რა შედეგები, გართულებები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს კატის ცოფზე აცრამ?

რა შედეგები, გართულებები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს კატის ცოფზე აცრამ?

რა შედეგები, გართულებები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს კატის ცოფზე აცრამ? თანამედროვე ვაქცინები საკმაოდ უსაფრთხოა და გვერდი მოვლენებსა და გართულებებს იშვიათად იწვევენ. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციიდან პირველ დღეს შეიძლება შეინიშნოს მივარდნა, უმადობა, ქავილი ინექციის არეში და კოჭლობა, თუ ინექცია შეყვანილი იყო ინტრამუსკულარულად. გარდა ამისა, ინექციის ადგილზე კანზე შეიძლება გაჩნდეს კოპი და ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს. უფრო სერიოზული გართულებებია ალერგიული რეაქციები, რომლებსაც შესაძლოა ახლდეს ვასკულიტი, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი. ამ შემთხვევაში უმოკლეს ვადაში უნდა მიმართოთ ვეტერინარს. კატა ვაქცინაციის შემდეგ მოთენთილია, ეს ნორმალურია? ყველაზე ხშირად, მოცემული მდგომარეობა ვაქცინას არ უკავშირდება, უფრო სავარაუდოა, ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტით და პროცედურთ გამოწვეული სტრესით არის განპირობებული. თუ 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ ნორმალიზდება, კატა ვეტერინარს უნდა აჩვენოთ, რათა მსგავსი მდგომარეობის შესაძლო მიზეზები გამოირიცხოს. კატას ან კნუტს აცრის შემდეგ დიარეა აქვს, არსებობს აღელვების მიზეზი? დიარეა არ არის ვაქცინაციის უშუალო გვერდითი მოვლენა. ამიტომ, ვეტერინარს უნდა მიმართოთ. დიარეა შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების სიმპტომი, თუ ვაქცინა კეთდება დაავადების ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში (ანუ კნუტი უკვე დაინფიცირებულია, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა). როგორია კატის ნორმალური ტემპერატურა აცრის შემდეგ? ხშირ შემთხვევაში, ტემპერატურა აცრის შემდეგ ნორმას არ აჭარბებს – 37,5-დან 39,5 გრადუსამდეა. დასაშვებია ტემპერატურის უმნიშვნელო და ხანმოკლე მომატება. კატა ცოფზე აცრის შემდეგ მოთენთილია, ეს ცუდია? ვაქცინაციის შემდეგ კატა შეიძლება მოთენთილი იყოს, მაგრამ ეს მდგომარეობა 1 დღე-ღამეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ სისუსტე 24 საათზე მეტხანს შეუნარჩუნდება, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. კატა ან კნუტი ვაქცინაციის შემდეგ აცემინებს – რატომ? ვაქცინაციას ცემინების გამოწვევა არ შეუძლია, თუ ეს არ არის ინტრანაზალური ვაქცინა (მაგალითად, ბორდეტელოზის ვაქცინა Nobivac Bb, რომელიც შეჰყავთ ცხვირის არხებში). დიდი ალბათობით, ცემინება არის ინფექციური დაავადების სიმპტომი, რომლითაც კნუტი უკვე აცრამდე იყო დაინფიცირებული, ვაქცინაციის შემდეგ კი დაავადება კლინიკურ ფორმაში გადაიზარდა. ასევე, ცემინებას შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული, ინფექციასთან და ვაქცინაციასთან კავშირის არმქონე მიზეზი. მაგალითად, უცხო სხეული ზედა სასუნთქ გზებში, ალერგიული/ბაქტერიული რინიტი და ა.შ. კატა აცრის შემდეგ აღებინებს. რამდენად საშიშია ღებინება? ცხოველისთვის ღებინების 1-2 ეპიზოდი საფრთხეს არ წარმოადგენს და ჩარევის გარეშე შეიძლება შეწყდეს, მაგრამ თუ ღებინება არ წყდება და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ეს შეიძლება ინფექციური დაავადების სიმპტომი იყოს, ასევე, მიუთითებდეს მოწამვლაზე/საკვების აუტანლობაზე, კუჭ-ნაწლავის პარაზიტულ დაავადებებზე, ობსტრუქციაზე, კუჭის ბლოკირებაზე და სხვ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ცხოველი სპეციალისტს აჩვენოთ. რატომ კნავის კატა აცრის შემდეგ? შესაძლოა კნავილი უკავშირდება აცრის ადგილას ქავილსა და წვას.

კატა ცოფზე აცრის შემდეგ აღებინებს, რა ვქნა? თუ ღებინება მრავალჯერადია (1-2 ეპიზოდეზე მეტი), ცხოველი ვეტექიმს უნდა აჩვენოთ.

კატამ აცრის შემდეგ კოჭლობა დაიწყო, რატომ? კოჭლობა შეიძლება უკავშირდებოდეს ტკივილს, ინექციის შემდგომ და ხშირ შემთხვევაში 2-3 დღის შემდეგ თავისით გადის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!