რაში სჭირდება კატას ულვაშები?

რაში სჭირდება კატას ულვაშები?

ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რატომ სჭირდება კატას ულვაში. ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფროსებსაც კი უჭირთ. ზოგიერთს სერიოზულად სჯერა, რომ გრძელი უხეში თმა, რომელიც სხვადასხვა მხარეს არის გაფშეკილი, სილამაზისთვისაა შექმნილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშ, რისთვის სჭირდება კატას ულვაში სინამდვილეში? ძუძუმწოვრების ულვაშებს მეცნიერულად “vibrissae”-ს უწოდებენ – ლათინურიდან vibro, ნიშნავს “რხევას”. ისინი განლაგებულია არა მხოლოდ ლოყებზე, არამედ ნიკაპზე, თვალების ზემოთ წარბების მიდამოში და კატის თითოეულ თათზე. ულვაშს თმას ვერ ვუწოდებთ. უფრო მეტიც, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. ვიბრისები შეხების განსაკუთრებული ორგანოა. თითოეული ულვაში გარშემორტყმულია მრავალი ნერვული დაბოლოებით, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ ტვინის კონკრეტულ ნაწილს. ულვაშების დახმარებით კატა შეგრძნობს სხვადასხვა საგანს, ზუსტად ისე როგორც ადამიანი თითების დახმარებით. მოძრაობისას ვიბრისები ცხოველს ეხმარება სივრცეში ორიენტირდეს, ანუ კატა ულვაშებიდან იღებს ინფორმაციას მის გარშემო არსებული დაბრკოლებების შესახებ დაგვერდს მშვიდად უვლის მათ. სხვათა შორის, ვიბრისები პასუხისმგებელნი არიან კატების შესახებ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მითზე: თითქოს, ისინი სრულ სიბნელეში შესანიშნავად ხედავენ. ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. სრულ სიბნელეში, სამწუხაროდ, კატა ვერ ხედავს, მაგრამ მას შეუძლია შესანიშნავად გადაადგილდეს სწორედ ამ ვიბრისების წყალობით, თუნდაც მინიმალური ხილვადობა იყოს. გარდა ამისა, შეგრძნების ეს ორგანო ეხმარება ცხოველს იგრძნოს მასთან ახლოს მდებარე ობიექტები. ფაქტია, რომ კატა პრაქტიკულად ვერ ხედავს იმას, რაც მის ცხვირწინ არის – ეს არის ეგრეთ წოდებული „ბრმა ზონა“. და ასეთ მომენტებში მის თვალებს ულვაში და ყნოსვა ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ: თუ კატას ცხვირწინ სასუსნავის ნაჭერს დაუდებთ, შინაურ ცხოველი რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ იპოვის მას.

შეიძლება თუ არა, კატას ულვაშები დავაჭრათ?

Რა თქმა უნდა, არა! ულვაშის გარეშე კატა არ მოკვდება და არც ყნოსვას დაკარგავს, როგორც ბევრი ფიქრობს, მაგრამ სტრესი გარანტირებულად ექნება. შინაური ცხოველი აღარ მიიღებს სრულ ინფორმაციას მის გარშემო არსებული სივრცის შესახებ, შესაბამისად, ის ინერვიულობს და თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს.

კატის ულვაშების ენა

ვიბრისების მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება ვიმსჯელოთ შინაური ცხოველის განწყობასა და მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ისინი მიმართულია წინ, მაშინ ეს მიუთითებს კატის ცნობისმოყვარეობაზე და მის ინტერესზე, მაგრამ სახეზე მიჭერილი ვიბრისები მიგვანიშნებს რომ კატას ეშინია და შფოთავს.

თუ კატას ულვაშები სცვივა

ულვაშის ცვენა ბუნებრივი პროცესია. თუ ბინაში პერიოდულად აღმოაჩენთ 1-2 ვიბრისს, ეს არ არის პრობლემა, რადგან კატას მათ სანაცვლოდ ახლები ამოსდის. სხვა საქმეა, როდესაც ულვაშის ცვენა ქრონიკულია და მასობრივად მიმდინარეობს.

ულვაშის ცვენის მიზეზები:

  1. კოლაგენის ნაკლებობა;

    კოლაგენი არის მთავარი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია კატის ულვაშის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ნაკლებობა ცვენას იწვევს;

    ვიტამინების ნაკლებობა;

    ვიტამინის დეფიციტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კატის ულვაშის ცვენა;

    კანის ინფექციები, სოკოვანი დაავადებები;

    ვიბრისას ცვენა ხშირად ინფექციური დაავადების ან სოკოს სიმპტომია;

    ჰორმონალური დარღვევები;

    ყველაზე ხშირად ისინი დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებთან. როგორც წესი, ეს ასაკოვან კატებს ემართებათ ხოლმე.

    ალერგიული რეაქციები.

როგორც ჩანს, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც კატას შეიძლება ულვაში გასცვივდესულვაშის დაკარგვა, ამიტომ მიზეზის დამოუკიდებლად დადგენას ნუ ეცდებით. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს კატას ულვაში შეუთხელდა, მიმართეთ ვეტერინარს. ანალიზები ხელს შეუწყობს პათოლოგიის განვითარების მიზეზის დადგენას.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!