რა არის კანისთერაპია?

რა არის კანისთერაპია?

კანისთერაპია (ანუ ძაღლებით მკურნალობა) თანდათან სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში. სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავებაში. თერაპიის მუშაობის პრინციპი და რა სახეობის ძაღლებს გამოიყენებენ ასეთ დროს? ძაღლებს ტყუილად არ უწოდებენ ადამიანების საუკეთესო მეგობრებს: ისინი ძალიან გულისხმიერები და ყურადღებიანები, ერთგულები და კეთილები არიან. სწორედ ამ თვისებების გამო ისინი დადებით გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ეხმარებიან მათ რთულ სიტუაციებში. რას მკურნალობენ ძაღლებით? • პირველ რიგში კანისთერაპია გამოიყენება განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვების რეაბილიტაციაში – ცერებრული დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომითა და ა.შ. • ძაღლები ასევე ეხმარებიან ფსიქიკური აშლილობით დაავადებულ ადამიანებს, ალკო- და ნარკოდამოკიდებულებს. • ასეთი თერაპევტები დიდ როლს თამაშობენ მოხუცთა თავშესაფარებში.
собака терапевт с ребенком
როგორ მუშაობს კანისთერაპია? სარეაბილიტაციო პროგრამებს, ძაღლების მონაწილეობით ამუშავებენ კვალიფიციური სპეციალისტები: ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ნევროლოგები, ლოგოპედები, კანის-თერაპევტები. რამდენიმე წლის განმავლობაში ძაღლები გადიან სპეციალურ მომზადებას. მკურნალობის ძირითადი ეფექტი მიიღწევა პაციენტების ძაღლებთან ურთიერთქმედებით. ერთობლივი თამაშები, ტაქტიკური შეგრძნებები, მოტორიკის განვითარება, შინაური ცხოველების მოვლის დროს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თერაპიაში. გარდა ამისა, ადამიანებს უადვილდებათ სხვადასხვა დავალებების შესრულება, როცა ახლოს არის ძაღლი.
собака терапевт со стариком
კანისთერაპიის დახმარებით ადამიანებს უადვილდებათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა, მათ უვითარდებათ სოციალური უნარები, ქრება განგაშის გრძნობა და შფოთვა, უჩნდებათ სიცოცხლისა და გამოჯანმრთელების მოტივაცია, უმაღლდებათ თვითშეფასება. რომელ ძაღლებს შეუძლიათ იყვნენ თერაპევტები? სინამდვილეში ნებისმიერმა ძაღლმა შეიძლება, შეასრულოს თერაპევტის როლი. არ არსებობს განსაკუთრებული შეზღუდვა ჯიშზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ძაღლი იყოს კონტაქტური, მარტივად გასაწვრთნელი, მშვიდი და არა აგრესიული. ყველა ძაღლი გადის ტესტირებას, სანამ მას თერაპევთად გაწვრთნიან. სწავლების შემდეგ ისინი აბარებენ გამოცდას და იღებენ სერტიფიკატს და მხოლოდ ამის შემდეგ მონაწილეობენ კანისთერაპიაში.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!