რა არის ფიშერ-ვოლჰარდის ტესტი?

რა არის ფიშერ-ვოლჰარდის ტესტი?

ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ოთხფეხა მეგობარი და ირჩევს ლეკვს. გეილ ფიშერმა და ვენდი ვოლჰარდმა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 1979 წელს წარმოადგინეს ეს მარტივი ტესტი, რომელიც სწორი შედეგების მაღალ პროცენტულ გარანტიას აძლევს მსოფლიოს ყველა ძაღლის მოყვარულს.
რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცედურას? ხშირად ამბობენ: რომელი ლეკვიც შეგეფერებათ პირველი შეხვედრისას – ის აიყვანეთო. ასეც იქცევიან, ირჩევენ “იმ უფრო დიდს” ან სურთ – “ის გამხდარი, იქით”. ან ვიზუალურად აფასებენ – “ის თეთრი, იქით”. ყველა ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება. ერთი ნახვით სიყვარული კვლავ არსებობს. მაგრამ უფრო კარგია, თუ იგი განმტკიცებული იქნება “მეცნიერულად”. შესაძლებელია, ტესტის შედეგების მიხედვით, გადაწყვიტოთ საერთოდ სხვა ლეკვის აყვანა.
ცხოველს ამოწმებენ 45-50 დღის ასაკში, სწორედ მაშინ, როცა ლეკვების ახალ პატრონებთან წასვლის დრო დგება. ფიშერ-ვოლჰარდის ტესტი არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. უბრალოდ სთხოვეთ სელექციონერს, რომ ლეკვი, რომელიც მოგწონთ, ცალკე ოთახში წამოიყვანოს და არა საბელით, არამედ ხელში აგაყვანინოთ იმისათვის, რომ ლეკვი წინასწარ არ შეაშინოთ. ტესტირებისას სელექციონერმა არც ლეკვს არ უნდა მიმართოს და არც თავისი ემოციები გამოხატოს. მთავარი როლი აქ თქვენ და ძაღლს გაკისრიათ. ცხოველი უნდა განთავსდეს თავისუფალი სივრცის ცენტრში, თქვენ მისგან ოთხი ნაბიჯით ხართ დაშორებული. საერთო ჯამში, თქვენ და თქვენს ლეკვს მოგიწევთ ათი განსხვავებული ტესტის გავლა. შეფასება – ექვსბალიანი შკალით.

ტესტი:

    1. ადამიანთან ურთიერთობის სურვილი

      ჩაიკუზეთ და დაუძახეთ ლეკვს , ხმადაბალი ტაშით, სტვენით: 1 – ლეკვი აქტიურად არის დაინტერესებული, მორბის, კუდს აქნევს , ხტის, კბენს გაშლილ ხელებს; 2 – თავდაჯერებულად გიახლოვდებათ, კუდს აქნევს, ხელში აყვანას ითხოვს; 3 – გიახლოვდებათ, კუდს აქნევს; 4 – გიახლოვდებათ, კუდს არ აქნევს; 5 – გიახლოვდებათ არათავდაჯერებულად, კუდს არ აქნევს; 6 – საერთოდ არ გიახლოვდებათ
    2. სურვილი გაყვეს ადამიანს

      თქვენ ნელა უნდა ადგეთ და მოაჩვენოთ, თითქოს მიდიხართ, ხოლო ლეკვს დაუძახოთ, რომ გამოგყვეთ: 1 – თავდაჯერებულად მორბის ფეხებთან, კუდი გაჭიმული აქვს, სურს ფეხების დაჭერა; 2 – თავდაჯერებულად მორბის თქვენკენ, კუდი მაღლა აქვს აწეული; 3 – თავდაჯერებულად მორბის თქვენკენ, მაგრამ მცირე დაშორებით, კუდი მაღლა აქვს აწეული; 4 – მორბის თქვენკენ, კუდი დაწეული აქვს; 5 – მოდის უხალისოდ, კუდი დაწეული აქვს; 6 – უარს ამბობს წამოსვლაზე.
    3. შეკავება

      ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც აჩვენებს დომინირებისკენ მიდრეკილებას. ნაზად ამოატრიალეთ ლეკვი ზურგზე და ხელით დაიჭირეთ 30 წამის განმავლობაში: 1 – მაშინვე იწყებს გაქცევას, ცდილობს კბენას; 2 – აქტიურად იწყებს გაქცევას; 3 – იწყებს გაქცევას, ცდილობს თქვენი მზერის დაჭერას; 4 – იწყებს ამოტრიალებას, მაგრამ შემდეგ მშვიდდება; 5 – არ ცდილობს გაქცევას; 6 – არ ცდილობს გაქცევას, მაგრამ გაურბის თქვენს მზერას.
    1. სოციალური დომინირება

      თქვენ უნდა დაჯდეთ იატაკზე ლეკვის გვერდით ისე, რომ აგლოკოთ თუ მოინდომებს. მსუბუქად წამოარტყით ზურგზე: 1 – ხტის, გცემთ თათებით, გკბენთ; 2 – ხტის, გცემთ თათებით; 3 – გეფერებათ და ცდილობს სახეზე აგლოკოთ; 4 – ხელებს გილოკავთ; 5 – წვება ზურგზე და გილოკავთ ხელებს; 6 – მიდის.
    2. დომინირება აწევისას

