სახლის კატის აგრესია სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
გახსოვდეთ, რომ ცხოველის სტაბილური ფსიქიკის გასაღები ბედნიერი ბავშვობაა. სიცოცხლის პირველ ორ თვეში კატა კნუტს უვლის – დედა მუდმივად მის გვერდით არის. შემდეგ ხდება ფრთხილად გადასვლა დედის რძიდან სპეციალურ საკვებზე. თუ კნუტს ადრეულ ასაკში კარგად ექცეოდნენ, ეს მის შემდგომ ცხოვრებაზეც აისახება.
ცხოველის აგრესია, ისევე როგორც მისი ასეთი ქცევის მაპროვაცირებელი ფაქტორები სხვადასხვა შეიძლება იყოს.
პატრონზე თავდასხმა
თუ კატა ხდება აგრესიული, მაგალითად, კვების დროს, თუ იკბინება და უკაწრავს პატრონს ხელებსა და ფეხებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვობაში დედის რძეს არასწორად გადააჩვიეს. ასეთი გადასვლა ცხოველისთვის არაბუნებრივი, იძულებითი იყო. ღირს ასეთი ქცევის გამოსწორება მსუბუქი დარტყმით ან ცხვირზე დაჭერით, მაგრამ არა უხეშად. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია მოფერებისა და თამაშის სწავლის დაწყება. ცხოველმა თქვენ, საკვების ერთადერთ, ბუნებრივ და სწორ წყაროდ უნდა აღგიქვათ. გაანებივრეთ სასუსნავებით – დროთა განმავლობაში კვებასთან დაკავშირებული შიში და დისკომფორტი გაუვლის.
მონადირული ინსტინქტი
თუ შეამჩნევთ, რომ კატა ნადირობს თქვენზე, ბავშვებზე ან სტუმრებზე, ნუ წაახალისებთ ამ ქცევას, თამაშად აღიქვით. სინამდვილეში, ამ დროს ნადირობის ინსტინქტი იღვიძებს, რაც ამ ცხოველებისთვის სავსებით ბუნებრივია. ამ მოვლენასთან გამკლავება ადვილად არის შესაძლებელი. ამისთვის ცხოველს დიდი ხნის განმავლობაში უნდა უყუროთ თვალებში და თუ შინაური ცხოველი პირველი მოგაშორებთ თვალს, მაშინ თქვენ გაიმარჯვეთ. დიდი ალბათობით, ის შეწყვეტს თქვენს მსხვერპლად აღქმას.
კატის მიმართ აქტიური ჟესტები არ უნდა გააუკეთოთ: ასე მის ინსტინქტს კვებავთ და ნადირობის გასაგრძელებლად ახალისებთ.
თუ თქვენი შინაური ცხოველი ზედმეტად აქტიურია, მიეცით მას სათამაშოები, რათა საშუალება ჰქონდეს ენერგია ამ ნივთებით თამაშით დახარჯოს და არა ადამიანებზე ნადირობაზე.
აგრესიის გადამისამართება
Leave your comment