დაბადებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ლეკვები მზა საკვების ჭამას უნდა მივაჩვიოთ. ამის გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევისთვის, თუ დედას რძე ამოეწურება და ლეკვის მყარ საკვებზე გადაყვანა მოგიწევთ.
ორიდან ოთხ თვემდე ლეკვი უნდა იკვებებოდეს დღეში 4-5ჯერ, თანდათან უნდა მიეჩვიოს სამჯერად კვებას მას შემდეგ, რაც ექვს თვეს მიაღწევს. 1 წელთან ახლოს ძაღლმა უნდა ჭამოს დღეში ორჯერ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანისთვის ნაცნობი საკვები არ არის შესაფერისი ცხოველებისთვის – ზოგჯერ ის შეიძლება საზიანო იყოს შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის, დისბალანსის გამო.
დაბალანსირებული რაციონი
ლეკვების საჭიროებები, მათი სრული განვითარებისთვის, მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს, ამიტომ ლეკვების სპეციალურ საკვებს აქვს მაღალი ხარისხის შემადგენლობა, სასარგებლო ნივთიერებების ფიქსირებული რაოდენობით.
ლეკვის რაციონში აუცილებელია ვიტამინებისა და მინერალების არსებობა. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორი ჯანსაღი ცხოველის ზრდისთვის. აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ძაღლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამიტომ უმჯობესია არ გარისკოთ და მისცეთ ცხოველს მზა რაციონი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს.
ლეკვების მზა საკვებს აწარმოებენ ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Pedigree, Royal Canin, Pro Plan, Acana.
კვების წესები:
⦁ მოერიდეთ ჭარბ კვებას. ჭარბი კვება არ უწყობს ხელს, ლეკვში, დიდი ენერგიის რეზერვის შექმნას;
⦁ კვების შეზღუდული დრო. ერთი კვებისთვის ლეკვს ეძლევა 15-20 წუთი. ამ საკითხში სიმკაცრე ლეკვს ასწავლის არ გაწელოს კვების დრო და არ დატოვოს საკვები თასში;
⦁ გამოტოვებული კვება არ ანაზღაურდება. შემდეგ ჯერზე ისინი აძლევენ იმავე რაოდენობის საკვებს, რამდენიცაა განსაზღვრული;
Leave your comment