგებულების მიხედვით

შესაძლებელია კატის ასაკი განსაზღვროთ შინაური ცხოველის აქტივობაზე, ქცევასა და გარეგნობაზე დაკვირვებით. ცხოველის სიმაღლე და წონა ასევე მიუთითებს მისი განვითარების ფაზაზე, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ ასაკს. ამ თვალსაზრისით, ისინი ძალიან ჰგვანან ადამიანებს: ბავშვობაში ისინი განსაკუთრებით მხიარულები და ცნობისმოყვარეები არიან, ახალგაზრდობაში აქტიურები და დაკუნთულები, სიმწიფის ფაზაში ლამაზები, ხანდახან – მსუქნები, სიბერეში – გამხდარი და უფრო მოდუნებული. ამ მსგავსებების გამო, კატების ასაკობრივი მახასიათებლები ახლოსაა ადამიანებთან, მართალია, მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით. შინაური ცხოველის ფიზიკური მონაცემების შეფასებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, დაავადებების არსებობა და გადატანილი დაავადებების შედეგები. ამაზე ცხოველის ორგანიზმის მდგომარეობა და აქტიურობა პირდაპირ არის დამოკიდებული.
Определяем возраст кошки по телосложению
7 თვის ასაკის კატის სხეულის აგებულება

ვარკვევთ კატის ასაკს მის თვალებზე დაკვირვებით

როდესაც თქვენი კატის ასაკზე ფიქრობთ, ჩახედეთ თვალებში, ხშირად, პასუხს მათში ამოიკითხავთ. მაგალითად, ახალგაზრდა კატები ნათელი მზერით გამოირჩევიან, თვალები უბრწყინავთ, ბადურა გლუვია, რქოვანაზე სწორი ნახატი აქვს. ასაკოვან კატებს დაბინდული მზერა აქვთ, შესაძლოა რქოვანას სტრუქტურა შეცვლილი ჰქონდეთ. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ქუჩის კატამ შესაძლოა თვალი დაიზიანოს ბუნებრივ პირობებში ან მიიღოს ტრავმა ჩხუბისას. რქოვანა ხშირად აქვთ დაბინდული ქუჩიდან აყვანილ ახალგაზრდა ცხოველებსაც.
Определяем возраст кошки по глазам
8 კვირის კნუტის თვალები
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!