
რა უნდა იცოდეთ, კატების მომშენებელი რომ გახდეთ?

მწარმოებლების არჩევანი
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსაშენებელი ცხოველების არჩევა. აუცილებელია მათი წინაპრების ნუსხის გულდასმით შესწავლა: ჩაუტარდათ თუ არა ტესტირება სხვადასხვა დაავადებებზე, მოშენებისთვის უნდა აირჩიოთ კატა, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ყავდა ჯანმრთელი მშობლები, ასევე, აქვს სტაბილური ფსიქიკა და არის ჯიშის ტიპიური წარმომადგენელი. კნუტის ყიდვისას, ღირს ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაგიცავთ შესაძლო ფარული დეფექტებისგან, რომლებიც შეიძლება კნუტს ზრდის პროცესში გამოუვლინდეს. უმჯობესია კნუტი აიყვანოთ 3-6 თვის ასაკში, რათა ის თქვენს ოჯახს კარგად შეერწყას. ყიდვისას თქვენ უნდა შეამოწმოთ ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა, მათ შორის ვეტერინარული პასპორტისა და მეტრიკის.
სივრცე საშენისთვის
თუმცა, სანამ კნუტებს იყიდით და შთამომავლობის მიღების გეგმებს დაისახავთ, უნდა გადაწყვიტოთ სად იცხოვრებენ ცხოველები. სასურველია, საშენისთვის გამოყოს ცალკე ოთახი; იდეალურია, თუ ეს იქნება მიშენება კერძო სახლში. საშენის ტიპის სახლში დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ცალკე ოთახი. კნუტებისთვის საჭიროა ცალკე ვოლიერი გქონდეთ. ცხოველებისთვის გამოყოფილი ოთახები უნდა იყოს მათთვის ფართო და კომფორტული, აღჭურვილი საწოლებით, საკაწრი ბოძებით, ტუალეტით. იატაკის საფარი უნდა იყოს რაც შეიძლება ადვილად დასალაგებელი.
მწამროებლის არჩევა და შეჯვარება
იმისათვის, რომ გახდეთ მომშენებელი, თქვენ ასევე უნდა შეუერთდეთ კლუბს. მოსაშენებელი ცხოველები უნდა დაესწრონ გამოფენებს, მიიღონ საჭირო შეფასებები და ტიტულები გამრავლებისთვის, რაც ფასიანია. კატას შესაჯვარებლად პარტნიორი წინასწარ უნდა შეურჩიოთ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი თქვენთვის სასურველი კატა შეიძლება შეჯვარებისთვის მიუწვდომელი იყოს. გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო მეწყვილის არჩევისას უმჯობესია კონსულტაცია გამოცდილ მომშენებელთან გაიაროთ. მას ასევე უნდა სთხოვოთ დახმარება შეჯვარების ხელშეკრულების შედგენაში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია შეჯვარების სერვისების გადახდასთან, ან ხელმეორედ შეჯვარებაში, თუ პირველ ჯერზე ორსულობა არ დადგება.
Leave your comment