როგორ ავარჩიოთ ძაღლის საკვები?

როგორ ავარჩიოთ ძაღლის საკვები?

ძაღლი უნდა იკვებოს სპეციალურად მისთვის შექმნილი რაციონით. თუმცა, არსებობს ნიუანსები. მაგალითად, საკვები, რომელიც მწარმოებლის მიერ აღნიშნულია „უნივერსალურ საკვებად“ განკუთვნილია ნებისმიერი ჯიშისთვის. ამავდროულად, ხანდაზმული ძაღლისთვის არ არის რეკომენდებული ლეკვისთვის განკუთვნილი საკვების მიცემა და პირიქით. დოგისთვის არაა რეკომენდებული მინიატურული ჯიშების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი საკვები. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორი რაციონი, თქვენი შინაური ცხოველისთვის.

ასაკის მიხედვით

სხვადასხვა ასაკის ძაღლების კვების მოთხოვნილება განსხვავებულია. არსებობს ცალკეული რაციონები ლეკვებისთვის, ზრდასრული და ხანდაზმული შინაური ცხოველებისთვის. მაგალითად, ლეკვს უფრო მეტად სჭირდება კალორიული საკვების მიღება, ვიდრე ზრდასრულ ძაღლს. და პირიქით: 8 წელზე უფროსი ცხოველების რაციონი უნდა ითვალისწინებდეს, რომ დაბერებულ ძაღლებს 20%-ით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულებს. ვიტამინებისა და მინერალების თანაფარდობა, თითოეული ასაკისთვის, ასევე განსხვავებულია. კერძოდ, ლეკვს სჭირდება დიდი რაოდენობით ამინომჟავები, კალციუმი, ფოსფორი, თუთია. ხანდაზმულ ძაღლებს – მეტი B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი და, ისევ, თუთია.

ზომის მიხედვით

ძაღლის კვებითი მოთხოვნილებები ასევე დამოკიდებულია მის ზომაზე. მინიატურული შინაური ცხოველები მიდრეკილები არიან სიმსუქნის, პირის ღრუს დაავადებების, კანისა და ბეწვის პრობლემებისკენ. შესაბამისად, ასეთი ძაღლებისთვის რეკომენდებულია ზომიერად კალორიული საკვების მიღება, წონის შესანარჩუნებლად, კალციუმის შემცველი ნაერთებით – კბილებისთვის, ლინოლის მჟავისა და თუთიის სპეციალური კომბინაციით – კანისა და ბეწვისთვის. თავის მხრივ, მსხვილ ჯიშებს აქვთ მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემა და ახასიათებთ ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები. ამიტომ, მსხვილ ძაღლებს უნდა შევურჩიოთ ბოჭკოებით მდიდარი რაციონი, ადვილად ასათვისებელი ინგრედიენტებით. უნდა შეიცავდნენ ცხიმოვანი მჟავების კომპლექსს და გლუკოზამინს, რომელიც სასარგებლოა სახსრებისთვის. არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებმა, რომლებიც აწარმოებენ რაციონებს სხვადასხვა ზომის ძაღლებისთვის, გაითვალისწინონ ცხოველის პირის ზომა. ვიღაც მიირთმევს პატარა გრანულებს, ვიღაც კი – დიდს.

მახასიათებლებლის მიხედვით

ძაღლი, რომელიც იღებს სტანდარტულად დაბალანსებულ საკვებს, ექვემდებარება ნორმებსა და კვების რეჟიმს, არ განიცდის მიღების პრობლემას. თუმცა, არსებობს ცხოველთა მცირე ჯგუფი, განსაკუთრებით მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემით. ასეთი შინაური ცხოველებისთვის შემუშავებულია სპეციალური საკვები. მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ძაღლების რაციონი განსხვავდება უნივერსალურისგან, მეტი პრებიოტიკებით, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავის მიკროფლორას; ომეგა -3 და ომეგა -6 უჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობა, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს; ადვილად ასათვისებელი ბრინჯი, რომელიც ნახშირწყლების წყაროა. ეს საკვები იცავს ძაღლს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევისგან.

ჯიშის მიხედვით

ბაზარზე არსებობს საკვები კონკრეტული ჯიშებისათვის. საკვების ხაზს, სახელწოდებით „Royal Canin“ , აქვს რაციონები, რომლებიც განკუთვნილია ლაბრადორებისთვის, ჩიხუახუაებისთვის და ა.შ. ეს კვება ითვალისწინებს ჯიშების სპეციფიკურ მახასიათებლებს. მაგალითად, ლაბრადორებს აქვთ უნიკალური, წყალგაუმტარი, ბეწვის სტრუქტურა, ამიტომ მათთვის რეკომენდებულია ცხიმოვანი მჟავები და სპეციალური დამცავი ნივთიერებების კომპლექსი ჯანსაღი კანისა და ბეწვის შესანარჩუნებლად. ჩიხუახუა მიდრეკილია კბილების ქვების წარმოქმნისკენ, რისგანაც დაიცავს კალციუმის ნაერთების შემცველი სპეციალური საკვები. „Eukanuba“-სა და „Advance Affinity“-ს, ასევე აქვთ საკვები კონკრეტული ჯიშებისთვის. მზა რაციონის მწარმოებლები ყურადღებით ეპრყობიან შინაური ცხოველების საჭიროებებს, ცდილობენ დააკმაყოფილონ ნებისმიერი მათგანი, თავიანთ ასორტიმენტში.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!