რა ვქნათ თუ კატას ბეწვი სცვივა?

რა ვქნათ თუ კატას ბეწვი სცვივა?

ბეწვის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კატების მფლობელებში. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც სრულიად ბუნებრივი პროცესი, ასევე, მიუთითებდეს ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემაზე. როგორ განვასხვავოთ ერთი მეორისგან და როგორ გავუმკლავდეთ თმის გორგლებს?

რა არის ბეწვის ცვენა კატებში?

ეს ბუნებრივი პროცესია, რომლის დროსაც ძველი ბეწვი ახლდება. წლის განმავლობაში ცვენა უწყვეტად გრძელდება, მაგრამ თუ ზაფხულში ამოსული და ჩამოყალიბებული ბეწვის თანაფარდობა 1:1-თანაა, ზამთარში ის იცვლება 9:1-მდე.

რატომ ცვივა ბეწვი კატას?

ამ პროცესს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი:

გენეტიკური ფაქტორები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება;

ჰორმონალური ცვლილებები;

კვება;

ჰაერის ტემპერატურის ცვლილება;

დღის ხანგრძლივობის ცვლილება.

როდის სცვივა ბეწვი კატას?

თუ ცხოველი გარეთ თავისუფლად გადის, მაშინ გამოხატული ცვენა, როგორც წესი, შეინიშნება შემოდგომაზე და გაზაფხულზე. თუ კატა ქუჩაში არ გადის, მაშინ ბეწვი ცვენა მთელი წლის განმავლობაში ექნება.

რა ვქნათ თუ კატას ბეწვი სცვივა?

ბეწვის ცვენასთან მეტნაჯლებად ეფექტური მეთოდია თქვენი შინაური ცხოველის ბეწვის სისტემატური მოვლა. აქ მთავარი საფუძვლიანი დავავარცხნაა. მკვდარი ბეწვის მოსაცილებლად სპეციალური რეზინის ხელთათმანი ძალიან გამოგადგებათ. მისი დახმარებით მოსახერხებელია ბეწვის აღება ხალიჩებიდან და ავეჯიდან. პერიოდულად კატის დაბანაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას.

ცხოველის რეგულარულად დავარცხნა მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ის ამცირებს კატის მიერ გადაყლაპული ბეწვის რაოდენობას, როდესაც ცხოველი თავს ილოკავს, ეს, თავის მხრივ, ამცირებს ალბათობას, რომ კუჭ-ნაწლავში ბეწვი დაუგორვდება. გარდა ამისა, დავარცხნა გრძელბეწვიანი ჯიშების წარმომადგენლებში ბეწვის გორგლების გაჩენას უშლის ხელს.

რა შემთხვევში წარმოადგენს საფრთხეს ბეწვის ცვენა?

ჩვეულებრივ, ბეწვი თანაბრად ცვივა და კატას სიმელოტე არ უვითარდება.თუ ცხოველს ბეწვი ძალიან ცვივა, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად: ჰორმონალური სისტემის პათოლოგიები; სოკოვანი და ბაქტერიული კანის დაავადებები; პარაზიტებით ინფიცირება. ამიტომ, თუ თქვენს ცხოველს სიმელოტე გაუჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუნდაც ცვენა თანაბრად მიმდინარეობდეს, ის შეიძლება იყოს ძალიან ინტენსიური და ეს უნდა იქცეს მიზეზად, რომ შინაური ცხოველის ქცევას და ჯანმრთელობას დააკვირდეთ. შეიძლება პრობლემა მდგომარეობდეს როგორც დაუბალანსებელი რაციონში, ასევე სისტემურ დაავადებებში, სტრესში ან გამოწვეული იყოს მედიკამენტების გვერდითი მოვლენებით. შედეგად, ბეწვი უფრო სწრაფად ასრულებს ზრდის ციკლს და უფრო ადრე ცვივა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოვლენის მიზეზის დასადგენად, თქვენ ვეტერინარს უნდა დაუკავშირდეთ . აღსანიშნავია, რომ თმა ძირითადად ცილისგან შედგება. ამიტომ, იმისათვის, რომ ბეწვი ჯანსაღი იყოს, კატის რაციონში უნდა იყოს ადვილად ასათვისებელი ცილების საკმარისი რაოდენობა. თუ რაციონი დაუბალანსებელია, შესაზლოა კატის ბეწვი გაკდეს მტვრევადი, მშრალი და გაუფერულებული.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!