      აუცილებელია აწიოთ ლეკვი სახით თქვენკენ და დაიჭიროთ ასე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში: 1 – მთელი ძალით ცდილობს გაქცევას, კბენას; 2 – აქტიურად ცდილობს გაქცევას; 3 – მშვიდად არის აწეული; 4 – ცდილობს გაქცევას, ალოკვას; 5 – არ ცდილობს გაქცევას, ხელებს გილოკავთ; 6 — გაშეშებულია
    3. ადამიანთან თამაშის ინტერესი

      აუცილებელია იატაკზე დაჯდომა, ლეკვის გვერდით დასმა და სახის წინ სათამაშოს აფრიალება, თუნდაც დაქუცმაცებული ქაღალდის. შემდეგ გადააგდეთ ეს ნივთი რამდენიმე ნაბიჯით წინ: 1 – გარბის სათამაშოსთან, იღებს და მიაქვს; 2 – გარბის სათამაშოსთან, იღებს და პირით „სინჯავს“; 3 – გარბის სათამაშოსთან, იღებს და მოაქვს; 4 – გარბის სათამაშოსთან, მაგრამ არ მოაქვს; 5 – იწყებს სათამაშოსკენ სვლას, მაგრამ კარგავს ინტერესს მის მიმართ; 6 – არ აინტერესებს სათამაშო.
    4. რეაქცია ტკივილზე

      აუცილებელია ლეკვის თათზე ნაზად დავაწვეთ. თანდათან გაზარდეთ დაწოლის ძალა, დაითვალეთ ათამდე. გაუშვით, როგორც კი ეს ძაღლს დისკომფორტს შეუქმნის: 1 – რეაქცია 8–10 ანგარიშით; 2 – რეაქცია 6–8 ანგარიშით; 3 – რეაქცია 5-6 ანგარიშით; 4 – რეაქცია 3-5 ანგარიშით; 5 – რეაქცია 2-3 ანგარიშით; 6 – რეაქცია 1-2 ანგარიშით;
  1. რეაქცია ხმაზე

    დაარტყით კოვზით თასს ან ქვაბს ლეკვის უკან და დააკვირდით მისს რეაქციას: 1 – ყეფს და გარბის სიტუაციის გასაგებად; 2 – ესმის ხმა და ყეფას იწყებს; 3 – დაინტერესებულია და მიდის იმის სანახავად, რაც არის, მაგრამ არ ყეფს; 4 – ბრუნდება ხმაურზე; 5 – ეშინია; 6 – არ ინტერესდება
  2.  მხედველობითი რეაქცია

    მიაბით თოკი ნებისმიერ ტილოზე ან ცხვირსახოცზე და ლეკვის წინ აფრიალება გააბრაზეთ: 1 – უტევს და ცდილობს კბენას; 2 – უყურებს, ყეფს და კუდს აქნევს; 3 – ცდილობს დაეწიოს; 4 – უყურებს და ყეფს, კუდი დაწეულია; 5 — ეშინია; 6 – არ ინტერესდება
  3. რეაქცია უცნობ საგანზე

    აუცილებელია, უეცარი მოძრაობების გარეშე, გახსნათ ქოლგა და დადოთ იგი ლეკვთან: 1 – გარბის ქოლგისკენ, ყნოსავს, ცდილობს კბენას; 2 – გარბის ქოლგისკენ, ყნოსავს; 3 – ფრთხილად უახლოვდება ქოლგას, ყნოსავს; 4 – უყურებს, არ მიდის; 5 – გარბის; 6 – არ ინტერესდება
ტესტირების დროს თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენი დაკვირვებები ლეკვზე. ლეკვი, რომელიც ყველაზე მეტ ნომერ 1-ს მოაგროვებს, იქნება დომინანტი, აგრესიული და აქტიური ძაღლი. დამწყებთათვის რთულია ასეთ ძაღლთან გამკლავება, მითუმეტეს, თუ ის სერიოზული ჯიშია. გამოცდილი ადამიანი შეძლებს აღზარდოს შესანიშნავი მცველი ან მონადირე. დომინირებს 2იანები – ნომერი 1-ის „მსუბუქი ვერსია“. 3 – ძაღლი აქტიური იქნება დომინირების უმნიშვნელო მიდრეკილებით. შესანიშნავი პერსპექტივაა მომუშავე ან საგამოფენო ძაღლის აღსაზრდელად. 4 – ძაღლი ბავშვებიანი ოჯახისთვის ან მშვიდი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, კომპანიონი ძაღლი. 5 – მორცხვი და მოკრძალებული ცხოველია, რომელსაც ცოტაოდენი მფარველობა სჭირდება, მაგრამ ის კარგად თანაარსებობს, იმავე ტერიტორიაზე, სხვა ცხოველებთან. 6 – რთული შემთხვევა. დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც ნაკლებად აინტერესებთ. ეს ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთის და სანადირო ჯიშებში. სიტუაციის გარკვეულწილად გამოსასწორებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, ლეკვს რაღაც სტკივა. ან ის უკვე სელექციონერის ფავორიტია და აღარ სურს სხვისი აღიარება. ასე რომ, ტესტები კარგია, მაგრამ შინაური ცხოველის არჩევისას მოუსმინეთ თქვენს გულსაც. “ის პატარა თეთრი, იქით” – შეიძლება ზუსტად ეს არის თქვენი მეგობარი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!