როგორ ავირჩიოთ კნუტი ხასიათის მიხედვით?
მშვიდები
კატები ბევრს უყვარს, მაგრამ მათი ოინბაზობების მოსათმენად, ბევრი პატრონი მზად სულაც არაა, ასეთ ადამინებს უფრო შეეფერებათ დამჯერი ცხოველი, რომელიც სახლში არ ირბენს, ღამით პატრონის მყუდროებას ხმამაღალი კნავილით არ დაარღვევს. თუ სახლში პატარა ბავშვები არიან, მნიშვნელოვანია ცხოველმა მათ ყურადღებას მედგრად გაუძლოს. ასეთ შემთხვევაში, იდეალური იქნება, თუ არჩევანს შეაჩერებთ მეინ-კუნებზე, რუსულ ცისფერზე, ბურმილებზე ან ტყის ციმბირულ კატებზე.ურთიერთობის მოყვარულები
თუ პატრონებს კატა აჰყავთ იმისთვის რომ ეთამაშონ, მაშინ ეს სავსებით სხვა სიტუაციაა. მათ სჭირდებათ ცხოველი, რომელიც სიამოვნებით აედევნება ქაღალდის სათამაშოს, ან კალთაში მშვიდად ჩაისვამენ. არსებობს კატების ჯიშები, რომლებიც ადამიანების მიმართ სიყვარულის უნარით ძაღლებს არაფერს უთმობენ. სურვილისამებრ, ზოგიერთი ჯიშის გაწვრთნაც კი შესაძლებელია. მათ მიეკუთნებიან ბენგალური და აბისონური კატები, კონტაქტი უყვარს კანადურ სფინქსაც.დამოუკიდებელი
კატასთან თამაში სასიამოვნოა, მაგრამ მასთან დიდი დროის გატარება ყველასთვის როდია შესაძლებელი. დაკავებულ ადამიანებს უფრო შეეფერებათ დამოუკიდებლობის მოყვარული ჯიშები, რომლებიც პატრონის სამსახურში ყოველდღიურ წასვლას მშვიდად შეხვდებიან. ამ თვისების მქონე ჯიშებიდან შეიძლება გამოვყოთ ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა – მომშენებლების მტკიცებით, მას პატრონი ეყვარება, მაგრამ ამავე დროს, დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. ანალოგიური ხასიათით გამოირჩევიან კურილიური ბობტეილები და თურქული ვანები.სისუფთავის მოყვარულები
ასეთი მოთხოვნა პოპულარულია ადამიანებში, რომლებსაც ალერგია აქვთ, ასევე, ვისაც ალერგიის ეშინია. ამიტომ სურთ შეარჩიონ ცხოველი, რომლის სახლში მოყვანაც არასასურველ შედეგს არ მოუტანთ. ასეთ შემთხვევაში, თამამად შეიძლება გირჩიოთ სფინქსი – მელოტი კატა, ასევე, დასაშვებია ჯიშები, რომლებსაც ბანაობა უყვართ, ესენი არიან: სავანა და თურქული ვანი.კატის შინ მოყვანამდე, უმჯობესია მასთან იკონტაქტოთ, ნახოთ მისი რეაქცია თქვენზე, მიხვდეთ ერთმანეთს შეეფერებით თუ – არა.
კატის ხასიათის მიხედვით შერჩევა ერთ-ერთი გზაა საიმისოდ, სახლში იყოლიოთ ცხოველი, რომელიც თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება და ყველას შეაყვარებს თავს. ამასთან, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყოველი ცხოველი უნიკალურია, გააჩნია ხასიათი და ინდივიდუალურობა, ამიტომ არჩევანის გაკეთებისას არ შეიძლება მხოლოდ ჯიშის ზოგად დახასიათბას ენდოთ. უმჯობესია, კატის შინ მოყვანამდე, მასთან იკონტაქტოთ, ნახოთ მისი რეაქცია თქვენზე, მიხვდეთ ერთმანეთს შეეფერებით თუ – არა.
Leave your comment