რატომ ყრიან კატები საგნებს იატაკზე?
მეორეც, ასეთი ქცევით, შინაური ცხოველი შესაძლოა თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს. როდესაც კატა იატაკზე რაღაცას აგდებს, ისმის ხმამაღალი ხმა, რაზეც დიდი ალბათობით მაშინვე რეაგირებთ. თქვენ ეძახით კატას სახელით და აიღებთ ნივთს, რომელიც ჩამოაგდო. ამ დროს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ცხოველი გაკიცხოთ, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან შეძლო თქვენი ყურადღების მიქცევა და თქვენ, მისი აზრით, შეუერთდით მის თამაშს.
ამ შემთხვევაში, უმჯობესია მომხდარზე დაუყოვნებლივი რეაქცია არ გაამჟღავნოთ, რათა ეს არასასურველი ქცევა არ წაახალისოთ. დაელოდეთ ცოტა ხანს და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ დაცემული საგანი. ეს კატას გაუქრობს სურვილს თქვენი ყურადღება ასეთი დესტრუქციული გზით მიიპყროს, უფრო ხშირად გაატარეთ დრო მასთან – ეთამაშეთ, მოეფერეთ, დავარცხნეთ, ეურთიერთეთ.
დაბოლოს: იატაკზე საგნების სროლა, ერთ-ერთი გზაა თქვენი კატისთვის მის გარშემო არსებული სამყარო გამოიკვლიოს. შინაური ცხოველი ნივთს ყნოსავს, ეხება, თათს კრავს და კბენს, რომ გაიგოს – რა არის, შეიძლება მისი ჭამა ან თამაში? ამიტომ, თუ თქვენი კატა ამ გზით იკვლევს სახლს, მაშინ ერთ რჩევას მოგცემთ – არ დატოვოთ ფაქიზი და ღირებული ნივთები იქ, სადაც კატა ადვილად მისწვდება.
Leave your comment