თუ კატას თქვენთვის საყვარელი მცენარის ჭამაში გამოიჭერთ, ნუ იჩქარებთ ეჩხუბოთ. ამას ჯინაზე არ აკეთებს, არც თქვენი წყენინება უნდოდა, უბრალოდ მისთვის ბალახის ჭამა აუცილებელია, და რადგან საუბარი არ შეუძლია, ამის შესახებ ვერ გითხრათ.
შინაურ კატებს, როგორ მის ველურ ნათესავებს, ესაჭიროებათ მწვანილი, ამიტომ სახლი მცენარეების ღრღნისკენ ინსტინქტი უბიძგებთ და არა ბოროტება.
რატომ ჭამენ კატები ბალახს?
არსებობს რამდნეიმე ვერსია, თუ რატომ იზიდავთ კატებს ბალახი. ერთ-ერთის თანახმად, კატებს აკლიათ ის ვიტამინები და მინერალები, რომლებითაც მდიდარია ბალახი და ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ დეფიციტის შევსებას. მეორეს მხრივ, უძველესი დროიდან კატის წარმომადგენლები იყენებდნენ მწვანილს კუჭის გასაწმენდად, რადგან ისინი ჭამდნენ საკვებს, რომელიც თავდაპირველად არ იყო დამუშავებული ადამიანების მიერ, არამედ ჭამდნენ ფრინველებს, პატარა მღრღნელებს და მწერების. კუჭიდან არასაჭირო ბუმბულის, ბეწვის ან ქიტინის მოსაშორებლად მწვანილს იყენებდნენ, რომელსაც კატა დიდი რაოდენობით ყლაპავდა, შემდეგ კი ზედმეტ საკვებთან ერთად აღებინებდა. ანალოგიურად, კატები იშორებენ ბეწვს, რომელიც კუჭში პირის დაბანის დროს ჩასდით.
Leave your comment